მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ გამოეცხადა დემონი ბერს სარკინოზი ყმაწვილის სახით

თუ როგორ გამოეცხადა დემონი ბერს სარკინოზი ყმაწვილის სახით


29-07-2020, 19:56

 

   აბბა პავლემ, აბბა თეოგნეს მონასტრის წინამძღვარმა, გადმოგვცა ერთი მოღვაწე ბერის ნაამბობი: „ერთხელ ის თავის სენაკში ხელსაქმით იყო დაკავებული, კალათებს წნავდა და თან ფსალმუნებს გალობდა. უცებ ფანჯრიდან გადაძვრა სარკინოზი ყმაწვილი და მის წინ ცეკვა დაიწყო. „კარგად ვცეკვავ, ბერო?" - შეეკითხა ჭაბუკი. მან ხმა არ გასცა. „განა არ მოგწონს ჩემი ცეკვა, მოხუცო?" - არ ცხრებოდა ის. ბერმა კვლავ არ მიაქცია ყურადღება და ისევ დუმდა. „უმაქნისო ბერო, - შესძახა ყმაწვილმა, - შენ გგონია დიდ საქმეს აკეთებ? იცოდე, რომ შეცდომა დაუშვი სამოცდამეხუთე, სამოცდამეექვსე და სამოცდამეშვიდე ფსალმუნებში". ბერი მყისვე წამოდგა, უფლის ხატის წინ მიწაზე დაემხო და ყმაწვილიც მაშინვე გაუჩინარდა".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება