მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რა არის არსებითად ვაქცინა? (ნაწილი IV) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რა არის არსებითად ვაქცინა? (ნაწილი IV) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


2-09-2021, 19:45

რა არის არსებითად ვაქცინა? (ნაწილი IV) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა Covid-19-ის ვირუსმა თავისი შტამებით მილიონობით ადამიანი დაასნეულა და მრავალი იმსხვერპლა. ბუნებრივია, ბევრი ქვეყანა შეუდგა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. საზოგადოებაში კი გაჩნდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით: ზოგს სურს, საჭიროდ მიიჩნევს მას, ზოგიც - სიფრთხილით ეკიდება, რადგან არ არის დარწმუნებული მის ვარგისიანობასა და შედეგიანობაში. მრავალთა წინაშე აღიმართა დილემა - გაიკეთონ თუ არა ვაქცინა?

   დაეჭვების საფუძველს მრავალი გარემოება იძლევა. ძირითადად ადამიანს ვაქცინის (ვაქცინების) შემადგენლობა აინტერესებს: რამდენად სანდოა პრეპარატი ჯანმრთელობისთვის? რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს მას და ა.შ. უმთავრეს ყურადღებას ადამიანები ანატომიურ მხარეს აქცევენ.

   მავანი გვეტყვის: თქვენ არ ხართ მედიკოსები და არც ერკვევით ამ საკითხებში. მართალია, ადამიანი შესაძლოა სულ სხვა სფეროში მოღვაწეობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ძალუძს ვირუსოლოგიის სფეროში მოღვაწე კომპეტენტური იმუნოლოგებისა და მიკრობიოლოგების შეფასებათა ანალიზი.

   ასე მაგალითად: ნანოპათოლოგიის ცნობილი იტალიელი პროფესორი სტეფანი მონტანარი ამბობს, რომ თანამედროვე ვაქცინები (Astra Zeneca, Pfeizer, Moderna და ა.შ.) არ არის ვაქცინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვინაიდან არ გააჩნიათ ვაქცინის მახასიათებლები.

   ის წერს: „ვინც ოდნავადაც ერკვევა ფარმაკოლოგიაში, იცის, რომ ყველა ვაქცინა უნდა შეიცავდეს ერთ პათოგენურ ელემენტს, რომელიც ბაქტერიული ან ვირუსული წარმომავლობის უნდა იყოს, სნეულებისდა მიხედვით.

   როგორ იქმნება ვაქცინა? ვიღებთ ვირუსს და დაწყნარებას ვცდილობთ ქიმიური გზით, რათა ნაკლებად აგრესიული იყოს. იმავეს ვაკეთებთ ბაქტერიის შემთხვევაში. მაგალითად, ვიყენებთ მკვდარ ბაქტერიას (ან ვირუსს) ვაქცინაში. ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს მათ როგორც ცოცხალს და ამ გზით გამომუშავდება ანტისხეულები.

   ტიპიური ვაქცინის საერთო კანონი შემდეგნაირად ჟღერს: ადამიანის ორგანიზმი პათოგენური* ელემენტების მიღებით, იღებს დაცვის სტიმულს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსს. ესაა მთელი ლოგიკა, ე.ი. ვაქცინამ უნდა მოატყუოს ვირუსი და დაამარცხოს ის ადამიანის ორგანიზმში.

   ანუ პათოგენების შეშვების გზით გამომუშავდება ანტისხეულები, რაც სპობს პათოგენურ (ვირუსულ) ფაქტორებს. ამავე დროს, ორგანიზმი იძენს მეხსიერებას ამ პათოგენის შესახებ და, თუ განმეორებით დაავადების საფრთხე შეიქმნება, იმუნური სისტემა კვლავ შეუდგება პათოგენის განადგურებას.

   ვაქცინა - წამალია, რომელიც შეიცავს პათოგენურ გენეტიკურ მასალას. ხოლო Astra Zeneca, Pfeizer, Moderna და სხვა, არცერთი არ არის ვაქცინა, არამედ შრატია (сиворотка), იმიტომ რომ, არ შეიცავს პათოგენურ გენს. ამიტომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ისინი არა ვაქცინები, არამედ პრეპარატებია".1

   ვირუსის ინაქტივირება (მოკვდინება) ერთ-ერთი უძველესი და საიმედო მეთოდია ვაქცინის შექმნის პროცესში. აღნიშნული ტექნოლოგიით შემუშავდა დიფტერიის, B ჰეპატიტისა და სხვა დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინები. ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინები (სინოფარმი და სინოვაკი) დამზადებულია ამ ძველი მეთოდით, თუმცა არსებობს სხვა უამრავი საფრთხეც, მაგალითად: რაგვარად მოქმედებს ისინი დნმ-სა და რნმ-ზე? რამდენად გამოცდილია დროში? კიდევ რას შეიცავს, რამაც შეუძლია უკუჩვენებები გამოიწვიოს? და ა.შ.

   ამიტომ, დაყოვნება და საკითხის სიღრმისეული შესწავლა უალტერნატივო მიდგომად მიგვაჩნია.

 

 

 

 

*თავდაპირველად ვაქცინის წარმოებისთვის ცხოველის პათოგენს იყენებდნენ. სხვადასხვა ენაზე მას მსგავსი ჟღერადობა გააჩნია: vaccination (ინგლ.), vaccine (ფრანგ.), вакцина (რუს.), ვინაიდან მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან „vacca”, ე.ი. ძროხისაგან წარმოქმნილი.

1http://apologet.spb.ru: Проф. Стефано Монтанари: эти сыворотки не являются вакцинамм.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება