მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტმა ფოტიუსმა წმინდა პავლეს თხოვნა თავდაპირველად ყურად არ იღო, მაგრამ ზეციური ძალის მიერ გონებაგანათებულმა წმინდანს პატიება გამოსთხოვა და მისი სურვილი აღასრულა
მიტროპოლიტმა ფოტიუსმა წმინდა პავლეს თხოვნა თავდაპირველად ყურად არ იღო, მაგრამ ზეციური ძალის მიერ გონებაგანათებულმა წმინდანს პატიება გამოსთხოვა და მისი სურვილი აღასრულა1-07-2020, 15:52 |
როდესაც ნეტარი პავლე ობნორელი მოსკოვში ჩავიდა, მიტროპოლიტ ფოტიუსს ტაძრის აშენების თხოვნით მიმართა, მაგრამ მან ნეტარის თხოვნა თავდაპირველად არაფრად ჩააგდო. მომდევნო ღამეს მიტროპოლიტს ხმა ჩაესმა: „რატომ შეურაცხყავი ღვთის კაცი? იჩქარე, მოძებნე ბერი და აღასრულე მისი სურვილი, თორემ ძლიერ დაისჯები". ძილგატეხილმა ფოტიუსმა ღამე საშინელ შიშში გაატარა და როგორც კი გათენდა, განდეგილის მოძებნა ბრძანა. ის ერთ-ერთ სავანეში იპოვეს და მიტროპოლიტმაც დიდი სიყვარულით მიიღო წმინდა მამა. მან პატიება სთხოვა ნეტარს მისი თხოვნის უგულისყუროდ დატოვების გამო და ლოცვა-კურთევა გასცა ტაძრის მშენებლობისთვის. გარდა ამისა, უხვად გაიღო შესაწირავი მისი სავანისთვისაც, წმინდანს მისი შელახული სამოსი გამოსთხოვა და სიყვარულის ნიშნად, თავისი შესამოსლით დაასაჩუქრა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |