მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სიძვა, უბიწოება, მთავარი გვედის ფოტო > სიძვა და უბიწოება - წმ. მამათა საგანძურიდან
სიძვა და უბიწოება - წმ. მამათა საგანძურიდან6-10-2022, 10:24 |
„ქალწულება და ქორწინება ყველასთვის როდია, ხოლო უბიწოება ყველასთვისაა"
* * * „ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულსაც აბინძურებს"
წმიდა ნილოს სინელი
* * * „როგორც დაზიანებულ წყალსადენში ვერ გაჩერდება წყალი, ასევე გაფანტული თვალი ვერ შეიკავებს უბიწო გონებას"
* * * „მართალია, ცოლი გყავს, მაგრამ ქალებს მაინც ერიდე"
* * * „ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
* * * „გამოზომილად მიიღე პური და წყალი და სიძვის ეშმაკი განგეშორება"
* * * „მუცლის დამთრგუნველი ვნებას ჩაახშობს, მისი გონება კი სიძვის ზრახვებით არ აღივსება"
წმიდა ეფრემ ასური
* * * „უფრთხილდი ქალებს. შენ არც დავითზე წმიდა ხარ და არც - სოლომონზე ბრძენი"
* * * „ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალმა გამოდევნა სამოთხის მცხოვრ-ებნი ღვთაებრივი სანახებიდან" (ზირ. 25, 27)
* * * „ევას მუდამ იგივე ხასიათი აქვს და მუდამ მომხიბვლელია"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ"
* * * „მგრძნობელობა უფსკრულია, რომელშიც მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაიხრჩო"
* * * „თუ შენს აზრებში ლამაზი სახე წარმოგიდგება, წარმოიდგინე იგივე ადამიანი უსახური ცხედრის სახით და ვნებიანი სურვილი შენს სულს აღარ დაამძიმებს"
* * * „თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე ხიბლავს, წარმოიდგინე, როგორი გახდება იგი ხრწნის შედეგად და დამშვიდდები"
წმიდა იოანე ოქროპირი
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |