მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ძმას დემონები ანგელოზების სახითა და ცეცხლოვანი ეტლით გამოეცხადნენ და შეპირდნენ, რომ, მათი თაყვანისცემის შემდეგ, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ზეცად აღიტაცებდნენ
ძმას დემონები ანგელოზების სახითა და ცეცხლოვანი ეტლით გამოეცხადნენ და შეპირდნენ, რომ, მათი თაყვანისცემის შემდეგ, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ზეცად აღიტაცებდნენ23-07-2020, 15:46 |
აბბა ორმა გვიამბო: „მე ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც ერთხელ ბოროტი სულები ზეციური მხედრობის სახით ცეცხლოვანი ეტლითა და ხმლებით გამოეცხადნენ, თითქოს რომელიმე ძლიერი ხელისუფლის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდნენ. მან, ვინც მათ მეთაურობდა, მონაზონს განუცხადა: „ადამიანო, შენ უკვე აღასრულე შენი ვალი, ახლა ჩემი თაყვანისცემაღა დაგრჩა და მე აგიტაცებ ზეცაში, მსგავსად ელია წინასწარმეტყველისა". ეს რომ მოისმინა, ბერი ფიქრს მიეცა: „ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?! ყოველდღე ვცემ თაყვანს ჩვენს მეუფესა და მაცხოვარს, ეს რომ უფალი იყოს, ხომ არ მოითხოვდა ჩემგან იმას, რაც მისთვის ისედაც ცხადია და რასაც განუწყვეტლივ ისედაც ვასრულებ?!" და მაშინვე მიუგო: „მე მყავს მეუფე, რომელსაც დაუღალავად ვემსახურები, შენ არ ხარ ჩემი უფალი, რომ თაყვანი გცე!" ამ სიტყვების შემდეგ მტერი გაუჩინარდა და აღარასოდეს გამოჩენილა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |