მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გულისთქმებთან ბრძოლით ყველა მოღვაწე გვირგვინს მოიპოვებს

გულისთქმებთან ბრძოლით ყველა მოღვაწე გვირგვინს მოიპოვებს


28-07-2020, 16:31

 

   ერთი ბერი გულისთქმათა გამო მძიმე განსაცდელში აღმოჩნდა. ეს განსაცდელი ათი წელი გრძელდებოდა. მოღვაწე დაიქანცა, სასო წარეკვეთა და თქვა: „დავიღუპე სული! უეჭველად დაღუპული ვარ, ერში დავბრუნდები!" მართლაც, ადგა და წავიდა. მაგრამ ზეციდან ხმა ჩაესმა: „შენი ათწლიანი ბრძოლის გამო გვირგვინი მოიპოვე. დაბრუნდი შენ ადგილას და ბოროტი გულისთქმებისაგან გაგათავისუფლებ". ბერი ასეც მოიქცა და უწინდებურად, მონაზვნური ღვაწლი იტვირთა. გულისთქმათა შემოტევების გამო სასო არასდროს უნდა წარვიკვეთოთ და თუკი შევძლებთ, რომ მათ წინ აღვუდგეთ, ამ ბრძოლით ბრწყინვალე გვირგვინებს მოვიპოვებთ.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება