მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > აბბა ნეტარი ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ უფრო მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა, ვიდრე უდაბნოში ყოფნისას, რადგან ეშინოდა საკუთარ თავში მოსაგრე არ გაენადგურებინა
აბბა ნეტარი ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ უფრო მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა, ვიდრე უდაბნოში ყოფნისას, რადგან ეშინოდა საკუთარ თავში მოსაგრე არ გაენადგურებინა22-07-2020, 16:25 |
აბბა სილუანის მოწაფეები აბბა ნეტარის შესახებ ყვებოდნენ: როცა ის სინას მთაზე სენაკში ცხოვრობდა, გარკვეულწილად აკმაყოფილებდა ხორცის მოთხოვნებს, მაგრამ, როცა ფარანის ეპისკოპოსად აკურთხეს, ცხოვრების წესი გაამკაცრა. მისმა მოწაფემ ეს შენიშნა და ჰკითხა: „აბბა, როდესაც ჩვენ უდაბნოში ვმოსაგრეობდით, შენ ასე მკაცრად არ ცხოვრობდი". ბერმა უპასუხა: „იქ უდაბნო იყო, სიღატაკე და უდაბურება, ამიტომ სხეულს ხელს ვუწყობდი, რომ არ დაუძლურებულიყო და არ დასჭირვებოდა ის, რაც იქ არ გამაჩნდა, ახლა კი ერში ვართ, სადაც ყველაფრის საშუალებაა და თუ მოხდება, რომ დასნეულდები, იზრუნებენ შენთვის, ამიტომ აქ შიში მიპყრობს საკუთარ თავში მოსაგრე არ გავანადგურო".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |