მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > როდესაც აბბა პამბომ მსახიობი ქალი დაინახა, ატირდა და აღიარა, რომ ღვთის საამებლადაც კი არ გააჩნდა ისეთი გულმოდგინება, როგორიც იმ დედაკაცს - გარყვნილ ადამიანთა საამებლად

როდესაც აბბა პამბომ მსახიობი ქალი დაინახა, ატირდა და აღიარა, რომ ღვთის საამებლადაც კი არ გააჩნდა ისეთი გულმოდგინება, როგორიც იმ დედაკაცს - გარყვნილ ადამიანთა საამებლად


5-08-2020, 16:13

 

   ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა, ნეტარმა ათანასემ, აბბა პამბოს სთხოვა, რომ უდაბნოდან ალექსანდრიაში წასულიყო. როდესაც აბბა ქალაქში ჩავიდა, იქ ერთი მსახიობი ქალი იხილა და მწარედ ატირდა. მასთან ერთად მყოფნი დაინტერესდნენ, თუ რის გამო მწუხარებდა ბერი. წმინდა მამამ მათ მიუგო: „ორმა რამემ შემძრა: პირველი იმან, რომ ეს დედაკაცი იღუპება და მეორე იმან, რომ ღვთისთვის სათნო საქმის საკეთებლად ისეთი გულმოდგინება არ გამაჩნია, როგორიც ამ დედაკაცს აქვს გარყვნილ ადამიანთა საამებლად".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება