მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ოთხჯერ წილისყრამ ოთხჯერვე არქიმანდრიტ ტიხონზე მიუთითა და ის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული
ოთხჯერ წილისყრამ ოთხჯერვე არქიმანდრიტ ტიხონზე მიუთითა და ის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული29-06-2020, 16:30 |
ერთ კვირა დღეს ტვერელი ეპისკოპოსი, ღვთივსათნო ათანასე (ბოლხოვსკი), ლიტურგიას აღასრულებდა. როდესაც მან ბარძიმი რექტორს, არქიმანდრიტ ტიხონს მიაწოდა, წარმოთქვა: „და მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ეპისკოპოსობა შენი..." ამ სიტყვებით მან ტიხონს თავისდაუნებურად ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. თითქმის ამავე დროს წმინდა სინოდში საუბარი მიდიოდა ეპისკოპოსის, ნოვგოროდის ვიკარიუსის არჩევის თაობაზე. ოთხჯერ ყარეს წილი და წილისყრამ ოთხჯერვე არქიმანდრიტ ტიხონზე ყარეს წილი და წილისყრამ ოთხჯერვე არქიმანდრიტ ტიხონზე მიუთითა, ეს პირდაპირი მინიშნება იყო ზეციდან იმის შესახებ, რომ სწორედ ის იქნებოდა ღირსი ამ პატივისა და მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგის მიტროპოლიტ დიმიტრის სურდა ის წმინდა სერგის სამების ლავრის წინამძღვრად დაენიშნა, 1763 წლის 13 მაისს ტიხონი ხელდფასხმულ იქნა კეკსჰოლმისა და ლადოგის ეპისკოპოსად და ნოვგოროდის ვიკარიუსად.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |