მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვის შემცველი ვაქცინები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ცოდვის შემცველი ვაქცინები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


4-02-2021, 17:56

ცოდვის შემცველი ვაქცინები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა Covid-19-ის, იგივე Sars.cov-2-ის ვირუსმა მილიონობით ადამიანი დაასნეულა და მრავალი იმსხვერპლა. ბუნებრივია, ბევრი ქვეყანა შეუდგა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. საზოგადოებაში კი გაჩნდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით: ზოგს სურს, საჭიროდ მიიჩნევს მას, ზოგიც - სიფრთხილით ეკიდება, რადგან არ არის დარწმუნებული შედეგიანობაში. მრავალთა წინაშე აღიმართა დილემა - გაიკეთონ თუ არა ვაქცინა?

   დაეჭვების საფუძველს მრავალი იძლევა. ძირითადად ადამიანს ვაქცინის (ვაქცინების) შემადგენლობა აინტერესებს: რამდენად სანდოა პრეპარატი ჯანმრთელობისთვის? რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს მას და ა.შ. უმთავრეს ყურადღებას ადამიანები ვაქცინების ანატომიურ მხარეს აქცევენ.

   ზოგადად ცნობილია, რომ აცრას, ვაქცინას იმუნური სისტემის გაძლიერების მიზნით იყენებენ. ადამიანის ორგანიზმში მკვდარი (ცხოველური: ძროხის, მაიმუნის და ა.შ.) პათოგენების შეშვების გზით გამომუშავდება ანტისხეულები, რაც სპობს პათოგენურ (ვირუსულ) ფაქტორებს. ამავე დროს, ორგანიზმი იძენს მეხსიერებას ამ პათოლოგენის შესახებ და, თუ განმეორებით დაავადების საფრთხე შეიქმნება, იმუნური სისტემა კვლავ შეუდგება პათოგენის განადგურებას.

   როგორც გითხარით, თავდაპირველად ვაქცინის წარმოებისთვის ცხოველის პათოგენს იყენებდნენ. სხვადასხვა ენაზე მას მსგავსი ჟღერადობა გააჩნია: vaccination (ინგლ.), vaccine (ფრანგ.), вакцина (რუს.), ვინაიდან მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან „vacca”, ე.ი. ძროხისაგან წარმოქმნილი.

   ჩვენ არ ვართ არც ექიმები, არც ეპიდემიოლოგები ან ფარმაცევტები. ვაქცინების კვლევა არ არის ჩვენი კომპეტენციის სფერო, მაგრამ კანონზომიერია და, ვფიქრობთ, აუცილებელიც, რომ ჩვენი სამრევლოდან ვთქვათ სათქმელი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო.

   1. ქრისტიანული საზოგადოება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში, მისი დამზადების, წარმოებისა თუ ტესტირების პერიოდში, გამოყენებულ იქნა ადამიანური ემბრიონი*, ე.ი. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოყენებულია ადამიანის უჯრედული ხაზი. ძირითადად საუბარია HEK 293 უჯრედულ ხაზზე, რომელშიც გამოყვანილ იქნა ჯანმრთელი ქალის ემბრიონის თირკმელი. ეს ემბრიონი „ლიკვიდირებულ იქნა კანონიერი გზით". ე.ი. აბორტირებული ჰოლანდიური კანონმდებლობის თანახმად, 1973 წ., ალექს ვან დერ აბას (Alex van der Eb) ლაბორატორიაში, ქ. ლეიდენში, ნიდერლანდები1. გარდა ამ უჯრედული ხაზისა, ცნობილია ადამიანის ემბრიონის გამოყენების სხვა უჯრედული ხაზებიც (Wi-38, MRC-5, PEP.C6). ე.ი. ზოგიერთი მწარმოებლები, „მეცნიერულ უპირატესობას" ანიჭებენ ვაქცინაში აბორტალური საშუალებით შექმნილი უჯრედული ხაზის გამოყენებას. ასე მოიქცნენ, სახელდობრ, ისეთი განთქმული ფარმაცევტული კომპანიები, როგორებიცაა მოდერნა (Moderna) და ფრაიზერი (Pfizer/BoiNTech). მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებში, ლაბორატორიული კვლევის სტადიაზე (Confirmatory lad Tests) გამოყენებულია ადამიანის ემბრიონული უჯრედული ხაზი HEK 293. ხოლო ასტრა-ზენეკას (Astra/Zeneka) (Oxford) კომპანია, რომელიც თანამშრომლობდა კომპანია „სპუტნიკთან" (СПУТНИК 5) და კომპანია ჯონსენთან (Jonnsen), აღნიშნულ უჯრედულ ხაზს - HEK 293 - წარმოების სამივე ფაზაში ( 1) დიზაინი და დამუშავება, 2) წარმოება, 3) დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევა) იყენებდა2. (იხ. დანართი ცხრილი).

   2. ზემოთქმულიდან გამომდინარე გვიჩნდება შემდეგი კითხვები: 1) დღემდე როგორ შენარჩუნდა ადამიანის ემბრიონული უჯრედული ხაზი ვაქცინაში? 2) ხომ არ არსებობს რაიმე ალტერნატიული ვაქცინა, რომელშიც არ გამოიყენება აღნიშნული უჯრედული ჯგუფი? და ბოლოს 3) არის კი საერთოდ ვაქცინა ეპიდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება?

   1. ჩვენი ოპონენტები, საზოგადოების „დამშვიდების" მიზნით შემდეგ თეზას ავითარებენ: ვაქცინების შექმნის, წარმოებისა თუ ტესტირების პროცესში არ გამოიყენება ადამიანის ცოცხალი ემბრიონი. ეს აზრი სამედიცინო ენაზე ასეთნაირად განიმარტება: ადამიანის უჯრედი გარკვეული გაყოფის (მაგ. 50-ჯერ გაყოფის) შემდეგ კარგავს კავშირს საწყის მასალასთან. უჯრედი, რომელიც განიცდის გაყოფას (მიტოზს), მისი ტელოფაზა ქრომოსომის ყოველ დაბოლოებაზე მოკლდება. როგორც კი ტელოფაზა კრიტიკულ ზომამდე დადის, უჯრედის დაყოფა წყდება (ჩერდება). ამ მოვლენას „ხეიფლიკის ზღვარი"(„Предел Хейфлика") ეწოდება3. ე.ი. ადამიანის უჯრედი, ვთქვათ ორმოცდაათი გაყოფის შემდეგ, კარგავს კავშირს საწყის მასალასთან, ანუ მათი აზრით, ადამიანის ემბრიონი, რომელშიც არის ცოცხალი ადამიანის სული, კვდება და არანაირი კავშირი უჯრედების დაყოფის შემდეგ საწყის ემბრიონთან არ გააჩნია. აქედან შემდეგი მორალი იკვეთება: მართლმადიდებლებს, თურმე, არ ეკრძალება მსგავსი შემადგენლობის ვაქცინის გაკეთება, ვინაიდან:

   1) ის (ემბრიონი) უკვე მკვდარია,

   2) მეტიც - ის სულაც არ არის ადამიანის ემბრიონი, იმიტომ რომ დაყოფათა შედეგად დაკარგა კავშირი საწყის მასალასთან (ანუ ემბრიონთან).

   პაპისტურმა სამყარომ, როგორც ჩანს, გაითავისა შემოთავაზებული თეზა. ლათინო-პაპიზმი ხომ 1869 წლამდე ხელმძღვანელობდა თომა აქვინელის სწავლებით, რომლის თანახმადაც ადამიანს სული მეოთხე თვიდან ეძლევა. მხოლოდ მერე და მერე აღიარეს რომში, რომ ემბრიონი განაყოფიერებისთანავე სულიერი, ცოცხალი არსებაა. მაგრამ თომა აქვინელის სწავლებამ, როგორც ჩანს, მაინც იჩინა თავი ვაქცინის ავკარგიანობის შეფასებისას. შედეგად პაპმა სარწმუნოებრივი ხედვა კონგრეგაციის დადგენილებით განაჩინა:

   „... თუკი არ გაგვაჩნია ისეთი ვაქცინა, რომელსაც ეთიკური თვალსაზრისით შეიძლება ეწოდოს უვნებელი, ხოლო მოქალაქეებს არ რჩებათ არჩევანი, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენება, რომელშიც აბორტალური ემბრიონის უჯრედის ხაზი შემუშავების და წარმოების ფაზაში არის გამოყენებული, მორალურად დასაშვებია... თუკი ვირუსის გავრცელების საშიშროება არსებობს, ამ შემთხვევაში ვაქცინაცია აბორტის ცოდვაში თანამონაწილეობად არ მიიჩნევა".4

   ამრიგად, კათოლიკური ეკლესიის კონგრეგაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ:

   1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოხმარებისთვის დაშვებული ზოგიერთი ვაქცინა წარმოებისა ან ტესტირების პერიოდში იყენებს აბორტის შედეგად მოკვდინებული ემბრიონის უჯრედულ ჯგუფს.

   2) ცდილობს ნაწილობრივ გაექცეს შეკითხვას და დაარწმუნოს თავისი მოქალაქეები, რომ აბორტთან მარტოოდენ ისტორიული კავშირი არსებობს, ხოლო ვაქცინის მიმღები მოქალაქე აბორტის თანამონაწილედ არ ითვლება.

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს დროს, თუ როდის მოხდა ემბრიონის მოკვდინება. პრობლემურია ის, რომ აბორტირებული უჯრედის ხაზი ვაქცინაში ტესტირებისა თუ წარმოების პროცესშია გამოყენებული.

   მართალია, „ფრაიზერისა" და „მოდერნას" ვაქცინა არ მოითხოვს უჯრედების კულტურათა გამოყენებას წარმოების პროცესში, მაგრამ ლაბორატორიული ტესტირების პროცესში ემბრიონული უჯრედების გამოყენება ნუთუ არ არის ეთიკური, მორალური და რელიგიური პრობლემა ქრისტიანისთვის, მართლმადიდებელი ხალხისთვის?!

   ჩვენს ქვეყანაში ხომ სწორედ ამ კომპანიების ვაქცინები შემოაქვთ და თან სრულიად უსაფრთხოდ წარმოგვიჩენენ მათ.

   3. ვაქცინის ალტერნატიულ ვარიანტზე საუბარი ჩვენს რეალობაში მეტად რთული საკითხია. სამწუხარო და დამამძიმებელი გარემოება ვაქცინებში გამოყენებული კონკრეტული ემბრიონული უჯრედული ხაზი გახლავთ. არსებობს უამრავი სხვა რისკფაქტორი, მაგალითად: რომ არ არის დნმ-ზე ზემოქმედების საფრთხე? რას გამოიწვევს ვაქცინებში ტექნოლოგიების გამოყენება? ჯეროვნად არის თუ არა ვაქცინა დროში გამოცდილი და ა.შ. თითოეული საკითხი საფუძვლიან ანალიზსა და კვლევას საჭიროებს.

   ამჯერად კი მხოლოდ იმას ვიკვლევთ, ხომ არ არსებობს ემბრიონული უჯრედის გარეშე წარმოებული რაიმე სამკურნალო საშუალება. ამ ნიშნით საინტერესოა ჩინური ფარმაცევტული კომპანია სინოფარმის (Sinopharm) მიერ წარმოებული ვაქცინა ვერო (vero), რომელიც ამჟამად გამოცდის მესამე ფაზას გადის. მისდამი ჩვენი ინტერესი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ის განსხვავებული მეთოდითაა შექმნილი, კერძოდ ინაქტივირებული (მოკვდინებული) კორონავირუსის საფუძველზე (როგორც თავად ამბობენ).5

   ვირუსის ინაქტივაცია ერთ-ერთი უძველესი და საიმედო მეთოდია ვაქცინის შექმნის პროცესში. აღნიშნული ტექნოლოგიით იქნა შემუშავებული დიფტერიის, B ჰეპატიტისა და სხვა დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინები. აღნიშნული ვაქცინის შეძენას აანონსებს უკრაინა, სერბეთი და სხვა ქვეყნები. ასევე საუბარია ჩინურ ვაქცინებში ცხოველური პათოგენების გამოყენებაზე (BBiBR-Corv, Pico Vacc).

  4. დასკვნის სახით ვიტყვით:

   ვაქცინების მწარმოებელთა უმეტესობა სხვადასხვა სტადიაზე იყენებს ადამიანის ემბრიონულ უჯრედულ ხაზს, რაც ქრისტიანული ეთიკისა და მორალის თვალსაზრისით უმძიმესი ცოდვაა და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

   სწორედ ემბრიონული უჯრედული ხაზის შემცველი ვაქცინების შემოტანაა დაანონსებული საქართველოში (ფრაიზერი - ლაბორატორიული კვლევის დროს იყენებდა ამ უჯრედულ ხაზს, ხოლო ასტრა-ზენეკა წარმოების პროცესშიც).

   არ ვიცით, რამდენად რეალურია ალტერნატიული ვაქცინის შემოტანის ვარიანტი. ვერსიის დონეზე (ისიც ბოლომდე გასარკვევია, რა გვერდითი მოვლენები ექნება და ა.შ.) ჩინური ვაქცინა ვერო (vero) არსებობს. ამბობენ, საფრანგეთი და ა.შ.შ.-ც მსგავსი შედგენილობის (ანუ ემბრიონული ჯგუფის გარეშე) ვაქცინებს აწარმოებენო.

   ვფიქრობთ, საქართველოში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ბიოეთიკური კვლევითი ჯგუფი სხვადასხვა (სამედიცინო, სახელისუფლებო, საეკლესიო, სამეცნიერო...) სფეროს წარმომადგენელთაგან. მთელი საზოგადოება, მედია უნდა ჩაერთოს საკითხის ჯანსაღ გადაწყვეტაში, რადგან ჩვენ წინ არა მარტო ახლანდელი, არამედ მომავალი თაობებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ღმერთი შეგვეწიოს!

 

 

 

 

 

       ცოდვის შემცველი ვაქცინები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

ცოდვის შემცველი ვაქცინები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 


 

  

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

* ქრისტიანული სწავლების თანახმად, ემბრიონის განაყოფიერებისთანავე, ე.ი. ჩვილის ჩასახვის წამიდანვე წარმოიშვება ცოცხალი ორგანიზმი, სულიერი არსება, რომელიც იმთავითვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია.

   შესაბამისად საკითხი, როდიდან მიიჩნევა ნაყოფი ცოცხალ არსებად, დოგმატური ხასიათისაა. წმ. ბასილი დიდის მე-2 კანონი, რომელიც მოიწონა V, VI მსოფლიო კრებებმა და ამიტომაც ოფიციალურად და ავტორიტეტულად ასახავს ეკლესიის სწავლებას, გვეუბნება: „გამხრწნელს (ნაყოფისას) კაცისკვლის სასჯელი უნდა დაედოს: ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩამოყალიბებულია თუ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი... აბორტის დროს დედის სიკვდილის საფრთხეს ემატება ნაყოფის გახრწნაც: მეორე მკვლელობა წინასწარ განიზრახა მან, ვინც ეს გაბედა".

1 The Advisory Committee (Robert S Daum, C. Estuardo Aguilar Cordova, Donald Blair…), United States of America, Food and Drug Administration, Center for Biologics Evatution and Research: Vaccines and Related Biological Products Advisory Committee. 16. 05. 2001.

2 წყარო http://thriskeftika.blogspot.com/2021 01/. Blog-post 14.html. თარგმნა www.Православный Апологет. 2021.

3 http://lozierinstitute.org/update - covid-19 - vaccine condidates and abortion derived cell lines. Вакцина Спутник V" вклучает компоненты, изначально полученное из человеческих эмбрионов.

4 Apologet.spb.ru. Конгрегация вероучения высказалась по победу вакцины против Covid-19.

5 ცნობილი გერმანული მედია DW (დოიჩე ველლე). Мир./ 31. 01. 2021.


 


უკან დაბრუნება