მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვესაუბროთ სექტანტებს

ვესაუბროთ სექტანტებს


22-05-2016, 12:52
ვესაუბროთ სექტანტებს
 
   უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩვენს ქვეყა-ნაში გაჩნდა მრავალი სახელწოდების ორგანიზაცია, რომელიც გვპირდება გარანტირებულ კეთილმოწყობილ ცხოვრებას აქ, დედამიწაზე და „ბინის ორდერს" იქ, ზეცაში. ამასთანავე, თავის ყოველ დაპირებას წმინდა წერილის ტექსტიდან ადასტურებს, რის შედეგადაც დაპირება აბსოლუტურად დამაჯერებლად ჟღერს.
   მაგრამ, როგორც ცნობილია, უდაბნოში მყოფი იესო ქრისტეს ცდუ-ნებას ეშმაკი სწორედ წმინდა წერილის მეშვეობით ცდილობდა. ადამიანის „ნორმალური" ფსიქიკა იმგვარია, რომ მას ესმის ის, რაც სურს, რომ გაიგოს. „რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურობასა არა თავს-იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდნენ მოძღუართა ქავილითა ყურთაითა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ" (2 ტიმ. 3-4).
   რაღაც არ ისმის წმინდა წერილის ეს ტექსტი გადამთიელ მქადა-გებელთაგან. ისინი მოხერხებულად იყენებენ საზოგადოების უცოდ-ინრობას და ის მუხლები მოჰყავთ წმინდა წერილიდან, რომლებიც ხელს აძლევს მათ, ხოლო დუმან მაშინ, როდესაც საპირისპირო ხდება. მაგალითად, მათგან ვერ მოისმენ, რომ ბიბლია მხოლოდ ღვთის რჩეულთა მიერ უნდა იყოს განმარტებული.
   „ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინასწარმეტყველებაი წიგნისაი თვისისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების რამეთუ არა ნებითა კაცთაითა მო-სადმე-იწია წინასწრმეტყველებაი, არამედ წვევისა სულისა წმიდისაითა, იტყოდეს, იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი" (2 პეტ. 1.20-21). ახლადგამოჩეკილი „მქადაგებლები" არა მხოლოდ განმარტავენ წმიდა წერილს თავისი ნებისამებრ, არამედ „წინასწრმეტყველებენ" კიდეც. ჩვენ გვესმის მათგან „არა უწყითა რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამ-კვიდრებულ არს თქუენ შორის?" (1 კორ. 3.16). განა არ არის მართალი? მართალია. მაგრამ იმისთვის, რომ გახდე ტაძარი სულისა წმიდისა, განათავისუფლე სახლი შენი მტერთაგან, ვნებათაგან. „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი" (მათ. 10,36). აქ, წმიდა მამათა განმარტებით საუბარია ვნებებზე - ჩვენს მტრებზე.
  წმინდანობა გვინდა და სამოთხე გვსურს, მაგრამ მოთმინება და შრომა არ გვსურს. ჩვენ ხომ ახლავე გვინდა კარგი და ბედნიერი ცხოვრება! ხოლო რადგან არსებობს „მოთხოვნილება", გაჩნდა წინა-დადებაც.
   წმინდანობაც, ცხონებაც, სიყვარულიც შეგიძლია მოიპოვო ნებისმი-ერი ახალი თაობის „ეკლესიებში". რასაკვირველია, იქ დაავიწყდებათ იმის თქმა, რომ „ძველი თაობა" (წმინდა მამები) სულ სხვაგვარად ასწავლიან: „... შიშითა და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ" (ფილ. 2.12)
   სიყვარული მათი განსაკუთრებულად საყვარელი თემაა. „ღმერთი სიყვარულ არს" - იმეორებენ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს (1 იოან. 4.8). მართალია, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ღვთის სიყვარულს, დიდი სულიერი ძალისხმევა გვესაჭიროება. ისინი კი გვეუბნებიან: „სიყვარული - სულიწმიდის საჩუქარია. ე.ი მადლია, რომელიც უშრომელად მოგვეცემა, რომელ შრომაზეა საუბარი?"
   მოდით, წავიკითხოთ პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპი-სტოლეს ტექსტი: „ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხა-რული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნო-ება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება." როგორც ვხედავთ, სიყვარული უმაღლესი სათნოებაა. სიყვარულისკენ აღმავალი ყველაზე დაბალი საფეხურიც - მოთმინება - საკუთარ თავთან განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად მიიღწევა. ბევრს შეუძლია თქმა, რომ ამ საფეხურზე დგას? ხოლო საფეხურები ხომ ხედავ კიდევ რამდენია. უერთიერთამბორი და ბედნიერი ამერიკული ღიმილი - მოჩვენებითია, როგორც მათი სარწმუნოება, რომელიც საქმის გარეშე მკვდარია.
   წმინდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: „განა არ გესმით ქრისტესი: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (იოან. 16.33). რატომ ეძებ სიამოვნებას, როდესაც მან ასე ბრძანა? განა არ გსმენია: „.... სტიროდით და ჰგოდებდით თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის." (იოან. 16.20)
   მაშ ასე, უგუნური ადამიანი სამართლიანად უნდა ცდუნებულიყო მაცხოვრის სიტყვის საპირისპირო რომ ხდებოდეს, ხოლო თუ ყველაფერი ისე ხდება, როგორც წმინდა წერილში წერია, რატომღა ცდუნდები?
   ვიყოთ ფხიზლად და ყურადღებით. თაგვიც კი, ხაფანგში რომ გაე-ბმება, არ ჭამს ყველს, რომელმაც იქ შეიტყუა: „ყოველივე გამოიცა-დეთ", - ამბობს ღვთაებრივი პავლე (1 თეს. 5.21).
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება