მთავარი > საცდურები > ვინ არის მარგარეტ ზანგერი
ვინ არის მარგარეტ ზანგერი22-07-2012, 19:27 |
ოდესღაც, შობადობასთან მებრძოლი საზოგადოების სახელწოდება ნაკლებად შენიღბული იყო. მას „შობადობის კონტროლის ლიგა" ეწოდებოდა, რომელიც 1921 წელს მარგარეტ ზანგერის მიერ დაარსდა. თავად მარგარეტ ზანგერი ფარული მასონური ორგანიზაციის, როზენკრეიცერთა ორდენის წევრი იყო. როზენკრეიცერთა ორდენის სიმბოლიკა (ვარდი, ლამპარი და სხვა) ამშვენებდა მის ჟურნალს „შობადობის კონტროლის მიმოხილვა".
მცირე დროის მონაკვეთში „შობადობის კონტროლის ლიგა" ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოება გახდა.1921 წელს მარგარეტ ზანგერს ფარული აბორტების განხორციელებისა და ჯანმრთელობისათვის საშიში კონტრაცეპტივების გავრცელების გამო ერთი თვით აპატიმრებენ. ხოლო 1922 წელს მარგარეტ ზანგერი აბორტების დასაცავად საერთაშორისო კონფერენციებისა და ლექციების ციკლის მსოფლიო ტურნეს მართავს.
რასაკვირველია, თავად მარგარეტს იმ პერიოდში მსგავსი ღონისძიების განხორციელების-თვის თანხა არ გააჩნდა.
სამაგიეროდ, თანხა აღმოაჩნდა მას, ვისაც მისი მოღვაწეობა პერსპექტიული მოეჩვენა.
უკვე 1925 წელს როკფელერის ფონდი აფინანსებს „შობადობის კონტროლის ლიგას". ხოლო 1934 წელს მარგარეტ ზანგერმა გამოაქვეყნა კანონის პროექტი, სადაც „შობადობის შეჩერებისაკენ" მოგვიწოდებს. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას ამ პროექტიდან.
„სტატია 3. ქორწინების მოწმობა მეუღლეებს მხოლოდ ერთობლივი მეურნეობის შექმნის უფლებას აძლევს, და არა გამრავლების".
„სტატია 4. არც ერთ ქალბატონსა და არც ერთ მამაკაცს არ მიენიჭოს მშობლის წოდება, ვიდრე არ მიიღებს ამის შესაბამის უფლებას სახელმწიფოსაგან".
„სტატია 5. მშობლის უფლება მეუღლეებს უნდა მეიცეს სახელმწოფო ორგანოების მიერ იმ პირობით, თუ ისინი მატელიალურად უზრუნველყოფენ ბავშვის მომავალს, თუ გააჩნიათ შესაბამისი განათლება, რათა სწორად აღზარდონ იგი და თუ არ არიან გენეტიკურად დაავადებულნი. გარდა ამისა, ქალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა, რომ ორსულობა არ შეუქმნის საფრთხეს მის ჯანმრთელობას".
„სტატია 8. გონებრივად დაქვეითებულნი, დანაშაულობებისკენ მიდრეკილნი ან გენეტიკურად დაავადებული პირები, და ასევე ყველა სხვა, რომელნიც ბიოლოგიურად არასრულყოფილად არიან მიჩნეული, უნდა იქნან სტერილიზებულნი, ანუ იზოლირებულნი იმ მიზნით, რომ არ დავუშვათ იმავე სენის მქონე შთამომავლობის დაბადება".
გონებრივად დაქვეითებულებში, სხვათა შორის, მარგარეტ ზანგერი გულისხმობდა 70% ამერიკელს, ხოლო ზანგებს, ებრაელებსა და სლავებს საერთოდ დაბალი ხარისხის რასებად მიიჩნევდა.
მივმართავთ კვლავ ციტატებს, რომელნიც მარგარეტ ზანგერმა თავის ჟურნალში „შობადობის კონტროლში" გამოაქვეყნა. ეს ციტატები კიდევ ერთხელ გვიჩვენებენ, თუ როგორი ზემოქმედება იქონია „დაგეგმარებამ" თანამედროვე მორალზე.
„მეუღლეთა ურთიერთღალატი არ უნდა გახდეს გაყრის მიზეზი.ეს ბუნებრივი შედეგია თანამედროვე ქორწინებისა", „მოზარდებს არ უნდა ვესაუბროთ ზნეობრივ სიწმინდეზე", „სექსუალური აღზრდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს „ნეგატიური". არავითარი მორალი!"
ყოველივე ამის შესახებ დღეს ჩვენ გვესმის სექს-განმანათლებლებისაგან. მარგარეტ ზანგერის იდეებიდან გამომდინარე სექსი ბუნებრივი საქმეა მოზარდებისთვის. თუ მოზარდი გრძნობს რომ ის მომწიფდა სექსუალური აქტიურობისათვის, ეს მისი „გადასაწყვეტია". საზოგადოება მხოლოდ ითხოვს, რომ მან არ შვას შვილები.
ზანგერი გვასწავლის, რომ სექსი-სიყვარულის კულმინაციაა, რომ ის აღამაღლებს ინტუიციას, აძლიერებს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა განხორციელდება არაჯანსაღი და არაბუნებრივი შედეგების გარეშე-ალბათ მიხვდით? - შობადობით.
„სექსის ყოველგვარი ნაირსახეობა ბუნებრივია და არავითარი გადახრები არ არსებობს, თუ იმ მომენტში არ ხორციელდება აგრესია - აცხადებს ზანგერი. - გადახრა მხოლოდ მრავალშვი-ლიანობაა".
„ოჯახის დაგეგმარების" ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა აკრძალვების უარყოფაა. მოვიხმოთ რამდენიმე ამონაწერი ზანგერის წიგნიდან - „ცივილიზაციის შემობრუნების წერტილი": „თანამედროვე მეცნიერება გვასწავლის, რომ გენიალურობა არ არის ღმერთებისაგან ბოძებული მისტიკური ნიჭი.ან რაიმე პათოლოგიის შედეგი. იგი ჩნდება ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური აკრძალვებისა და შეზღუდვების მოხსნისას, რითაც გვეძლევა პირველყოფილი შინაგანი „სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლებისა და ღვთაებრივი სისავსია გამოხატვის მიღწევის საშუალება..." „განათლებასა და რელიგიაში სექსის პურიტანული და აკადემიური აკრძალვები დამღუპველია კაცობრიობის კეთილდღეობისათვის"... „სქესებისთვის გამოუსადეგარია რელიგიური ნორმები, რაიმე კანონები, ან მორალური კოდექსი. ყველამ უნდა აირჩიოს საკუთარი კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელებს თავისი სიცოცხლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე"... „მოიცალეთ მორალური ტაბუ, რომელიც კაცობრიობას ხორციელადაც და სულიერადაც ზღუდავს, გაათავისუფლეთ ინდივიდი ტრადიციის მონობისაგან"... „საზოგადოებას მოუწევს, ბრძოლით გაარღვიოს სექსუალური ტაბუს თითქმის გაუვალი ბარდები".
1942 წელს ჰიტლერის მიერ გაჩაღებული ომის პერიოდში, ზანგერმა ტაქტიკური თვალსაზრისით თავის ლიგას სახელი შეუცვალა და „ოჯახის დაგეგმარების ასოციაცია" უწოდა, ხოლო 1948 წელს მიიღო რა დახმარება ბრაშის ფონდიდან, რომელიც უზარმაზარ თანხებს ურიცხავდა ევგენურ გამოკვლევას, „ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია" დააარსა. ოფიციალურად ო.დ.ს.ფ. რეგისტრირებულ იქნა 1953 წელს, ხოლო მარგარეტ ზანგერი მისი საპატიო თავჯდომარე გახდა. შტაბ-ბინა კი ო.დ.ს.ფ.-ს უანგაროდ ინგლისის „ევგენიურმა" საზოგადოებამ გადასცა.
ევგენიკა - ადამიანის ჯიშის გაუმჯობესებისა და „უჯიშოების" ბრაკირების მეცნიერება, აქტიურად გამოიყენებოდა ფაშისტური გერმანიის მიერ. 1933 წლის აპრილში „რევიუ"-ში გამოქვეყნებულ იქნა მარგარეტ ზანგერის უახლოესი მეგობრის ერნსტე რუდინას სტატია, რომელიც ამგვარად იწოდებოდა: „ევგენური სტერილიზაცია - საარსებო აუცილებლობა". ფაშიზმის კრახის შემდეგ ევგენიკაც მიიმალა, და ამავე დროს აგრძელებდა მსოფლიო პრობლემებზე ზემოქმედებას. დღეს ის კვლავ გამოჩნდა ავანსცენაზე. მაგრამ არასასურველი ასოცირებისაგან თავის არიდების მიზნით მას გენური ინჟინერია უწოდეს.
ყურადსაღების, რომ 20-იან წლებში „დაგეგმარებისტების" მიერ შემუშავებული სტრატეგია დღესაც აქტიურად მოქმედებს.
მრავალი მსგავსი სახელწოდების მქონე საზოგადოების შექმნის საშუალებით, („ოჯახის დაგეგმარების ასოციაცია", „ოჯახის დაგეგმარება მსოფლიოში", „თანადგომა", „ქალთა უფლებათა დაცვის საზოგადოება" და ა.შ) „დაგეგმარისტები" ვითომდა დამოუკიდებელი მიმართულებებისა და არსის მქონე ორგანიზაციების იერს ქმნიან. სინამდვილეში კი მათ ერთი (ფაშისტური) იდეოლოგია გააჩნიათ, რომლის უმთავრესი მიზანი ნებისმიერი საშუალებით შობადობის შემცირებაა.
„ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ასოციაცია" თავის ფილიალებს (რომელიც 140 ქვეყანაში აქვთ განლაგებული) განათლების სისტემაში „სექსუალური" აღზრდის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას ავალდებულებს. ეს პროგრამები იყენებენ პორნო სურათებს. ეწევიან ტრადიციულ-ზნეობრივი ფასეულობების დისკრეტიზაციას, ცდილობენ მშობელთა ავტორიტეტის შემცირებასა და მოზარდებში გარყვნილი ცხოვრების წესის პროვოცირებას.
ეს პრინციპები დღეს ეტაპობრივად ინერგება ჩვენს სკოლებში.
თარგმნა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |