მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > როცა დიდ მოღვაწე თეოფანეს ორი ეშმაკი გამოეცხადა, ბერი ლოცვად დადგა და დემონები მყისვე გაუჩინარდნენ

როცა დიდ მოღვაწე თეოფანეს ორი ეშმაკი გამოეცხადა, ბერი ლოცვად დადგა და დემონები მყისვე გაუჩინარდნენ


7-08-2020, 22:41

 

   ერთხელ, დილით, როცა თეოფანე ლოცვით კანონს აღასრულებდა, მას ორი მრისხანე შესახედაობის ეშმაკი გამოეცხადა. „ხედავთ? - ღრიალებდნენ ისინი, - არ სურს მოხუცს გამოსწორება, ამიტომ მის კელიას დავარბევთ და თავად მას მოვაკვდინებთ". ბერს ეჩვენებოდა, რომ ისინი სენაკის დანგრევას ლამობდნენ, ავმა სულებმა სენაკის კარი შეანგრიეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და აღრიალდნენ: „ახლა სადღა დაგვემალები?" ღვაწლმოსილ მამას შიში დაეუფლა, მიწაზე დაეცა, ლოცვა დაიწყო და ღმერთს შეწევნასა და თანადგომას ევედრებოდა. მოხდა ისე, რომ ეშმაკები მყისიერად გაუჩინარდნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ბერი წამოდგა და იხილა, რომ მისი სენაკი ხელუხლებელი იყო.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება