მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარულის დიალოგი ჭეშმარიტებაში - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
სიყვარულის დიალოგი ჭეშმარიტებაში - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი3-02-2020, 19:26 |
ლათინებთან დაწყებული ლეგენდარული „სიყვარულის დიალოგი" წარმატებით დასრულდა და როგორც იქნა... შევუდექით „საღვთისმეტყველო დიალოგს!" მაგრამ განა შესაძლებელია ერთმანეთისაგან განვაცალკევოთ სიყვარული და ღვთისმეტყველება, რომელიც გახლავთ დასტური ჭეშმარიტებისა? შეიძლება კი არსებობდეს სიყვარულის დიალოგი თვინიერ ჭეშმარიტებისა ან ჭეშმარიტი დიალოგი უსიყვარულოდ? ღმერთი არის სიყვარულიც (1 იონ. 4, 8) და ჭეშმარიტებაც (1 იონ. 4, 6). ასე რომ, შეუძლებელია სიყვარული გავმიჯნოთ ჭეშმარიტებისაგან. შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სახის დიალოგი: „სიყვარულის დიალოგი ჭეშმარიტებაში" ან „ჭეშმარიტების დიალოგი სიყვარულში", რაც არსობრივად ერთი და იგივეა. მართლმადიდებლებისთვის ეს ნიშნავს: სხვაგვარად მოაზროვნეებთან მათდამი სიყვარულის გამო ვსაუბრობთ, რათა მივუთითოთ შეცდომებზე და დავეხმაროთ ჭეშმარიტების მიგნებაში. ჩვენ, მართლმადიდებლები, არ „ვეძებთ" ჭეშმარიტებას, ის უკვე მომადლებული გვაქვს და დაცულია ეკლესიის მიერ. თუკი „დიალოგში" ჭეშმარიტების „ძიება" იგულისხმება... ამგვარ „დიალოგს" ვერ მოიწონებს ვერც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი ავტორი: დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |