მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > სიბერე
სიბერე29-01-2014, 00:03 |
„განა შეიძლება, არ შეგვებრალოს რვა წლის ასაკის ბიჭუნა, თუკი მისი განვითარება ორი წლის ასაკის ბავშვისას შეეფერება? თუ გავა კიდევ სამი ან ოთხი წელი, ის კი არ გაიზრდება და არ გაძლიერდება, მაშინ მას უბრალოდ მახინჯად ჩავთვლით. - განა იგივე არ გვემართება ჩვენ?! ვიზრდებით კი ჩვენ სათნოებებში?! ვძლიერდებით კი სულიერ ძალებში?! სულის დაისისას განა ისეთივე სულმოკლენი, უდარდელნი, ახირებულნი და მოუნანიებელნი არ ვართ, როგორებიც მგზნებარე სიყმაწვილის წლებში ვიყავით?! როგორ სანახაობას წარმოვადგენთ ჩვენ უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე?!..." * * * „ცხოვრების ყველა ასაკი გავიარეთ, მაგრამ არ გავხდით ზნეკეთილნი: ვიყავით ახალშობილნი, ყმაწვილები, ახალგაზრდები და გავხდით მეუღლეები; მაგრამ არასდროს ვყოფილვართ სათნონი; საკუთარი სიბერე მაინც დავინდოთ და სიკვდილთან მიახლოვებულებმა ვცადოთ, ვიყოთ ზომიერნი, ფხიზლები და სამართლიანები, რათა სიკვდილით მაინც გავხდეთ ცხონების ღირსნი" წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი უკან დაბრუნება |