მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვის შემცველი ვაქცინები (ნაწილი V) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ცოდვის შემცველი ვაქცინები (ნაწილი V) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


5-09-2021, 00:02

ცოდვის შემცველი ვაქცინები (ნაწილი V) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ქრისტიანული საზოგადოება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი ვაქცინის დამზადების, წარმოებისა თუ ტესტირების პერიოდში გამოყენებულ იქნა ადამიანის ემბრიონი.* ე.ი. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულია ადამიანის უჯრედული ხაზი. ძირითადად საუბარია HEK 293 - უჯრედულ ხაზზე, რომელშიც გამოყენებულ იქნა ჯანმრთელი ქალის ემბრიონის თირკმელი. ეს ემბრიონი „ლიკვიდირებულ იქნა კანონიერი გზით", ე.ი. აბორტირებული. ჰოლანდიური კანონმდებლობის თანახმად, 1973 წ. ალექს ვან დერ ამას (Alex van der Eb) ლაბორატორიაში, ქ. ლეიდენში, ნიდერლანდები.1 გარდა ამ უჯრედული ხაზისა, ცნობილია ადამიანის ემბრიონის გამოყენების სხვა უჯრედული ხაზებიც (wi-38; MRC-5; PEP.C.6).

   არსებობს მრავალი ოფიციალური დოკუმენტი თუ განცხადება, სადაც აღიარებულია ემბრიონის უჯრედის გამოყენება კონკრეტულ ვაქცინებში.

   ა) თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ბ-ნმა კ. ტრიანდაფილისმა ნეოპოლისა და სტავროპოლის მიტროპოლიაში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა:

   „Pfizer/Biotech-ისა და Moderna-ს ვაქცინებში უჯრედული ხაზი wi-38 ექსპერიმენტული კვლევისთვის არ გამოიყენებოდა, მაგრამ გამოიყენება უჯრედული ხაზი HEK 293, რომელიც მიღებულია მდედრობითი სქესის ჯანმრთელი უჯრედისაგან, კანონიერი გზით რომ იქნა ლიკვიდირებული 1973 წ.2

   ბ) Charlotte Lozier ინსტიტუტის ვაქცინების კატალოგში მკაფიოდაა მითითებული, რომ Pfizer-ი და Moderna იყენებს ადამიანის ემბრიონულ უჯრედს HEK 293 ლაბორატორიული კვლევის მე-3 შემაჯამებელ დამამტკიცებელ (подтверждающем) ეტაპზე, მაშინ როდესაც Astra/Zeneka წარმოების სამივე ფაზაში (დამუშავება, წარმოება, კვლევა) იყენებს მას, ხოლო Jonson-ი იყენებს ადამიანურ უჯრედს PEP.C.6.3

   გ) ევროპის ბიოეთიკის ინსტიტუტმა 26.11.2020 წ. განაცხადა, რომ Pfizer, Moderna, Astra/Zeneka, Jonsson ვაქცინებში ადამიანის უჯრედული ხაზი წარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება".4

   დ) ექიმი სტენლი ალან პლოტკინი, ვაქცინების წარმოების კონსულტანტი, ბიოტექნიკურ კომპანიებში (Pfizer, Sanofi, Merck, Glaxo და ა.შ.). 1918 წ. ადვოკატ აარონ სირის მიერ დაიკითხა ვაქცინების შესახებ სასამართლო პროცესზე. თავის ჩვენებებში ის აღიარებს, რომ ვაქცინების წარმოების პროცესში ემბრიონი ექვემდებარება აბორტს. მან აღიარა, რომ პირადად გამოიყენა ლაბორატორიული კვლევებისთვის აბორტირებული 76 ემბრიონი.5

   ე) დასტურდება, რომ ა.შ.შ.-სა და კანადის ხელისუფლება არჩევითად აფინანსებდა მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც იყენებდნენ აღნიშნულ უჯრედულ ხაზს. ოფიციალური ცნობით, Moderna-ს 483 მლნ. დოლარი, ხოლო Pfizer-ს 1.95 მლ. დოლარი 100 მილიონ დოზაზე გამოეყო, როგორც იუწყება პორტალი 6

   ვფიქრობთ ცხადია, რომ ზოგიერთი ვაქცინის მწარმოებლები „მეცნიერულ უპირატესობას" ანიჭებენ ვაქცინაში აბორტის გზით შექმნილი უჯრედი ხაზის გამოყენებას. ზოგი სამივე ფაზაში, ზოგიც ლაბორატორიული კვლევის დროს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიული კვლევებისთვის მსხვერპლად გაიღება არა ერთი, არამედ მრავალი ემბრიონი.

   ზემოთქმულიდან გამომდინარე გვიჩნდება შემდეგი კითხვები:

   1) დღემდე როგორ შენარჩუნდა ადამიანის ემბრიონული უჯრედული ხაზი ვაქცინაში?

   2) ხომ არ არსებობს რაიმე ალტერნატიული ვაქცინა, რომელშიც არ გამოიყენება აღნიშნული უჯრედული ჯგუფი?

   3) არის კი საერთოდ ვაქცინა (საყოველთაო ვაქცინირება) ეპიდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება?

   თუმცა, ჩვენი განხილვის მთავარი საკითხი მაინც ვაქცინაში ემბრიონის გამოყენებაა.

   მავანი მიიჩნევს, რომ უჯრედული ხაზები ემბრიონი კი არ არის, არამედ უბრალოდ წარმოიშვნენ მისგან (ემბრიონისგან). ჩვენი ოპონენტები, საზოგადოების „დამშვიდების" მიზნით შემდეგ თეზას ავითარებენ: ვაქცინების შექმნის, წარმოებისა და ტესტირების პროცესში არ გამოიყენება ადამიანის ცოცხალი ემბრიონი - ეს აზრი სამედიცინო ენაზე ასეთნაირად განიმარტება:

   ადამიანის უჯრედი გარკვეული გაყოფის (მაგალითად 50-ჯერ გაყოფის) შემდეგ კარგავს კავშირს საწყის მასალასთან. უჯრედი, რომელიც განიცდის გაყოფას (მიტოზს), მისი ტელოფაზა ქრომოსომის ყოველ დაბოლოებაზე მოკლდება. როგორც კი ტელოფაზა კრიტიკულ ზომამდე დადის, უჯრედის დაყოფა წყდება (ჩერდება). ამ მოვლენას „ხეიფლიკის ზღვარი" (Предел Хейфлика) ეწოდება.7

   ამგვარად, ხორციელდება დაბერება უჯრედისა, შესაბამისად, მთელი ორგანიზმისა. ე.ი. ადამიანის უჯრედი, ვთქვათ ორმოცდაათი გაყოფის შემდეგ, კარგავს კავშირს საწყის მასალასთან. ანუ მათი აზრით, ადამიანის ემბრიონი, რომელშიც არის ცოცხალი ადამიანის სული, კვდება და არანაირი კავშირი უჯრედების დაყოფის შემდეგ საწყის ემბრიონთან არ გააჩნია. აქედან შემდეგი მორალი იკვეთება: მართლმადიდებლებს თურმე, არ ეკრძალება მსგავსი შემადგენლობის ვაქცინის გაკეთება, ვინაიდან:

   1) ის (ემბრიონი) უკვე მკვდარია, შესაბამისად, პრობლემა განულებულია.

   2) მეტიც - ის სულაც არ არის ადამიანის ემბრიონი, იმიტომ რომ, დაყოფათა შედეგად დაკარგა კავშირი საწყის მასალასთან (ანუ ემბრიონთან).

   1) ჯერ ერთი, ემბრიონის მოკვდინება (დროს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) სულიერი თვალსაზრისით ცოდვად რჩება. ეს ეკლესიის დოგმატური სწავლებაა.

   2) ბიოეთიკის პროფესორი, ღვთისმეტყველი, დეკანოზი სტილიანე (კარპატიუ) ელადის ეკლესიის სინოდისადმი მიმართულ წერილში, სხვა საკითხებთან ერთად, „ხეიფლიკის ზღვარის" საკითხსაც განმარტავს:

   „აბორტირებული ჩვილების ემბრიონული უჯრედული ხაზი „ხეიფლიკის ზღვარის" მიუხედავად „მუდმივად" მოქმედი გახადეს. „ხეიფლიკის ზღვარის" გასანეიტრალებლად მკვლევარებმა შექმნეს ფსევდო-სიმსივნური (квази-раковые) უჯრედები (ანომალური უჯრედები, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე შეუძლიათ მოქმედება). ამგვარი უჯრედები გამოიყენება სხვადასხვა კვლევითი მიზნებისთვის, ამჟამად კი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად. ექსპერიმენტები ფსევდო-სიმსივნურ უჯრედებზე დიდი ხანია გრძელდება, ხოლო დ.ნ.მ.-ი ამ (ფსევდო-სიმსივნური) უჯრედებისა იმ უჯრედების დ.ნ.მ.-ის იდენტურია, რომლისგანაც ისინი წარმოიშვნენ. სახეზეა სრული ბიოლოგიური იდენტობა აბორტირებული ემბრიონისა ამ (ფსევდო-სიმსივნურ) უჯრედებთან.

   როგორც ჩვენი სომატური უჯრედები განახლდება ორგანიზმის ბუნებრივი განვითარებისას, მსგავსად განახლდება ეს უჯრედები, მხოლოდ ხელოვნური გზით...

   როგორც ცნობილია, უჯრედები აყალიბებენ ქსოვილებს, ხოლო ქსოვილები - მთელ ჩვენს ორგანიზმს. ნუთუ დასაშვებია, ეთიკურია ექსპერიმენტად გამოყენება ცოცხალი ემბრიონისა, ან მისი რომელიმე ნაწილისა - უჯრედისა, გნებავთ ქსოვილისა?!8

   თანამედროვე ბიოქიმიკოსებისთვის ემბრიონის განადგურება პრობლემის არარსებობას ნიშნავს. ისინი ვერ იაზრებენ, რომ მართლმადიდებლისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, როდის მოხდა ემბრიონის მოკვდინება. ემბრიონი მოკლულია, შესაბამისად, სულიერი, ბიოეთიკური დილემა დგას, არსებობს.

 

 

 

*ქრისტიანული სწავლების თანახმად, ემბრიონის განაყოფიერებისთანავე, ე.ი. ჩვილის ჩასახვის წამიდანვე წარმოიშობა ცოცხალი ორგანიზმი, სულიერი არსება, რომელიც იმთავითვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია.

1The Advisory Committee (Robert S. Doum. C. Estuardo, D. blaier) usa. Food and Drug Administration. Center for Biologics Evatution and Research: Vaccines and Belated Biological Products Advisory Committee. 16. 15. 2001.

2Первое открытое письмо о. стилиана Карпатиу. Происхождение вакцин по другим источникам. Apologet.spb.ru.

3იქვე.о. стилиана Карпатиу. Apologet.spb.ru.

4Coronavirus vaccins en het gebruik van celler van geoborteerde fouetussen; stand van zaken.

5Vaccine hesitancy: an interview with staley plotkin, rubella vaccine developer BM/2019. 367 doi: https/doi.org.10.11.36.bnj. 169.26. (დადასტურებული ვიდეო-კადრებით).

6Kyle Blankenship. Pfizer/BioNtech snarc 1, 95 T deal with USA government for 100 m. – Plus doses of Covid-19 Vaccine. Jul. 22.2020.

7http/lozierinstitute.org./update – Covid-19. Vaccine condidatas and abortion derived cell lines. Вакцина СПУТНИК V вклучает компоненты, изначально полученное из человеческих эмбрионов.

8Открытое письмо Иерея Стилиана (Карпатиу) к священному синоду Эладской Церкви по вопросу вакцинаций от коронавируса. Apologet.spb.ru. 2021.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება