მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სიმშვიდე, გალობა, მთავარი გვედის ფოტო > აბბა თეოდორემ არ ისურვა საუბარი იმ კაცთან, რომელიც ადამიანურ დიდებას ეძებდა

აბბა თეოდორემ არ ისურვა საუბარი იმ კაცთან, რომელიც ადამიანურ დიდებას ეძებდა


9-08-2020, 15:19

 

 

   ერთხელ აბბა თეოდორესთან ერთი ძმა მივიდა და მასთან სამი დღე დაჰყო იმ იმედით, რომ ბერისაგან დამოძღვრას მიიღებდა, თუმცა აბბამ მასთან საუბარი არ ისურვა და ძმა ძლიერ დამწუხრებული გაისტუმრა. მისი წასვლის შემდეგ აბბა თეოდორეს მოწაფე ჩაეკითხა: „აბბა! რატომ არ დამოძღვრე ძმა? ის ხომ ძლიერ დამწუხრდა ამის გამო?" „ჭეშმარიტად ასეა, თუმცა მე არ ვისურვე მასთან საუბარი, რამეთუ ის ვაჭარია და სხვისი გამონათქვამებით სურს განდიდება!" - მიუგო მოწაფეს ბერმა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება