მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, სიკვდილი > სიკვდილი

სიკვდილი


20-12-2012, 12:51
სიკვდილი

   „არსებობს ერთი უეჭველი და გარდაუვალი შეხვედრა, ესაა შეხვედრა სიკვდილთან"

* * *

„გახსოვს კი, რომ რაც მეტს ცხოვრობ, მით მეტად უახლოვდები სიკვდილს?!"

* * *

„მომავალი განჭვრიტე, როგორც გონიერმა კაცმა; აწმყოს დააკვირდი, როგორც კაცი მოკვდავი"

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *


„ამიერიდან ნურაფერს იზამ ღმერთისა და სიკვდილის გახსენების გარეშე"

* * *

„ვიდრე ხილულად მოკვდებოდე, უხილავად მოაკვდინე ცოდვა"

* * *

„სიკვდილი ისე გვცელავს, როგორც მინდვრად - სათიბს, არ არჩევს, უკვე დაიყვავილა მან, თუ პირველად იფურჩქნება"

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *


„ყოველდღე ისე იცხოვრე, თითქოს ყოველდღე სიკვდილს აპირებდე"

* * *

„ისე იცხოვრე, თითქოს ეხლავე უნდა მოკვდე"

* * *

„სიკვდილი - ეს უსასრულო მარადიულობის კარია"

* * *

„ცხოვრება იბადება სიკვდილით და სიკვდილით იწყება ცხოვრება"

* * *

„დაიბადე იმისათვის, რომ მოკვდე, კვდები, რომ იცხოვრო"

* * *

„თუ ცხონება გსურს, გამუდმებით ადამიანურ სიკვდილს ელოდე"

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *


„წმინდად იცხოვრე, რომ წმინდად მოკვდე"

* * *

„ბოროტ ცხოვრებას დასასრულიც ბოროტი აქვს"

* * *

„ნუ დატკბები სოფლის სიტკბოებით, თორემ უბედური სიკვდილით მოკვდები"

წმიდა ანტონი დიდი

 

 

* * *


„სიკვდილი ბოროტება არ არის, მაგრამ ცუდი სიკვდილი ბოროტებაა"

* * *

„ჩვენ აღარ შეგვეშინდება ხორციელი სიკვდილისა, თუ სიცოცხლის განმავლობაში ცოდვით სიკვდილი გვაშინებდა"

* * *

„ჩვენ იმიტომ გვეშინია სიკვდილის, რომ დაუდევრად ვცხოვრობთ და სუფთა სინდისი არ გვაქვს"

წმიდა იოანე ოქროპირი


უკან დაბრუნება