მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანის პასუხისმგებლობა გულისთქმათა გამო

ადამიანის პასუხისმგებლობა გულისთქმათა გამო


27-07-2020, 00:02

ადამიანის პასუხისმგებლობა გულისთქმათა გამო

 

   ერთხელ ნეტარ თეოდორასთან შვიდი და მივიდა და უმსგავსო და ბილწი გულისთქმების შესახებ შეეკითხა. ნეტარი ატირდა და დებს უთხრა: „ნუთუ არ გესმით უფალი რას ამბობს: „ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია" (მათ. 10, 30). თმები გულისთქმების სახეა, მათი თავი კი გონებაა. ყოველი გულისთქმა, რომელსაც თანხმობა და ტკბობა სდევს თან, სამსჯავროს ექვემდებარება, უფალი გულისთქმას სიძვად რაცხს, მრისხანებას - მკვლელობად და სიძულვილს კი - კაცისკვლად. ასე რომ, ჩემო კეთილო დებო, ნურასდროს იტყვით, რომ გულისთქმებს ზიანი არ მოაქვთ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მათი გონებით შეწყნარებაც კი უფლისაგან განისჯება როგორც ქმედება". ამის გამგონე დებმა უფალი ადიდეს, რომელმაც ნეტარ თეოდორას ამგვარი მადლი და განსჯის უნარი მიმადლა, მათ თაყვანი სცეს წმინდა დედას და დიდი სულიერი სარგებლით განეშორნენ მას.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება