მთავარი > საცდურები > დეზინფორმაციის მეთოდები

დეზინფორმაციის მეთოდები


22-07-2012, 19:19
 დეზინფორმაციის მეთოდები მრავალნაირია, მაგრამ ძირითადი პრინციპი ერთია: ადამიანს"ლამაზ ფერებში" მიეწოდება ის, რაც მას წარწყმედს.
 გაიხსენეთ (შემინდეთ უხეში შედარებისთვის), თუ როგორ მოქმედებენ, როდესაც ძაღლის მოწამვლა სურთ: საწამლავს დებენ გემრიელ საკვებში, რომელსაც ძაღლი სიამოვნებით ჭამს, და გარკვეული დროის განმავლობაში სიმაძღრით კმაყოფილია. ხოლო შემდეგ გარდაუვალი სიკვდილი მოდის.
  რა თქმა უნდა, თუ ინფორმაციის მასობრივი საშუალებების მეშვეობით განაცხადებენ, რომ ჩვენი სახელმწიფო შობადობის საწინააღმდეგო პროგრამებს იღებსო, საზოგადოება ერთ აზროვნად აღიქვამს ამ ფაქტს, როგორც ერის გენოციდს. მაგრამ პირდაპირ ამის შესახებ არავინ აცხადებს, პირიქით, საუბრობენ „ჯანმრთელობის რეპროდუქციულ დაცვაზე", „ჯანსაღი ცხოვრების წესზე", „რეპროდუქციულ უფლებებზე", „უსაფრთხო დედობაზე" - მშვებიერად ჟღერს, ალბათ დამეთანხმებით. მაგრამ ჭეშმარიტი არსი ამ ლოზუნგებისა საწინააღმდეგო მნიშვნელობისაა. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდები, რომ ეს მოწოდებები ტიპიური სიცრუეა. შეგახსენებთ, რომ ჰიტლერი „არასრულყოფილთა" განადგურების პროგრამას „ერის სიჯანსაღეს" უწოდებდა.
  ნიშანდობლივია, რომ „ოჯახის დაგეგმარებას" ოფიციალურ დონეზეც კი არა აქვს საუბარი ოჯახზე. პირიქით, რეპროდუქციის ცენტრებში არსებობს ოფიციალური მითითებები, სადაც ნათქვამია, რომ ამგვარი ცენტრების წარმატებით მოღვაწეობის კრიტერიუმად, განხორ-ციელებული აბორტების რაოდენობაა მიჩნეული. მიაქციეთ ყურადღება, არა „უშვილობისაგან განკურნებული წყვილების", არა „ახალშობილთა", არამედ სწორედ აბორტების რაოდენობა.
  თუ მცირედ მაინც გავეცნობით „დაგეგმარების ისტორიას, უმალ ყველაფერს ნათელი მოეფინება.

უკან დაბრუნება