მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონები ცდილობდნენ, რომ ბერი თავისი სამყოფელიდან გამოეტყუებინათ, თუმცა, როგორც კი მან შეწევნისთვის იესოს მოუხმო, მაშინვე გაუჩინარდნენ

დემონები ცდილობდნენ, რომ ბერი თავისი სამყოფელიდან გამოეტყუებინათ, თუმცა, როგორც კი მან შეწევნისთვის იესოს მოუხმო, მაშინვე გაუჩინარდნენ


1-12-2020, 19:33

დემონები ცდილობდნენ, რომ ბერი თავისი სამყოფელიდან გამოეტყუებინათ, თუმცა, როგორც კი მან შეწევნისთვის იესოს მოუხმო, მაშინვე გაუჩინარდნენ

 

 

   აბბა ირაკლი გვიამბობდა, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც საკერპეში ცხოვრობდა. მივიდნენ მასთან დემონები და უთხრეს: „მოცილდი ჩვენს ადგილს". ბერმა უპასუხა: „განა თქვენ გაქვთ სადმე ადგილი?" ბოროტი სულები განრისხდნენ და ტოტების მტვრევასა და გაფანტვას მოჰყვნენ, ბერი კი მორჩილად აგროვებდა მათ. ამის შემდეგ ბერს ერთმა დემონმა ხელი ჩაავლო და საკერპოდან გაათრია, როცა კარამდე მიიყვანა, ბერი სახელურს ჩაეჭიდა და იყვირა: „იესო, დამეხმარე!" დემონი მაშინვე გაიქცა, ბერმა კი ტირილი დაიწყო. მაშინ მოწყალე ღმერთმა ჰკითხა: „რატომ  ტირი?" „იმიტომ, რომ დემონები ბედავენ ადამიანებს დაეუფლონ და ასე სასტიკად მოექცნენ მათ", - მიუგო ბერმა. უფალმა კი განუცხადა: „შენ უყურადღებოდ იყავი, მაგრამ როგორც კი გონება მოიკრიბე და მომიხმე, მყისვე შენ წინაშე გავჩნდი".

 

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება