მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგის, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, გელათის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის წიგნის – „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები“ – მოკლე მიმოხილვა

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგის, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, გელათის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის წიგნის – „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები“ – მოკლე მიმოხილვა


3-03-2021, 21:02
 

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის  კათედრის გამგის, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, გელათის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის წიგნის – „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები“ – მოკლე მიმოხილვა 



წინასიტყვა

   წინამდებარე ნაშრომს არ აქვს არანაირი პრეტენზია დოგმატური თუ სხვაგვარი უცდომელობისა. ის მხოლოდ ქრისტოლოგიურ საკითხებზე ჭეშმარიტების ძიების პროცესში წარმოშობილ აზრთა ქაღალდზე გადატანის მცდელობაა, რადგან გულწრფელად გვსურდა გაგვერკვია, ვიყავით თუ არა „ჯოჯოხეთის მოძღვარი",1 „ორჰიპოსტასობის პირწავარდნილი აღმსარებელი",2 „ფარულ-ნესტორიანული დიოფიზიტობის გველმესიტყვე"3, „ნესტორიანული ორჰიპოსტასობის წარმწყმედელ უფსკრულში დანთქმული"4, „ერეტიკული სიცოფისგან განბოკლებული და ელემენტარული სარწმუნოებრივი კრძალვის უქონელი",5 „ეშმაკეული ბორგნეულობით შეპყრობილი",6 „ქალკედონური დიოფიზიტობის ნესტორიანულ-ფარულნესტორიანულ დიოფიზიტობად მზაკვრულად გარდამგვლარძნელი",7 „გონდახშული",8 „ნესტორისებრ მძიმედ-ბორგნეული და განბოკლებული",9 და ა.შ. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვქონდა აღნიშნულ აზრთა წერილობითი ფორმით დაფიქსირებისა და, მით უმეტეს, გამოქვეყნებისა, მაგრამ შექმნილ გარემოებათა გამო, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ ასე მოვქცეულიყავით. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი შრომა ძიების პროცესში განვითარებული ჩვენეული აზრებია და ამიტომ დიდი ყურადღებით მოვეკიდებით სხვების მიერ წარმოდგენილ საწინააღმდეგო არგუმენტებსაც, რადგან ჭეშმარიტება, სწორედ, განსხვავებულ აზრთა ჭიდილში წარმოჩნდება. თუმცა, ცხადია, რომ აზრთა ეს ჭიდილი პირად ემოციებში არ უნდა გადაიზარდოს და კონსტრუქციული დიალოგის საზღვრებს არ უნდა გასცდეს. ასეთ ვითარებაში წარმოდგენილი ყოველი განსხვავებული აზრი, ვეცდებით, მადლიერებით მივიღოთ, როგორც ჭეშმარიტებისკენ აღმყვანებელი კიბის ერთ-ერთი საფეხური.
   აღნიშნული ვალდებულების გამო, გარდა წინამდებარე ნაშრომისა, განზრახული გვაქვს ეტაპობრივად გამოვაქვეყნოთ მსჯელობები შემდეგ საკითხებზე:
    მაცხოვრის კაცობრივი ბუნების გამდიდრება „საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების" მიხედვით;
 არის თუ არა უმეცრება ბუნებითი თვისება ადამიანისათვის;
    ე. წ. „მარტივი აზრისმიერი გამიჯნვა" „საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების" მიხედვით;
    „საეკლესიო დოგმატიკასა და ერესებში" გამოყენებული ე. წ. კლება-მატების მეთოდი.

 
სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლისშემძლეობის შესახებ „საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების" მიხედვით

   „თუ ეს შრომა Сидоров-მა შეგნებულად არ მოიხსენია, რომ მისთვის სასურველ დასკვნას დაბრკოლება არ შექმნოდა, ასეთ შემთხვევაში საქმე გვქონია გამოკვეთილად ერეტიკულ ქმედებასთან (ხაზგასმა ავტორისეულია – გ.ბ), ხოლო თუ მოუხსენიებლობის მიზეზი არცოდნაა, მაშინ ცხადი ხდება, რომ, მაცხოვარი კი არა, თავად ყოფილა შთაკვეთებული უმეცრებისა და უვიცობის წყვდიდში (რაც მკაფიოდ შეიმჩნევა მისი ზემომითითებული პუბლიკაციის არაერთ ადგილას), ასეთ შემთხვევაში კი ერთადერთი კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს: ესოდენი განუსწავლელობის მქონე პირს რაღა რჯიდა და რა ავალდებულებდა ეგზომ აღმატებულ საკითხთა განმჩხრეკელობას?"10 
ე. ჭელიძე 

   2016 წელს ბატონ ედიშერ ჭელიძის ავტორობით გამოიცა წიგნი „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", რომელშიც ბატონი ედიშერი ამბობს, რომ ქრისტე მაცხოვრის კაცობრივი ნება, საღმრთო ნების მსგავსად, ყოვლადძლიერია, მასში სრულიად განქარვებულია ყოველგვარი უძლურება და ის (უძლურება) მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად წარმოსახულ ზოგად კაცობრივ ბუნებაში დაინახება და არანაირად – თავად მაცხოვრის კუთვნილ კაცებაში. თუმცა, ავტორის თქმით, ეს ყოვლადძლიერება კაცებისთვის გამდიდრებითია და არა – ბუნებითი. სწორედ გამდიდრების ავტორისეულ ხედვაზეა დაფუძნუებული აღნიშნულ წიგნში მრავალი დოგმატური საკითხი და მათ შორის, ჩვენთვის ამჯერად საყურადღებო – მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლადძლიერებაც. ამიტომაც, ვფიქრობთ, საჭიროა, უპირველესად გავეცნოთ ბატონი ედიშერის სწავლებას ზოგადად გამდიდრების შესახებ და შემდგომ განვიხილოთ, თუ როგორ ვლინდება ეს გამდიდრება კაცობრივი ნების შემთხვევაში. 
   ბატონი ედიშერი გვარწმუნებს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება, რომელიც გამდიდრებულია საღმრთო ბუნების თვისებებით, უკვე არ ავლენს ამ საღმრთო თვისებების საპირისპირო, ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელ ნიშნეულობებს, არამედ – მხოლოდ და მხოლოდ იმ საღმრთო თვისებებს, რომელიც კაცებამ გამდიდრებით შეიძინა. ავტორის მოსაზრებით, გამდიდრებისას ადამიანური ბუნების ნიშნეულობათა რეალური გამოვლენის აღიარება ნესტორიანული მოძღვრებაა და, შესაბამისად, ის დაგმობილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. გავეცნოთ უშუალოდ ბატონი ედიშერის ციტატებს ადამიანური ბუნების გამდიდრების თაობაზე:
   „რა ხდება ჰიპოსტასთან მიმართებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთი ბუნება ზემოქმედებს მეორეზე და თავისი მონაცემებით ამდიდრებს მას?
   ხდება, როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული ზემოთ, ერთადერთი რამ:
   ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბუნება თავის ჰიპოსტასში უკვე ავლენს არა იმ მონაცემს, არა იმ მდგომარეობას, რაც მისთვის აქამდე იყო ნიშანდობლივი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რითაც გამდიდრდა, რაც შეიძინა…
   ყოველი ბუნება, რომელიც დაქვემდებარებულია სხვა, უფრო ძლიერი ბუნების ზემოქმედებას, თავის ჰიპოსტასში უკვე ავლენს არა იმ მდგომარეობას, რაც მისთვის თავისთავად არის ნიშანდობლივი, არამედ მხოლოდ იმ მდგომარეობას, რაც მისმა ბუნებამ უფრო ძლიერი ბუნების ზემოქმედებით შეიძინა.


. . .

   სწორედ აღნიშნული ჭეშმარიტება განგვიმარტა და დაგვიდგინა მაცხოვრის კაცებასთან დაკავშირებით უწმინდესმა ქალკედონურმა ღვთისმეტყველებამ"11.
   „ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბუნებისეული მონაცემი არ ვლინდება ჰიპოსტასში, არის ის მდგომარეობა, როდესაც მოცემული ბუნება გამდიდრებულია ხსენებული მონაცემის საწინააღმდეგო შეძენილი მონაცემით სხვა ბუნებისგან"12.
   „შეუძლებელია ბუნების რომელიმე მონაცემმა ჰიპოსტასური გამოვლენა არ ჰპოვოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბუნება (სხვა ბუნების გავლენით) გამდიდრებულია მისთვის ნიშანდობლივი მონაცემის საპირისპირო მონაცემით"13.
   როგორც ვხედავთ, ბატონი ედიშერ ჭელიძე სრულიად ცალსახად აცხადებს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება უკვე რეალურად ვერ გამოავლენს იმ ნიშნეულობებს, რომლებიც საპირისპიროა გამდიდრებულობით შეძენილი საღმრთო თვისებებისა. ცხადია, აღნიშნული ეხება ქრისტეს კაცობრივ ნებასაც. აქედან გამომდინარე, ავტორი გვარწმუნებს, რომ მაცხოვრის კაცობრივი ნების უძლურება სრულად განქარვებულია და, შესაბამისად, შეუძლებელია მისი ჰიპოსტასში გამოვლენა, რადგან კაცობრივი ნება გამდიდრდა საღმრთო ყოვლადძლიერებით. ვნახოთ ბატონ ედიშერის შესაბამისი ციტატებიც:
   „მაცხოვარი თავისი კაცობრივი ნებითაც ღირსებითად ანუ გამდიდრებითად (და, ცხადია, არა ბუნებითად) ყოვლადძალმოსილია, ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ იმის დასტურს წარმოადგენს, რომ ღმრთეებასთან შეერთებულ კაცობრივ ნებელობაში გამდიდრებითად ყოვლითურთ განქარვებულია მონურობა, ანუ მაცხოვრის კაცობრივი ნება, თავისთავად უძლური და მონური, გამდიდრებითად ანუ ღმრთეებასთან ჰიპოსტასური შეერთების შესაბამისად, პირველშექმნითვე ყოვლადძალმოსილია ანუ მაცხოვრის კაცობრივი ნება გამდიდრებულია ღმერთ-სიტყვასთან (ლოგოსთან) სწორ-ძალობით";14
   „მართლმადიდებელი ეკლესიის ფუძე-დოგმატით სწორედ მთელი ქრისტე ანუ ქრისტე ერთდროულად და ერთმთლიანად როგორც ღმერთიც და კაციც (და არანაირად ქრისტე როგორც მხოლოდ ღმერთი, განყოფილად თავისი კაცებისგან) არის ყოვლადძლიერი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ უეჭველი და ასევე უმყარესად დოგმატური დაზუსტებით, რომ ქრისტე, რომელიც ერთი ყოვლადძლიერია, ამავე დროს, ყოვლადძლიერია როგორც ღმერთი ბუნებითად, ხოლო ყოვლადძლიერია როგორც კაცი ოდენ გამდიდრებითად, ოდენ ღირსება-შეძენითად, ღირსებითად (და არანაირად ბუნებითად)";15
   „ღმერთი-სიტყვის [კუთვნილებად] ქმნილი კაცება მყისვე გახდა გამდიდრებითად, ღირსებითად (და არანაირად ბუნებითად) ყოვლისშემძლე";16
   „მართლმადიდებელი ეკლესია დოგმატურად უარყოფს ღმრთეებასთან შეერთებული ანუ მეუფეობითი ღირსებით სრულად აღვსებული კაცობრივი ნებისგან მონური უძლურების რაიმენაირ ჰიპოსტასურ გამოვლინებას";17
   „ამიტომ ასწავლის მართლმადიდებლური დოგმატიკა… საღვთო ნების ბუნებითი ყოვლისშემძლეობის კვალობაზე, თვით კაცობრივი ნების აღვსებასაც [გამდიდრებითად ანუ ღირსებითად და არანაირად ბუნებითად] ყოვლისშემძლეობის ღირსებით";18
   „უაშკარესად დასტურდება მართლმადიდებელი ეკლესიის ფუძე-დოგმატი მაცხოვრის კაცობრივი ნების გამდიდრებითი ყოვლისშემძლეობის შესახებ";19
   „მაცხოვრის კაცობრივ და საღვთო ნებათა ეგზომ უმწვერვალესი განუყოფელ-შეურევნელი ჰიპოსტასური შეერთება იმ უზესთაეს შედეგს იძლევა, რომ, როგორც აღვნიშნავდით, მაცხოვრის კაცობრივი ნება, თავისთავადი მდგომარეობითა და მოცემულობით ყოვლითურთ არაყოვლისშემძლე ანუ უძლურებითი, თავისი პირველწარმოქმნითვე ანუ ღმრთეებასთან ჰიპოსტასური შეერთებისთანავე დაუყოვნებლივ და მარადიულად მდიდრდება საღვთო ნების ყოვლისშემძლეობითი ღირსებით.
   ეს ნიშნავს იმას, რომ საღვთო ნების ბუნებითი ყოვლისშემძლეობის კვალობაზე, მაცხოვრის კაცობრივი ნებაც გამდიდრებითად ანუ ღირსეულობითად (და არანაირად – ბუნებითად) ყოვლისშემძლე ხდება, რაც არის სწორედ უფლის კაცობრივი ნებისა და კაცოვრივი მოქმედების სრული განღმრთობილობა…".20 
   მაშასადამე, „საეკლესიო დოგმატიკასა და ერესებში", ურყევ დოგმატურ დებულებადაა მოწოდებული, რომ გამდიდრებულობის შედეგად მაცხოვარში კაცობრივი ნება ყოვლადძლიერი გახდა, მას არანაირი უძლურება არ გააჩნია და შეუძლებელია, რომ ის ჰიპოსტასში გამოვლინდეს. ამავეს ამბობდა ბატონი ე. ჭელიძე 2004 წელს:
   „მაცხოვრის კაცობრივი ნება, კვლავ აღვნიშნავთ, ბუნებითად მარადის არაყოვლისშემძლე რჩება (ისევე როგორც მაცხოვრის კაცობრივი ბუნების უმეცრება, მონურობა, არაცხოველმყოფელობა), თუმცა მისი ეს არაყოვლისშემძლეობა მთლიანად იფარება (კი არ ისპობა ოდნავადაც, არამედ იფარება, აუმოქმედებელი, რეალურად გამოუვლენელი რჩება) საღვთო ბუნების და ღმერთ-ჰიპოსტასის ყოვლისშემძლეობით, რადგან საღვთო ბუნება ამ ღირსებითაც ისევე განამდიდრებს მაცხოვრის კაცობრივ ბუნებას, როგორც აგრეთვე ყოვლისმცოდნეობით, მეუფებრივობით, ცხოველმყოფელობით. ... მართლაც, როგორ წარმოვიდგინოთ, რომ მაცხოვარი, ერთი და იგივე პიროვნება, ყოვლისშემძლეც იყოს და უძლურიც? ესეც ხომ ორპიროვნულობამდე მიგვიყვანს!"21 
    ქრისტეს კაცობრივი ნების უძლურება კი, ბატონი ედიშერის მიხედვით, მხოლოდ აზრისმიერად, აბსტრაქციაში, კაცობრივი ბუნების თავისთავადი, არაჰიპოსტასოვანი სახით წარმოდგენაში დაინახება და არანაირად – რეალურად. მოვიტანთ ბატონი ედიშერის სიტყვებს: „(მაცხოვრის – გ. ბ.) კაცობრივი ნება, თუ მას განვაცალკევებთ ღმრთეებითი ნებისგან (ანუ თუ, როგორც ზემოთ ვმსჯელობდით, „ლიტონი აზრისმიერი გამმიჯვნელობით" ე. ი. ჩვენი აზრისმიერი წარმოსახვით, თეორიულად, მაცხოვრის კაცებას თავისი ბუნებითი ნებითურთ გავმიჯნავთ თვით მაცხოვრისგან22), ხსენებული ნება კვლავაც ოდენ უძლურებითი გამოჩნდება".23 
   წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: „ტვიროსისა და სიდონის მხარეებში მისულ უფალს „სახლში შესვლისას ნებავდა, რომ არავის ეცნო იგი და ვერ შეძლო მან დაფარვა" (მარკ. 7.24), და თუ, ამასთან, მისი საღვთო ნება ყოვლადძლიერია (ხოლო ნებავდა რა დაფარვა, ვერ შეძლო), ცხადია, რომ ადამიანურად მნებებელმა ვერ შეძლო ეს"24.
   სახარებისეულ ამ ეპიზოდს წმიდა იოანე დამასკელი სხვა ადგილას უფრო ნათლად განმარტავს: „ქრისტემ… ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა"25.
   როგორც ვხედავთ, წმიდა მამა ამბობს, რომ „ღმერთმა სიტყვამ გააცხადა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა". ნუთუ იმას, რაც აბსტრაქტულია, არაჰიპოსტასოვანია და არარეალურის მხოლოდ და მხოლოდ ცრუწარმოსახვაა, წმიდა იოანე დამასკელი გვაწვდის, როგორც „მაცხოვარში ჭეშმარიტად მყოფს"? სრულიად გაუგებარია ამგვარი რამ.
   ვფიქრობთ, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ზემოხსენებულ წიგნში მას შემდეგ, რაც წარმოდგენილია მსჯელობა მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლისშემძლეობის თაობაზე, ამ აზრის დასასაბუთებლად მოხმობილია წმიდა იოანე დამასკელის სიტყვები: „ისევე როგორც ცვალებადობისა და გარდაქმნის გარეშე ვაღიარებთ განკაცებას, ამგვარადვე ვიაზრებთ ხორცის განღმრთობასაც… უფლის ხორცი გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით სიტყვასთან მისი უანკარესი ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, არანაირად არ განუცდია რა მას დაცილება იმათგან, რაც ბუნებითად თვისობრივია მისთვის,… მსგავსადვე, ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა მის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება… ამასთან საცოდნელია, რომ ბუნებისა და ნების განღმრთობა ყოვლითურთ გამოაჩინებს და ყოვლად ცხადს ხდის ორ ბუნებას და ორ ნებას…"26 საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოხმობილ ციტატაში, სიტყვებს შორის: „ნება… ამასთან", დასმულია სამწერტილი. ამ სამწერტილის ადგილას კი თვით წმ. იოანე დამასკელის „გარდამოცემაში" ვკითხულობთ: „ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად."27 
   როგორც ვხედავთ, მოხმობილ ციტატაში წმ. იოანე დამასკელი გვეუბნება, რომ მაცხოვარში ჭეშმარიტად მყოფობდა „უძლურება ადამიანური ნებისა", რაც, ვფიქრობთ, ეწინააღმდეგება წიგნში განვითარებულ მსჯელობას მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლადძლიერების შესახებ. სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო ხომ არ ენაცვლება წმ. იოანე დამასკელის ზემომოხმობილ სიტყვებს სამწერტილი? პასუხი შეიძლება მრავალგვარი იყოს (ვფიქრობთ, მკითხველს გაახსენდება ბატონ ე. ჭელიძის პროფესორ სიდოროვის მიმართ ნათქვამი სიტყვები: „თუ … შეგნებულად არ მოიხსენია, რომ მისთვის სასურველ დასკვნას დაბრკოლება არ შექმნოდა, ასეთ შემთხვევაში საქმე გვქონია გამოკვეთილად ერეტიკულ ქმედებასთან")28
   მივუბრუნდეთ მოხმობილ სახარებისეულ ეპიზოდს. წმიდა ეფთვიმე მთაწმიდელი „წინამძღვარში" შემდეგნაირად მსჯელობს მასზე: 
   „აწ უკუე ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ საღმრთოჲ იგი ნებაჲ მისი ყოვლად ძლიერ არს და ყოველივე, რავდენიცა ენებოს ღმრთეებისა მისისა ნებასა, ძალ-უც და ვერარაჲ წინა-აღუდგების. ხოლო ესე, რომელ იტყჳს მახარებელი, თუ: არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად, ცხად არს, ვითარმედ კაცობრივ უნდა ესე და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად29, რამეთუ იყო მის თანა ნებაჲ ესე ბუნებითი კაცთაჲ".30
   „საეკლესიო დოგმატიკასა და ერესებში" მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლადძლიერების დასასაბუთებლად მოყვანილია წმ. იოანე დამასკელისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის შემდეგი ციტატები:
   წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „მთელი ქრისტეა უფალიც, ღმერთიც და ყოვლადძლიერიც. აქვს რა თავის თავში, აგრეთვე, ისიც, რაც ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისათვის განუყოფლად და შეურევნელად შეიმოსა – ხორცი ვნებადი და არაყოვლისშემძლე, ქმნილი, ხილული, გარეშეუწერელი, რომელსაც [ხორცს, ე. ჭ.] ჰქონდა ნება, ბუნებითად არაყოვლისშემძლე, მაგრამ ქრისტეში ყოვლისშემძლე"31.
   წმ. იოანე დამასკელი: „უფლის ხორცი სიტყვასთან შეერთების გამო გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით და სიტყვასთან თანაბარძალოვნებით და სხვა დანარჩენით, რაც კი ღვთისმშვენია, – ისე, რომ არანაირად არ განუცდია მას განდგომა თავისი ბუნების მოქმედებათაგან"32;
   „მისი ადამიანური ნებელობა დროში იწყებოდა, ამასთან, დაითმენდა იგი ბუნებისეულ, უყვედრელ განცდებს და ბუნებითად ყოვლისშემძლე არ იყო, თუმცა კი იყო ყოვლისშემძლეც, როგორც ჭეშმარიტად და ბუნებითად ღმერთი-სიტყვის [კუთვნილებად] ქმნილი"33.
   ისმის კითხვა, როგორ იყო ქრისტეს ადამიანური ნებელობა არაყოვლისშემძლე („აქვს თავის თავში… ხორცი ვნებადი და არაყოვლისშმეძლე,… ჰქონდა ნება ბუნებითად არაყოვლისშემძლე; „არანაირად არ განუცდია მას განდგომა თავისი ბუნების მოქმედებათაგან"; „ბუნებითად ყოვლისშემძლე არ იყო") და იმავდროულად ყოვლისშემძლეც („ჰქონდა ნება,… ქრისტეში ყოვლისშემძლე"; „უფლის ხორცი… გამდიდრდა სიტყვასთან თანაბარძალოვნებით"; „თუმცა კი იყო ყოვლისშემძლეც")? ამაზე პასუხს ისევ „გარდამოცემაში" ვპოულობთ: „ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა იგი სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად".34
   ვფიქრობთ, ზუსტად ის მაგალითი აქვს წარმოდგენილი წმ. იოანე დამასკელს, როდესაც უძლურებაც და ყოვლადძლიერებაც მაცხოვრის კაცობრივ ნებას მიემართება. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს, როგორ „იმოქმედა მან კეთროვნის განწმენდა", რადგან სწორედ ამ შემთხვევაში წარმოჩნდება მაცხოვრის კაცობრივი ნება, როგორც ყოვლადძლიერი.
   ამის პასუხად „წინამძღუარში" ვკითხულობთ: „უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ: ძალი იგი სასწაულთაჲ საქმე იყო ღმრთეებისა მისისაჲ, ხოლო შეხებაჲ ჴელისაჲ და თქუმაჲ, თუ „მნებავს, განწმდი!", კაცებისა მისისა საქმე იყო. რამეთუ განტეხაჲ იგი პურთაჲ და სიტყუაჲ კეთროვნისა მის მიმართ კაცებისა საქმე იყო, ხოლო განმრავლებაჲ იგი პურთა მათ და განწმედაჲ კეთროვნისაჲ ღმრთეებისა საქმე იყო. რამეთუ ორივე იგი საქმე, საღმრთოჲ და კაცობრივი, ერთსა მას ქრისტეს თანა ერთსა გუამსა შინა მისსა აღესრულებოდეს";35 
   „ხოლო ჩუენ, რომელნი სიტყჳსაებრ ჭეშმარიტებისა და სწავლისაებრ წმიდათა მოციქულთა და მამათაჲსა ორთა ბუნებათა და ორთა არსებათა ქრისტესთა აღვიარებთ – ღმრთეებისა და კაცებისა, ეგრეთვე ორთა ნებათა და ორთა საქმეთა თანა-გუაც აღსაარებად და ქადაგებად. რამეთუ ღმრთეებითა სწორ არს და თანაარს მამისა და საქმითაცა სწორ არს და თანაარს მისა, ხოლო კაცებითა თანაარს ჩუენდა იქმნა და საქმითაცა მსგავს იქმნა კაცთა. იტყჳს უკუე წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი, ვითარმედ: რომელთა საქმე ერთ არს, მათი ძალიცა ერთ არს, რამეთუ ყოველი საქმე ძალისა სრულებაჲ არს. შეუძლებელ არს უკუე დაუბადებელისა მის და დაბადებულისა ერთ ბუნება და ერთ ძალ და ერთ საქმე ყოფად";36
   „ქრისტეს თანა იყო ღმრთეებისა მისისა საღმრთოჲ იგი და ყოვლად ძლიერი საქმე და კაცებისა მისისაჲ – მსგავსი ჩუენისა ბუნებისაჲ. რამეთუ რომელ-იგი უპყრა ჴელი ყრმასა მას მომკუდარსა და აღზიდნა, კაცებისა საქმე იყო, ხოლო განცოცხლებაჲ მკუდრისაჲ საქმე იყო საღმრთოჲ. რამეთუ სხუაჲ არს ესე და სხუაჲ არს იგი, დაღაცათუ განუყოფელ არიან ურთიერთას, რამეთუ ერთისა მის ქრისტესნი არიან ორნივე საქმენი"37;
   „ვითარ უკუე ეგების ქრისტესთჳს ერთისა საქმისა თქუმაჲ, რომლისა მიერ საღმრთონიცა აღესრულებოდეს წესნი და კაცობრივნი? რამეთუ არარაჲ არს, რომელიმცა ბუნებითსა წესსა თჳსსა ზედა ეგო და წინააღმდგომსაცა თჳსისა ბუნებისასა აღასრულებდა, ვითარ-იგი ცეცხლისაგან არა ეგების, თუმცა გრილმცა იყო და მჴურვალე. არცა წყლისაგან შესაძლებელ არს, თუმცა ჴმელიმცა იყო და ნოტიაჲ. არამედ ცეცხლისაჲ არს სიმჴურვალე და სიჴმელე და წყლისაჲ არს სიგრილე და ნოტიობა";38
   „ვითარცა იტყჳს ნეტარი კჳრილე, ვითარმედ: არცა ლაზარე მკუდრეთით კაცობრივმან ბუნებამან აღადგინა, არცა ცრემლოოდა ღმრთეებისა ჴელმწიფებაჲ. რამეთუ თჳსებაჲ არს კაცებისაჲ, ხოლო ცხოველყოფაჲ მკუდართაჲ – საღმრთოჲსა ძლიერებისაჲ. გარნა ორთავე, ორივე ზიარ არს ერთობისა მისთჳს გუამოვნებისა, რამეთუ ერთ არს ქრისტე და ერთ არს პირი მისი და გუამი, არამედ ჰქონან ორნი ბუნებანი – ღმრთეებისა და კაცებისანი.
   ღმრთეებისაგან აღესრულებოდეს დიდებულებანი და ზიარ იქმნებოდა კაცებაჲცა შეერთებისა მისთჳს გუამოვნებისა. ხოლო ჴორცთა საქმე იყო ყოველივე კაცობრივისა ბუნებისა წესი უცთომელი, არამედ არა განყოფილებით საღმრთოჲსა მისგან თჳსებისა, რამეთუ ერთ არს იგი თავადი ღმერთი და კაცი და მისნი არიან საღმრთონიცა საქმენი და მისნი არიან კაცობრივნიცა. რამეთუ სასწაულთა ღმრთეებაჲ აღასრულებდა, გარნა არა თჳნიერ ჴორცთაჲსა".39 
   როგორც ვხედავთ, ყოვლადძლიერება მაცხოვრის საკუთრივ კაცებას არ ეკუთვნის, როგორც ამას „წინამძღუარი" გვასწავლის: 
   1. „შეუძლებელ არს უკუე დაუბადებელისა მის და დაბადებულისა ერთ ბუნება და ერთ ძალ და ერთ საქმე ყოფად";
   2. „რომელ-იგი უპყრა ჴელი ყრმასა მას მომკუდარსა და აღზიდნა, კაცებისა საქმე იყო, ხოლო განცოცხლებაჲ მკუდრისაჲ საქმე იყო საღმრთოჲ";
   3. „არცა ლაზარე მკუდრეთით კაცობრივმან ბუნებამან აღადგინა";
   4. „ჴორცთა საქმე იყო ყოველივე კაცობრივისა ბუნებისა წესი უცთომელი", არამედ  „დიდებულებანი ღმრთეებისგან აღესრულებოდეს".
   მაგრამ რადგან 
   1. „ზიარ იქმნებოდა კაცებაჲცა შეერთებისა მისთჳს გუამოვნებისა";
  2. რადგან დიდებულებათა აღმასრულებელთან ერთობაში იყო კაცებაც, რომელიც თავისი მოქმედებებით (თავისი ბუნების საზღვრებში) იყო თანამონაწილე, თანაზიარი „დიდებულებათა";
   3. რადგან „საერთოა ორივე მათგანი ორივესათვის, ნაცვალბოძების გვარ-წესის კვალობაზე, ნაწილთა (=ბუნებათა) ურთიერთდამტევნელობისა და ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, ვინაიდან თითოეული ხატება მეორესთან თანაზიარებაში მოქმედებს იმას, რაც მას თვისობრივად აქვს";40
   4. რადგან „ადამიანისა ხდება საღვთონი ნაცვალბოძების გვარ-წესით"41, სწორედ ამ გაგებით არის ის ყოვლადძლიერი და არა იმგვარად, რომ საკუთრივ კაცობრივი ნება გახდა ყოვლადძლიერი. 
   განა ამგვარადვე არ გამდიდრდა უფლის ხორციც (=კაცება) საღმრთო მოქმედებებით?
   წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „უფლის ხორცი გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით სიტყვასთან მისი უანკარესი ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად".42 მაგრამ თუ, როგორც ბატონი ედიშერი ამბობს, დოგმატურ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ იმას, რომ გამდიდრების შედეგად გამდიდრებული ბუნება უკვე „ავლენს არა იმ მონაცემს, არა იმ მდგომარეობას, რაც მისთვის აქამდე იყო ნიშანდობლივი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რითაც გამდიდრდა"43, გამოდის, რომ მაცხოვრის კაცება უკვე ავლენს მხოლოდ და მხოლოდ საღმრთო მოქმედებებს (შეადარეთ დამასკელი: „უფლის ხორცი გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით სიტყვასთან მისი უანკარესი ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, არანაირად არ განუცდია რა მას დაცილება იმათგან, რაც ბუნებითად თვისობირივია მისთვის"44). იქნებ სწორედ ამ აზრის გამოძახილია „საეკლესიო დოგმატიკასა და ერესებში" ნათქვამი: „ხორცი [=კაცება] უფლისა აბსოლუტურად მიმღებია და მქონეა იმავე განმაღმრთობელი მოქმედებისა, რაც აქვს ღმრთეებას".45
   წმ. იოანე დამასკელი კი სხვაგვარად გვეუბნება: „უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს შორის თითოეული ბუნებაჲ მოქმედებდა თჳსთა თანაზიარებითა მეორისაჲთა. და არა ერთ იყვნეს ორნივე არცა ორთაგან ერთი იყო შესრულებული".46 
   მართლაც, თუ უფლის კაცება (საკუთრივ კაცება) გამდიდრების შედეგად უკვე საღმრთო მოქმედებებს აღასრულებს, მაშინ საიდანღა შევიცნოთ, რომ ეს ბუნება კაცობრივია? განა ბუნება მის მოქმედებათაგან არ შეიცნობა?! უფრო მეტიც, როგორც წმ. ანასტასი სინელი „წინამძღუარში" გვასწავლის, თვით სახელდებაც კი თითქმის ყველა ბუნებას თავის ბუნებისეულ მოქმედებათაგან აქვს:
   „აწ უკუე უკუეთუ ორნი სახელნი ქრისტეს არსებათანი, რომელ არიან ღმერთი და კაცი, ბუნებითთაგან მოქმედებათა მათთა მქონებელ არიან სახელთა, ვითარ არა ჰრცხუენოდის ვიეთმე, რომელნი უარ-ჰყოფენ ორთა მოქმედებათა მეტყუელებასა მისთჳს, რომელნიცა თჳნიერ სხჳსა ყოვლისავე წერილთა ანუ მამათამიერისა წამებისა თჳთ მათ ქრისტეს სახელთგან სირცხჳლეულ იქმნებიან ღმრთისაგან და კაცისა! რამეთუ ვითარცა პირველ მცირედისა ვთქუთ, კნინღა და ყოველსავე ბუნებასა არსებითისა მოქმედებისა მისისაგან აქუს თჳსი სახელისდებაჲ";47
   „უწყებაჲ სათანადო არს, ვითარმედ ორნივე სახელნი ქრისტესნი, ვიტყჳ უკუჱ ღმერთსა და კაცსა, მოქმედებითად იწოდებიან, თჳსთა მოქმედებათა მათთაგან ესრეთ სახელდებულნი ... ვინაჲცა უკუეთუ ორთავე სახელთა ქრისტეს ბუნებათასა თჳსთა მოქმედებათაგან ჰქონან სახელნი, განმაცჳბრებს მწვალებელთა სიბრმე, თუ ვითარ არსებითთა მოქმედებათა მისთა უარისმყოფელნი არცაღათუ შეირცხუენენ".48
   ამავეს გვასწავლის წმ. იოანე დამასკელი „გამოკრებანი წამებათანში", რომელიც წმ. არსენ იყალთოელმა „დოგმატიკონში" შეიტანა. ამ თხზულების მე-12 თავი შემდეგნაირადაა დასათაურებული: „ვითარმედ რომელთა არსებაჲ ერთ არს, მათი მოქმედებაჲცა უეჭუელად ერთ არს, და რომელნი სწორ არიან მოქმედებით, ესენი უეჭუელად იგივე არიან არსებით, და ვითარმედ, არა არს სხუაობაჲ არსებისაჲ სადა იგივეობაჲ იცნობებოდის მოქმედებისაჲ, რამეთუ შეცვალებასა თანა არსებათასა შეცვალებაჲ ჯერ-არს მოქმედებისაჲცა და წინაუკმო…"49 
   როგორც ვხედავთ, მოხმობილი თავის სათაურშივე განჩინებულია, რომ რომლებიც თანასწორნი არიან მოქმედებით, უეჭველად იგივე უნდა იყვნენ ბუნებითაც და სადაც მოქმედებათა თანასწორობაა, იქ ბუნებათა სხვაობა ვერანაირად ვერ იქნება.
   აღნიშნულ თავში („გამოკრებანი წამებათანის" მე-12 თავი) წმ. იოანე დამასკელი იმოწმებს წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვებს:
   „მასვე და ერთისა მოქმედებისა მქონებელთა და მათვე ბუნებითთა ძალთა მჴუმეველთათჳს, მისვე და ერთისა არსებისაგანობაჲ საჭირო არს. რამეთუ არარაჲ არსთაგანი სხუანათესავისა და სხუაარსებისათა მათვე უქცეველად შეიმოსს ძალთა და მოქმედებათა, არამედ იჴუმევს მხოლოდ თჳსთა ოდენ თჳთებათა, ერთგზის მხუდართა ბუნებისადა. რამეთუ რომელთაჲ არსების შინაჲ ზოგადობაჲ ერთ იყოს, ამათი შემდგომობისაებრ წესისა ყოვლითურთ იხილვების ურთიერთასი მსგავსებაჲ";50
   შემდგომ მოტანილია აგრეთვე წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვები:
   რომელთა მოქმედებაჲ ერთ არს, მათი ძალიცა უეჭუელად იგივე, რამეთუ ყოველი მოქმედებაჲ ძალისა არს შესრულება. აწ უკუე უკუეთუ მოქმედებაჲ და ძალი ერთ არიან, ვითარ შესაძლებელ არს სხუაობასა ბუნებისასა მოგონებაჲ, რომელთა შორის არცა ერთსა ვჰპოებთ განყოფილებასა ძალისა და მოქმედებისასა?"51 
   ვფიქრობთ, არ არის არანაირი საჭიროება, რომ „გამოკრებანი წამებათანის" აღნიშნული მე-12 თავი სრულად წარმოვადგინოთ, რადგან ზემომოყვანილი ციტატები ნათელ სურათს იძლევა ჩვენთვის განსახილველ საკითხზე.
   ვნახოთ, აგრეთვე, მეექვსე მსოფლიო კრებაზე წარმოდგენილი წმიდა მამათა გამონათქვამები:
   წმ. ლეონ რომის პაპი:
   «Как Бог не изменяется, оказывая милосердие, так и человек не поглощается величием божественного достоинства, потому что каждое из двух естеств в соединении с другим действует так, как ему свойственно: Слово делает свойственное Слову, а плоть исполняет свойственное плоти. Одно из них сияет чудесами, другое подлежит страданию. И как Слово не отпало от равенства в славе с Отцом, так и плоть не утратила естества нашего рода. Потому что один и тот же есть и истинно Сын Божий и истинно Сын человеческий»;52
   «Итак, хотя в одном Господе Иисусе Христе, истинном Сыне Божием и (сыне) человеческом, Слово и плоть составляют одно лицо, которое нераздельно и неразлучно имеет общие действия: однако ж должно уразумевать качества самых действий и созерцанием чистой веры усматривать, к чему нужно относить уничижение плоти и к чему высоту божества». И немного далее: «и наконец если бы Господь не имел могущества Слова, то Он не исповедал бы, что Он равен Отцу, а если бы Он не имел истинного тела, то Он не сказал бы, что Отец больше Его. Поэтому вселенская вера принимает то и другое, а также то и другое защищает. Она, согласно исповеданию блаженного апостола Петра, верует, что един Христос – Сын Бога живого – и человек и Слово. Итак, хотя с того времени, когда Слово во чреве Девы соделалось плотию, не было никакого разделения между тем и другим образом, и в течении всего возрастания телесного во всякое время совершались действия одного лица, однако ж все то, что совершалось нераздельно, мы никоим образом не смешиваем, но по свойству дел узнаем, что которому принадлежит образу».53
   წმ. გრიგოლ ნოსელი:
   «Свойства божества и плоти в созерцании остаются неслитными до тех пор, пока каждое из них рассматривается само по себе; так мы говорим: Слово прежде век было, плоть же сотворена в последние дни: но никто не мог бы сказать наоборот, что или плоть предвечна, или Слово соделано в последние дни. Естество плоти страдательное, Слово же деятельное, и ни плоть не имеет всесозидающей силы, ни божество страдательности. Слово в начале было у Бога (Иоанн. 1, 1), а смерть испытал человек; и ни человеческое от века, ни божественное смертно. И все прочее таким же образом умосозерцается: не человеческое естество животворит Лазаря, и не бесстрастная власть плачет о лежащем во гробе; но слезы свойственны человеку, жизнь же свойственна истинной жизни; не человеческая нищета насыщает тысячи, и не всемогущая власть бежит к смоковнице. Кто утруждается от путешествия, и кто без труда составил целый мир словом? Что есть сияние славы (Евр. 1, 3), и что пронзается гвоздями? Какой зрак при страдании заушается, и какой от вечности прославляется? И без объяснения ясно, что удары относятся к рабу, в котором Господь, а почести к Господу, при котором раб; но чрез соединение и сродство то и другое делается общим, так что Владыка приемлет на Себя рабские раны, и раб прославляется Владычнею честью».54
   კრების მამები მიმართავენ ერთ-ერთ მწვალებელს და იმოწმებენ წმ. ათანასე დიდს:
   «Но ты не скажешь, что Афанасий великий лжет. Как же ты, будучи последователем этого святого, говорящего, что два хотения, впоследствии скажешь сам себе, что рассекают Еммануила говорящие, что два естества в одной ипостаси? Итак, ясно, что где два хотения, из которых одно бодро и мужественно, а другое немощно, там в одном находятся различные естества. Никто не отважится говорить или представлять в своем воображении, чтобы одно и тоже естество и в одно и тоже время было бодрым и мужественным, а также было и называлось немощным. Невозможно, чтобы одно и-то же естество имело и приобретало (качества) противоположные. Итак (дело) сводится к тому, что один и тот же не по (одному и) тому же естеству бодр и мужествен, а также и немощен, но в силу одного (естества) в нем обнаруживается свойство мужества, а в силу другого – изобличается свойственное немощи. Так что посредством всего (вышеизложенного) и из того, что показал святой отец, ясно, что Господь Христос имеет два естества, в которых Он существует и познается».55
   დავიმოწმებთ აგრეთვე წმიდა იოანე დამასკელს:
   „ვის აღმოუჩენია ისეთი მოქმედება, ბუნებითი ძალის მოძრაობა რომ არ იყოს იგი? ნეტარი კირილეს თანახმად, არავინ გონიერთაგანი არ დაუშვებს, „ღვთისა და შენაქმნის ერთ ბუნებისეულ მოქმედებას", რადგან არც ადამიანური ბუნება აცოცხლებს ლაზარეს, არც საღვთო უფლებრივობა ღვრის ცრემლს, არის რა ცრემლი თვისება ადამიანობისა, სიცოცხლე კი – ჰიპოსტასური სიცოცხლისა. მაგრამ მაინც თითოეული მათგანისთვის ორივე საზიაროა ჰიპოსტასის იგივეობის გამო, ისევე როგორც ხორცის სიმდაბლენი საზიარო იყო ორივესათვის, რადგან ერთიდაიგივეა ის, ვინც ესეც არის და ისიც";56 
   „Христос, будучи одной ипостасью, но имея две природы, Божества и воплощения, по Божеству Своему чудотворил, а по человечеству Своему страдал, и ни Божество Его страдало, ни тело животворило57, но единый Христос, одна ипостась, одно лицо, творил одно как Бог, и претерпевал другое как человек".58 
   ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ცხადია, რომ „გამდიდრება"59 არანაირად არ ნიშნავს მაცხოვარში კაცობრივი ნების უძლურების „განქარვებას", (რადგან დაიცვა „შეერთებამ შეერთებულნი სწორედ იმგვარნი, რაგვარნიც შეერთდნენ, ვამბობ კი არა მხოლოდ ქრისტეს ღვთიურობას, არამედ – კაცებასაც"60), არამედ იმას, რომ „საერთოა ორივე მათგანი ორივესათვის, ნაცვალბოძების გვარ-წესის კვალობაზე, ნაწილთა (=ბუნებათა) ურთიერთდამტევნელობისა და ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, ვინაიდან თითოეული ხატება მეორესთან თანაზიარებაში მოქმედებს იმას, რაც მას თვისობრივად აქვს".61 
   მითითებულ წიგნში მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლადძლიერების დასასაბუთებლად აგრეთვე დამოწმებულია წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის შემდეგი სიტყვები: „მისი ნებელობა ასევე არ არის საწინააღმდეგო ღვთისა, ვინაიდან მთლიანად განღმრთობილია"62. „მთლიანი განღმრთობილობა" კი, ამ წიგნის მიხედვით, ნიშნავს იმას, რომ მაცხოვრის კაცობრივი ნება ამ განღმრთობილობის შედეგად უკვე ყოვლადძლიერია და მას არანაირი უძლურება არ გააჩნია. მაცხოვრის საღმრთო და ადამიანური ნებანი ყოვლადძლიერება-უძლურებით კი არა სხვაობენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ერთი საღმრთოა, „განმაღმრთობელია", მეორე კი – ადამიანური, „განღმრთობილი".
   მაგრამ თუ მაცხოვრის კაცობრივ ნებელობას არ ჰქონდა ამ ნებელობის უმთავრესი თვისება – შეზღუდულობა, უძლურება, მაშინ რაღა კაცობრივი უნდა ეწოდოს მას?! განა ბუნება თვისებებში არ განიჭვრიტება?! ბუნებითი თვისების გარეშე ხომ ბუნება არ არსებობს?!
   თუ მაცხოვრის ადამიანური და საღვთო ნებანი უძლურება-ყოვლადძლიერებით აღარ სხვაობენ, მაშინ როგორ გავიგოთ წმიდა იოანე დამასკელის შემდეგი ციტატები:
   „და კუალად აქუნდა უკუე კაცობრივი ნებებაჲ, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ შესრულსა სახიდ ენება დაფარვაჲ და ვერ უძლო. ყოვალდძლიერ სადმე არს საღმრთოჲ ნებაჲ და არა უძლურ, ხოლო უძლურ – კაცობრივი. კაცობრივითა უკუე ნებითა ინება რაჟამს საღმრთომან ნებამან მისმან სათნო-იყო და მისცა ადგილი კაცობრივსა ბუნებასა მისსა ჴმარებად თჳსთა - ნებებასა, ვიტყჳ, და ვერ შეძლებასა"63 (საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წმ. არსენ იყალთოელი, იმ გვერდზე, სადაც ამაზე მსჯელობს სახელგანთქმულ „დოგმატიკონში", სვეტებს შორის წერს: „იხილე, სამეცნიეროჲ ფრიად"  დეკ. გ. ბ).
   ვნახოთ რუსული თარგმანიც:
   „И опять-таки: имел Он человеческое воление, согласно евангелисту Марку, потому что, войдя в дом, хотел утаиться, но не мог (Мк. 7:24). Следовательно, всемогуще Божественное воление, а не бессильно, бессильно же человеческое. Посему Он хотел человеческим волением, тогда как Божественное воление соблаговолило и дало возможность человеческой Его природе воспользоваться собственно ей принадлежащим, то есть захотеть и не смочь".64
   „უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ზედა, ვინაჲთგან ორნი ბუნებანი, ორნი არიან ბუნებითნიცა ნებებანი, რაჲთა იყოს ღმერთი სრული და კაცი სრული, არარაჲთ ნაკლულევანი თჳთებათაგან ღმრთეებისათა, არცა კაცებისათა, და ორნი ნებანი და თითოსახენი ნებანი თითოსახეობისაებრ ბუნებათაჲსა, საღმრთოჲ და ყოვლადძლიერი, არამედ უძლურიცა და ვნებული, რამეთუ ვნებულ და უძლურ არს კაცობრივი ნებაჲ".65
   რუსული თარგმანი:
   „Во Христе Господе нашем два природных действия, поскольку две природы, чтобы быть Ему совершенным Богом и совершенным Человеком, и два хотения и различные хотения в соответствии с естественным различием природ, Божественное и человеческое, всесильное и бесстрастное по Божественной природе и немощное и страстное по человеческой".66 
   იგივე წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „Если он принял помощь от ангелов (ибо сказано: и вот ангел укреплял Его (ср. Лк. 22:43), как и положено человеческой природе), – разве Он не воспринял волю? Ведь сказано, что ангелам Своим заповедает о тебе, и на руках понесут тебя (Пс. 90:11-12)".67 
   თუ მაცხოვრის კაცობრივ ნებელობაში „ყოვლითურთ განქარვებულია" უძლურება, გაუგებარია, როგორ განაძლიერებდა მას შესაძლებლობებში შეზღუდული ანგელოზი? ან როგორ გვეუბნება დამასკელი მოძღვარი, რომ „უფლის სული თავდაპირველად გამოიცადა ბუნებისეულ უძლურებაში, გრძნობადად განიცადა რა მან ბუნებითი თანალმობა სხეულისადმი მასთან გაყრისას, შემდეგ კი გაძლიერდა იგი საღვთო ნებით და გაუმხნევდა სიკვდილს"?68 
   თუ მაცხოვრის ადამიანურ და საღვთო ნებათა შორის თვისობრივი სხვაობა აღარაა, როგორ უნდა გავიგოთ წმიდა იოანე დამასკელის შემდეგი სხვა ციტატები:
   „უკუეთუ კაცობრივი არა მიიღო ნებაჲ, ყოველთა, რაოდენთა მნებებელ იქმნა ქრისტე, საღმრთოჲთა ნებითა მნებებელ იქმნა. და, ვითარ, შესრული სახიდ და მნებებელი დაფარვისაჲ ვერ შემძლებელ იქმნა დაფარვად. აწ უკუე არა ყოვლისა შემძლებელ არსა საღმრთოჲ ნებაჲ, არამედ შეუძლებელ? დასცხერ უკუე, ჰოჲ, კაცო, ამათისა წარრევისაგან".69 
   რუსული თარგმანი:
   „Если Он не воспринял человеческое воление, то все, чего хотел Христос, Он хотел Божественной волею. А как же войдя в дом, и хотев утаиться, не смог (Мк. 7:24)? Стало быть, Божия воля не всемогуща, но немощна. Перестань, человече, болтать этот вздор".70 
   „ვინაჲცა საჭიროდ უჴმს მათ, რომელნი ორთა იტყჳან ბუნებათა მისთა, ორთა თქუმაჲ ბუნებითთაცა ნებათა მისთაჲ, რომელ არიან მნებებელობითნი ძალნი. რამეთუ აქუს ვითარცა ბუნებით ღმერთსა ნებაჲ საღმრთოჲ ყოვლადძლიერი და ვითარცა ბუნებით კაც ქმნილსა კაცობრივი ნებაჲ, რომლითა ინება დაფარვაჲ შესრულმან სახიდ და ვერ უძლო, რამეთუ არარაჲ, ვითარ ვჰგონებ, შეუძლებელობაჲ წარაწერონ საღმრთოსა ბუნებასა".71
   რუსული თარგმანი:
   „Все святые отцы говорили как о двух природах у Господа нашего Иисуса Христа, так и в двойственном числе обо всех природных свойствах – ведь не может природа существовать вне составляющих ее свойств. Таким образом, по необходимости следует, чтобы те, кто говорит о двух Его природах, признавали и две воли, то есть две волевые способности, – ведь как Бог по природе Он имел всемогущее Божественное воление, а-как ставший по природе человеком имел человеческое воление, которым хотел утаиться, войдя в дом, и не смог. Ведь, я думаю, они не припишут бессилие Божественному волению".72 
   „Потому у Господа нашего Иисуса Христа два природных воления, поскольку и две природы, чтобы Ему быть и Богом совершенным, и совершенным Человеком, не лишенным ни одного из свойств ни Божеских, ни человеческих; и два хотения и различное хотение согласно различию природ, Божественное и всемогущее (ибо Божественная воля всемогуща) и не всемогущее, но слабое и страстное (ибо человеческая воля страстна и слаба), и одно и другое природное желаемое. Ибо желания человечества не желательны также и для Божества – ведь человеческая природа естественно желает и стремится к пище, и питию, и сну и к тому подобному, но Божество к этому не стремится".73 
   „Ибо Он повиновался Богу не в отношении Божественной Своей воли – ведь Божественная воля не может ни повиноваться, ни ослушаться. «Ибо это свойственно подданным», – как говорит Григорий Богослов, и образу раба, воспринятому от нас. Повиновался же Он естественным образом по человеческой Своей воле – ибо повиновение есть свободное и ненасильственное подчинение воли другой воле. Итак, Он желал и желает как Бог Божеское, и желал и желает человеческое как Человек, не из-за противоречия выбора, но вследствие особенности природ".74 
   „Нет во святых волевой способности Бога, потому что нет и природы, – ибо чье воление едино, едина и природа, – но хотения Божии, то есть заповеди Его, суть во святых."75
   „Христос имеет как две природы, так и два природных воления, и два природных действия, чтобы быть Ему Богом совершенным и Человеком совершенным – ведь не совершенный Бог тот, кто не имеет все свойства Божества, и не совершенный человек тот, кто не имеет совершенную человеческую природу и все естественные свойства человечества".76 
   წმიდა იოანე დამასკელი გვმოძღვრავს: „როგორც ხორცი განიღმრთო და არ განუცდია მას საკუთარი ბუნების ცვლილება, ამგვარადვე ნებაცა და მოქმედებაც განიღმრთო, არ გადასულან რა ისინი საკუთარ საზღვრებს".77
   როგორც ვხედავთ, სრულიად ცალსახაა, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვრის ადამიანურ ნებასა და მოქმედებას შენარჩუნებული აქვს საკუთარი საზღვრები, რაც, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ ეს საზღვრები არსებობს, არ დარღვეულა. შესაბამისად, ისიც ცხადია, რომ აღნიშნული ნება და მოქმედება უსაზღვრო არ შეიძლება იყოს. ბატონი ედიშერის მიხედვით კი, რადგან უსაზღვროა ქრისტეს ნებისა და მოქმედების ძალა, ცხადია, რომ ეს ნება და მოქმედება უსაზღვრო გამოდის.
   ბოლოს კი ბუნებაში თვისებათა უცვალებლობის შესახებ მსჯელობას დავასრულებთ წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: „Ведь ничему из сущего не свойственно творить противоположное, оставаясь в рамках своей природы. Ибо огонь не греет и охлаждает, и лед не охлаждает и согревает, и земля не сушит и увлажняет, и вода не увлажняет и сушит. Посему, если ни у чего из сущего такового не усматривается, то как вы не побоялись сказать, что Слово, воплощенное и сущностно ставшее человеком, одним действием совершает и чудеса, и страсти, которые отличаются друг от друга определением природы?"78 
   ამჯერად კი მაცხოვრის კაცობრივი ნებელობის შესახებ მსჯელობა გავაგრძელოთ ე. წ. „მარტივი აზრისმიერი გამიჯვნის" ჭრილში:
   „საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების" ავტორი გვეუბნება: „წმინდა ეკლესიის სწავლება „მარტივი აზრისმიერი გამიჯვნის" შესახებ, რაც, ამავე <<სინოდიკონის>> მიხედვით, დოგმატურად ეხება მხოლოდ და მხოლოდ უმეცრებასა და მონურობას, არანაირად არ შეიძლება განივრცოს უფრო მეტად"79;
„უნათლესია, რომ „მარტივი აზრისმიერი გამმიჯვნელობა" ითქმის მხოლოდ და მხოლოდ უმეცრებასა და მონურობაზე!"80;
   „რატომ გვეძლევა ამგვარი განწესება მხოლოდ უმეცრებასა და მონურობასთან დაკავშირებით"81
   „მარტივი აზრისმიერი გამმიჯვნელობა" არანაირად არ შეიძლება იყოს წარმომჩენი ქრისტეს ხორცის (=კაცების) „რაიმე ბუნებისეული თვისებისა"82
   უფრო მეტიც, ბატონი ედიშერი გვარწმუნებს, რომ „მარტივი აზრისმიერი გამმიჯვნელობის" განვრცობა მაცხოვრის კაცების ბუნებისეულ თვისებებზე, „ესაა მონოფიზიტობა (უკეთ, ნეომონოფიზიტობა)  აღმსარებლობა იმისა, რომ მაცხოვართან შეერთებულობაში აღარ დაინახება კაცობრივი ბუნების ბუნებითი თვისებების რეალურობა და რომ მათი არსებობის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მაცხოვრისგან წარმოდგენითად (ფიქრისმიერად) გამოცალკევებულ კაცებაში. კონსტანტინე ბულგარელის ერესის არსიც საკუთრივ ამაში მდგომარეობდა, ვინაიდან ხსენებული პიროვნება… უშვებდა იმ დამღუპველ ცთომილებას, რომ ხსენებულ უმეცრებასა და მონურობას რაობითად სრულიად უიგივებდა კაცობრივი ბუნების იმ ნიშნეულობებს, რომლებიც <<ბუნებისეულ თვისებებად>> იწოდება (შექმნილობა, დასაბამიერება, გარეშეწერილობა, მოკვდავობა, ხრწნადობა, ვნებითობა)";83 
   „ამრიგად, კონსტანტინე ბულგარელი საუკუნოდ წარწყმიდა იმან, რომ წმინდა მოძღვართა მიერ მხოლოდ და მხოლოდ უმეცრებასა და მონურობაზე თქმული მან დაუფიქრებლად განაზოგადა და განავრცო კაცობრივი ბუნების ყველა ბუნებისეულ ნიშნეულობაზე";84
   „ამრიგად, კონსტანტინე ბულგარელის საანათემო დანაშაული, ერთი შეხედვით, არაფრიდან ჩანს, ვინაიდან მან მხოლოდ განავრცო კაცობრივი ბუნების სხვა მახასიათებლებზე ის, რაც საკუთრივ უმეცრებასა და მონურობაზე იყო ნათქვამი წმინდა მოძღვართა მიერ.
   მაშ, რა მოხდა, რატომ შეურაცხა ყოვლადუცთომელმა საეკლესიო მსჯავრმა ხსენებულ კონსტანტინეს დამღუპველ დანაშაულად ის, რაც თითქოსდა ასეთად არ ჩანდა? სად დაუშვა მან კატასტროფული შეცდომა?...
   კონსტანტინე ბულგარელის დამღუპველი შეცდომა იყო უმეცრებისა და მონურობის ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო რაობის ვერშეცნობა და ამ ორი მახასიათებლის რაობითი გაიგივება სხვა ბუნებისეულ მახასიათებლებთან";85
   „ხსენებულმა ერეტიკოსმა (კონსტანტინე ბულგარელმა) რეალურობას მოკლებულად გამოაცხადა (მაცხოვარში კაცების ბუნებითი თვისებები – გ. ბ.), მიიჩნია რა, რომ ღმრთეებასთან შეერთებულობაში მაცხოვრის კაცება თავის ბუნებისეულ თვისებებს უკვე აღარ ინარჩუნებს…";86
   „წმინდა მოძღვართა მიერ მხოლოდ უმეცრებასა და მონურობაზე განჩინებული დებულება მაცხოვრისეული ღმრთეებისა და კაცების „მარტივი აზრისმიერი გამიჯვნის" შესახებ კონსტანტინე ბულგარელმა განავრცო მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ყველა ბუნებისეულ თვისებაზე…";87
   „ამრიგად, <<მართლმადიდებლობის სინოდიკონის>> მიერ კონსტანტინე ბულგარელის ცრუმოძღვრების დამხობა მაუწყებელია იმისა, რომ წმინდა ეკლესიის სწავლება „მარტივი აზრისმიერი გამიჯვნის" შესახებ, რაც, ამავე <<სინოდიკონის>> მიხედვით, დოგმატურად ეხება მხოლოდ და მხოლოდ უმეცრებასა და მონურობას, არანაირად არ შეიძლება განივრცოს უფრო მეტად".88
   ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამავე წიგნში, როცა წარმოდგენილია მსჯელობა მაცხოვრის კაცობრივი ნების ყოვლადძლიერებაზე, ვკითხულობთ: „ხსენებული კაცობრივი ნება, თუ მას განვაცალკევებთ ღმრთეებითი ნებისგან (ანუ თუ, როგორც ზემოთ ვმსჯელობდით, „ლიტონი აზრისმიერი გამმიჯვნელობით", ე. ი. ჩვენი აზრისმიერი წარმოსახვით, თეორიულად, მაცხოვრის კაცებას თავისი ბუნებითი ნებითურთ გავმიჯნავთ თვით მაცხოვრისგან), ხსენებული ნება კვლავაც ოდენ უძლურებითი გამოჩნდება"89 (შეადარეთ ბატონ ე. ჭელიძის წინა ციტატები: „მარტივი აზრისმიერი გამიჯვნა" „დოგმატურად ეხება მხოლოდ და მხოლოდ უმეცრებასა და მონურობას, არანაირად არ შეიძლება განივრცოს უფრო მეტად"; „ესაა მონოფიზიტობა (უკეთ, ნეომონოფიზიტობა)  აღმსარებლობა იმისა, რომ მაცხოვართან შეერთებულობაში აღარ დაინახება კაცობრივი ბუნების ბუნებითი თვისებების რეალურობა და რომ მათი არსებობის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მაცხოვრისგან წარმოდგენითად (ფიქრისმიერად) გამოცალკევებულ კაცებაში. კონსტანტინე ბულგარელის ერესის არსიც საკუთრივ ამაში მდგომარეობდა… და ა. შ." (იხ. ზემოთ სხვა ციტატებთან ერთად - გ. ბ.).
   ჩვენი შეხედულებით, „საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების" ავტორის სიტყვები აშკარად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან ის, როგორც ვნახეთ, რამდენჯერმე ამტკიცებს, რომ ე. წ. „მარტივი აზრისმიერი გამმიჯვნელობა" „ითქმის მხოლოდ და მხოლოდ უმეცრებასა და მონურობაზე" და ის არანაირად არ შეიძლება გავრცელდეს მაცხოვრის ბუნებისეულ თვისებებზე, ასეთი გავრცობა, ავტორის თქმით, ნეომონოფიზიტობაა. თუმცა, როგორც ვნახეთ, ბატონი ედიშერი თვითონვე მიმართავს „მარტივ აზრისმიერ გამმიჯვნელობას" მაცხოვრის კაცობრივ და საღმრთო ნებელობებზე მსჯელობისას (იხ. ზემოთ). ვფიქრობთ, ამ წინააღმდეგობების დაძლევა მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ნებელობა არ არის ბუნებითი თვისება.
   ხოლო არის თუ არა ნებელობა ბუნებითი თვისება, ამის შესახებ წმიდა იოანე დამასკელი გვასწავლის:
„არსებითი არს და ბუნებითი, რომელი იყოს რაჲ, ყოფითა აცხოვნებდეს და არა ყოფითა განხრწნიდეს საზღუარსა ბუნებისასა. ნუსადმე ცხოველი უნებელი არს კაცი? არა სადა. რამეთუ არა ოდეს ქმნილ არს კაცი თჳნიერ ნებისა. ამისთჳს ბუნებითი სადმე არს ნებაჲ".90
   „Сущностно и природно то, что, присутствуя, сохраняет, а отсутствуя, разрушает определение природы. Значит, человек будет существо безвольное? Никак. Ибо не бывало никогда человека, лишенного хотения. Следовательно, воление природно. Если голод, и жажда, и влечение ко сну, будучи неразумными стремлениями, природны, то разве не природно разумное и свободное стремление ума?".91
   „Природное свойство есть такое, которое составляет природу, без которого не может сохраниться та природа, которой оно принадлежит, как у человека жизнь, разум, воление, чувствование, хождение, дыхание, действование, смертность и тому подобное".92 
   ვფიქრობთ, არავისთვის საკამათო არ არის, რომ ნებელობა ბუნებითი, არსობრივი თვისებაა, ამიტომაც არ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მამათა ციტატების მოყვანას.
   ამრიგად, რადგან ნებელობა ბუნებითი თვისებაა, ხოლო თუ, თვით ბატონი ედიშერის სიტყვებითვე ვიტყვით, „თვისობრივი მახასიათებელი, თუ იგი ბუნებითია (ე.ი. თუ ბუნებისეულ თვისებასთან გვაქვს საქმე), შეუძრავია და ეს თვისება იგივეობრივად ანუ უცვალებელად აქვს ბუნებას მარადჟამს"93, ცხადია, მაცხოვრის კაცობრივი ნებაც შეუძრავი და უცვალებელი იქნება, ხოლო თუ მისი კაცობრივი ნება შეუძრავი და უცვალებელია, უეჭველია, რომ ეს ნება (კაცობრივი) შესაძლებლობებში უთუოდ შეზღუდული იქნება, როგორც ამას წმიდა იოანე დამასკელი გვასწავლის:
   „У Господа нашего Иисуса Христа два природных воления, поскольку и две природы, чтобы Ему быть и Богом совершенным, и совершенным Человеком, не лишенным ни одного из свойств ни Божеских, ни человеческих; и два хотения и различное хотение согласно различию природ, Божественное и всемогущее (ибо Божественная воля всемогуща) и не всемогущее, но слабое и страстное (ибо человеческая воля страстна и слаба)"94;
   „Во Христе Господе нашем два природных действия, поскольку две природы, чтобы быть Ему совершенным Богом и совершенным Человеком, и два хотения и различные хотения в соответствии с естественным различием природ, Божественное и человеческое, всесильное бесстрастное по Божественной природе и немощное и страстное по человеческой".95
   საკითხის სრული სიცხადისათვის გავიხსენოთ, აგრეთვე, მეექვსე მსოფლიო კრების დოგმატი:
   „ორ ბუნებრივ ნებას ან სურვილს მასში და ორ ბუნებრივ ქმედებას განუშორებლად, განუყოფლად, შეურწყმელად ჩვენი წმიდა მამების მოძღვრების თანახმად ასევე ვქადაგებთ: ორი ბუნებრივი ნება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, დაე, ნურც იქნება, როგორც უკეთური ერეტიკოსები ამბობენ, მაგრამ მისი ადამიანური ნება მიჰყვება და არ ეწინააღმდეგება და არ ებრძვის, არამედ ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას"96.
   ცხადზე უცხადესია, რომ თუ მაცხოვრის კაცობრივი ნება ყოვლადძლიერი გახდა, მაშინ ის შეუძლებელია სხვას ექვემდებარებოდეს და ემორჩილებოდეს, რადგან ქვეშევრდომთა თვისებაა ეს (მორჩილება), როგორც ამბობს წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი („უფალი მორჩილი გახდა მამისა არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ადამიანი, „რადგან იგი როგორც ღმერთი, არც მორჩილია და არც ურჩი, ქვეშევრდომთა თვისებაა რა ეს", როგორც უთქვამს ღვთისმესიტყვე გრიგოლს (30-ე სიტყვა)").97  
   ბატონი ედიშერის სწავლების მიხედვით კი გამოდის, რომ ერთი ყოვლადძლიერი ნება (კაცობრივი) ექვემდებარება და ემორჩილება მეორე ყოვლადძლიერ ნებას (საღმრთოს). დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდია.
   საბოლოოდ, მაცხოვრის საკუთრივ კაცობრივი ნების უძლურებაზე მსჯელობას დავასრულებთ წმ. იოანე ოქროპირის მრავლისმეტყველი სიტყვებით:
   „… ვინაჲცა, რაჟამს იტყჳს: „უკუეთუ შესაძლებელ არს, წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე"; და „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარ – შენ", არა რას სხუასა გამოაჩინებს, არამედ ვითარმედ ჭეშმარიტებით შეუმოსიან ჴორცნი მოშიშნი სიკუდილისანი, და ჯმნაჲ და ურვაჲ ესე მათი არს, და ოდესმე მარტოთა დაუტევებს მათ და შიშუელთა თჳსისა მოქმედებისაგან, რაჲთა ჩუენებითა უძლურებისა მათისაჲთა სარწმუნო იქმნეს ბუნებაჲ მათი. ხოლო ოდესმე დაჰფარავს მათ, რაჲთა ისწავო ვითარმედ მაღალი კაცი იყო".98 


გამოყენებული ლიტერატურა

   დოგმატიკონი, I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი", ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ. რაფავამ და დ. შენგელიამ, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ და დ. შენგელიამ, თბილისი, 2015.
   ე. ჭელიძე, „მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში", დოგმატურ-საღვთისმეტყველო სერია № 5, გამომცემლობა „საეკლესიო სიწმინდენი", თბილისი, 2004.
   ე. ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016.
საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1987, დიდი სჯულისკანონი, საქართველოს საპატრიარქო, 1987 წ, თბილისი.
   წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის)", ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი, 2007.
   წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", ორი ძველი ქართული თარგმანი (წმ. ეფრემ მცირისა და წმ. არსენ იყალთოელისა) გამოსაცემად მოამზადეს რომან მიმინოშვილმა და მაია რაფავამ, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო მ. რაფავამ, ძეგლი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ. თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბილისი. 2000.
   წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", ძეგლი ბერძნულიდან თარგმნა, ორიგინალი და ინგლისურ-რუსული თარგმანები დაურთო, წინათქმა წაუმძღვარა და სქოლიოებით აღჭურვა ედიშერ ჭელიძემ, თბილისის სასულიერო აკადემია, თბილისი, 2019.
   ხელნაწერი S 1463, დოგმატიკონი, თარგმანი არსენ იყალთოელისა.
   Деяния Вселенских Соборов, Изданыя Въ Русскомъ Переводе при Казанской Духовной Академии, Том Шестый, Издание третье, Казань, 1908.
   Преподобный Иоанн Дамаскин. Слово о вере против несториан https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Damaskin/slovo-o-vere-protiv-nestorian/
   Преподобный Иоанн Дамаскин. О свойствах двух природ во Едином Христе Господе нашем, а попутно и о двух волях и-действиях и одной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioan n_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/
   Преподобный Максим Исповедник. Диспут с Пирром. https://azbyka. ru/otechnik/Maksim_Ispovednik/disput_s_Pirrom/



[1] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 351.

[2] იქვე. გვ. 359.

[3] იქვე. გვ. 360.

[4] იქვე. გვ. 361.

[5] იქვე. გვ. 522.

[6] იქვე. გვ. 705.

[7] იქვე. გვ. 705.

[8] იქვე. გვ. 715.

[9] იქვე. გვ. 1249.

[10] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 1452.

[11] იქვე. გვ. 785-786.

[12] იქვე. გვ. 691.

[13] იქვე. გვ. 703.

[14] იქვე. გვ. 633.

[15] იქვე. გვ. 634.

[16] იქვე. გვ. 635.

[17] იქვე. გვ. 637.

[18] იქვე. გვ. 1368.

[19] იქვე. გვ. 1376.

[20] იქვე. გვ. 1377-1378.

[21] . ჭელიძე, „მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში", დოგმატურ-საღვთისმეტყველო სერია № 5, გამომცემლობასაეკლესიო სიწმინდენი", თბილისი, 2004, გვ. 66.

[22]საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების" ავტორის აღქმით, „ლიტონი აზრისმიერი გამმიჯვნელობა" ნიშნავს მაცხოვრისგან კაცების გამოცალკევებას გონებით, აზრობრივად, საღმრთო ჰიპოსტასისგან დამოუკიდებლად, რაც, ფაქტობრივად, ნესტორიანელობის გონებით წარმოსახვაა. ასეთი კაცება კი, ცხადია, მაცხოვრისეული, ჰიპოსტასოვანი კაცება არანაირად არ იქნება. ვფიქრობთ, ცხადია, რომ ასეთი წარმოსახვა არარეალურის, არარსებულის მხოლოდ და მხოლოდ ცრუ წარმოდგენაა. ცრუ წარმოდგენებზე აგებულიღმრთისმეტყველება" კი, ვფიქრობთ, სრულიად მიუღებელია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მოძღვრებისათვის. ის, რომ ამგვარად წარმოსახულნი მართლაც ცრუ და არაჰიპოსტასოვანია, ამას ადასტურებსმართლმადიდებლობის სინოდიკონიც": „რომლებიც იმასვე რჯულმდებლობენ არაგვამოვანთა (არაჰიპოსტასოვანთა - . .) და ცრუთა შესახებ…" (. . „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები". გვ. 1400). ამ . . „ლიტონი აზრისმიერი გამიჯვნის" შესახებ მსჯელობას შემდგომ შემოგთავაზებთ.

[23] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 633.

[24] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 399.

[25] იქვე. გვ. 410.

[26] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 1368-1369.

[27] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 409-410.

[28] ჩვენ ასეთი . . კლება-მატება რამდენიმე ადგილას შევნიშნეთ აღნიშნულ წიგნში. ეს რომ ერთადერთი იყოს, შემთხვევითობას მივაწერდით და ამას არც მივაქცევდით ყურადღებას. აღნიშნულ კლება-მატების ფაქტებს ჩვენ შემდგომში გამოვაქვეყნებთ.

[29] როგორც ჩანს, ბატონმა ედიშერმა, 2004 და 2016 წლებისგან განსხვავებით, 2019 წლისთვის რაღაც დონეზე აზრი შეიცვალა, რადგან ის „გარდამოცემის" 2019 წლის თარგმანის ერთ-ერთ სქოლიოში ამბობს: „მაცხოვრის კაცობრივი ნება თავისთავად, ცხადია, ჩვენებრ უძლურებითია (და საჭიროების შემთხვევაში იგი, საღვთო ნების დაშვებით, იგი ავლენს კიდეც ამას)" („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", ძეგლი ბერძნულიდან თარგმნა, ორიგინალი და ინგლისურ-რუსული თარგმანები დაურთო, წინათქმა წაუმძღვარა და სქოლიოებით აღჭურვა ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 2019). როგორც ვხედავთ, დიამეტრულად განსხვავებულ აზრს ვხვდებით 2019 წელს გამოცემულ „გარდამოცემაზე" დართულ სქოლიოში. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბატონი ედიშერი 2004 წელს ამბობდა (ცხადია, ამავეს გვასწავლის იგი „საეკლესიო დოგმატიკასა და ერესებში"): „მისი ეს არაყოვლისშემძლეობა მთლიანად იფარება (კი არ ისპობა ოდნავადაც, არამედ იფარება, აუმოქმედებელი, რეალურად გამოუვლენელი რჩება)". როგორც ვხედავთ, თუ 2004-სა და 2016 წლებში ბატონი ედიშერი გვარწმუნებდა, რომ ქრისტეში კაცობრივი უძლურება „რეალურად გამოუვლენელი რჩება", რომ „ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბუნება თავის ჰიპოსტასში უკვე ავლენს არა იმ მონაცემს, არა იმ მდგომარეობას, რაც მისთვის აქამდე იყო ნიშანდობლივი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რითაც გამდიდრდა, რაც შეიძინა", 2019 წელს ის უკვე ამბობს, რომ საღმრთო ნების დაშვებით, საჭიროების შემთხვევაში, ის „ავლენს კიდეც მას" (უძლურებას – დეკ. გ.ბ.), თუმცა, საერთო ჯამში, როგორც ჩანს, ბატონი ედიშერი მაინც წინარე აზრზე რჩება.

[30] წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი. „წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის)". გამომცემლობა არტანუჯი. თბილისი 2007. გვ. 218.

[31] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 634.

[32] იქვე. გვ. 642.

[33] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 412.

[34] იქვე. გვ. 409-410.

[35] წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, „წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის)", გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი 2007, გვ. 220-221.

[36] იქვე. გვ. 221-222.

[37] იქვე. გვ. 222.

[38] იქვე. გვ. 221.

[39] იქვე. გვ. 223-224.

[40] წმ. იოანე დამასკელი. „იაკობიტთა წინააღმდეგ". ე. ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 506-507.

[41] წმ. იოანე დამასკელი. „უფლის ფერისცვალების შესახებ. ე. ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 512.

[42] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 409.

[43] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 785–786.

[44] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 409.

[45] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 1460.

[46] წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 138 v.

[47] წმ. ანასტასი სინელი, „წინამძღუარი", დოგმატიკონი, I, თბილისი, 2015, გვ. 99.

[48] იქვე. გვ. 115.

[49] სამწუხაროდ შემდეგი სიტყვები ცუდად იკითხება, ამიტომაც ვერ მოგვაქვს სრული სათაური ზუსტად, თუმცა ზემომოხმობილი სიტყვების შემდეგ საუბარია იმაზე, რომ აპოლინარი ერთ ბუნებას და, შესაბამისად, ერთ მოქმედებას იტყოდაო.

[50] S 1463, დოგმატიკონი, „გამოკრებანი წამებათანი", 152 v.

[51] S 1463, დოგმატიკონი, „გამოკრებანი წამებათანი", 153 r.

[52] Деяния Вселенских Соборов, Изданыя Въ Русскомъ Переводе при-Казанской Духовной Академии, Том Шестый, Издание третье, Казань, 1908. Стр. 121-122.

[53] იქვე. გვ. 122.

[54] იქვე. გვ. 123.

[55] იქვე. გვ. 128.

[56] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 405.

[57] მკითხველს შევახსენებთ, რომ წმ. იოანე დამასკელიგარდამოცემაში" ამბობს: „ჴორცნი უფლისანი,… ცხოველსმყოფელ იქმნნეს გუამოვნებითისა ერთობისათჳს სიტყჳსა მიმართ და ვერ ძალ-გჳც თქუმად, ვითარმედ არა იყვნეს და არიან მარადის ცხოველსმყოფელ" (იხ. მითითებული გამოცემა. გვ. 212. ჩვენ ამ შემთხვევაში შეგნებულად არ ვუთითებთ ბატონ ედიშერისეულ ახალქართულ თარგმანს, რადგან ამ თარგმანშიჴორცის" ნაცვლად გვაქვსსული", რაც, ალბათ უნებლიე შეცდომაა.), მაგრამ, ცხადია, რომ დამასკელის ეს სიტყვები არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან უფლის კაცება ცხოველსმყოფელია ღმერთ-სიტყვისადმი კუთვნილების, მასთან ერთობაში ყოფნით გამდიდრებულობის გამო, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საკუთრივ კაცება გახდა ცხოველსმყოფელი, რადგან ცხოველსმყოფელი ხორცი როგორღა მოკვდებოდა ჯვარზე?!

[58] Преподобный Иоанн Дамаскин. Слово о вере против несториан https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/slovo-o-vere-protiv-nestorian/

[59] გამდიდრების შესახებ მსჯელობას უფრო ვრცლად შემდგომ შემოგთავაზებთ.

[60] წმ. იოანე დამასკელი. „იაკობიტთა წინააღმდეგ". . ჭელიძე, „საეკ­ლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 602.

[61] წმ. იოანე დამასკელი. „იაკობიტთა წინააღმდეგ". . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 506-507.

[62] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 619.

[63] წმ. იოანე დამასკელი, „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა, გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა", თარგმანი არსენ იყალთოელისა, დოგმატიკონი, S 1463, 137v.

[64] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[65] წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 134r.

[66] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[67] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[68] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 411

[69] წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 135v.

[70] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[71] წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 137 v.

[72] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[73] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[74] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[75] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[76] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[77] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 403.

[78] Преподобный Максим Исповедник. Диспут сПирром. https://azbyka. ru/otechnik/Maksim_Ispovednik/disput_s_Pirrom/

[79] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 1423.

[80] იქვე. გვ. 1425.

[81] იქვე. გვ. 1414.

[82] იქვე. გვ. 1426.

[83] იქვე. გვ. 1411.

[84] იქვე. გვ. 1411.

[85] იქვე. გვ. 1415.

[86] იქვე. გვ. 1423.

[87] იქვე. გვ. 1423.

[88] იქვე. გვ. 1423.

[89] იქვე. გვ. 633.

[90] წმ. იოანე დამასკელი. „ქრისტეს შორის ორთა ნებათათჳს და მოქმედებათა და სხუათა ბუნებითთა თჳთებათა გარნა შემოკლებული და ორთა ბუნებათათჳს და ერთისა გუამისა". თარგმანი არსენ იყალთოელისა. S 1463. დოგმატიკონი. 135r.

[91] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[92] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[93] . ჭელიძე, „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", I, თბილისი, 2016, გვ. 1428.

[94] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и-действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[95] Преподобный Иоанн Дамаскин. Освойствах двух природ воЕдином Христе Господе нашем, апопутно и одвух волях и действиях иодной ипостаси. https://azbyka. ru/otechnik/Ioann_Damaskin/o-svojstvah-dvuh-prirod-vo-edinom-hriste-gospode-nashem-a-poputno-i-o-dvuh-voljah-i-dejstvijah-i-odnoj-ipostasi/

[96] დიდი სჯულისკანონი, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1987, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 1987 , გვ. 125.

[97] წმ. იოანე დამასკელი. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თბილისი 2000 . გვ. 399.

[98] S 1463. დოგმატიკონი. 160 v.

 

 

 

ავტორი: დეკანოზი გიორგი ბერიშვილი 

 




უკან დაბრუნება