მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > დიდება

დიდება


26-03-2014, 00:09
დიდება

 

 

   „ვინც დიდებას ელის, მას მწუხარება ელოდება"

* * *

„სადაც დიდებაა, იქვე შურია; სადაც შურია, იქ - ცილისწამება და სასჯელი"

* * *

„ნუ გაგიტაცებს დიდება, რათა არ მოტყუვდე კეთილდღეობით, როგორც ტყუვდებიან ისინი, ვინც გაზაფხულის ყინულზე მიაბიჯებენ"

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *


„ადამიანთაგან განდიდება ისეთივე არამყარია, როგორც თავად ისინი, ვინც გადიდებენ"

* * *

„ვისაც მარადიული და ჭეშმარიტი დიდება სურს, დროებითი დიდებისათვის ნუ იზრუნებს"

* * *

„დიდების მისაღებად უკეთესი საშუალება არ არსებობს, ვიდრე დიდებისაგან გაქცევაა"

* * *

„თუ გსურს, დიდებას მიაღწიო, შეიძულე იგი. და თუკი დიდებას დაუწყებ დევნას, მოაკლდები მას"

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 


 


უკან დაბრუნება