მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აბბა პიმენის რჩევა იმის შესახებ, რომ არავინ ამხილო, რათა არ მოტყუვდე, რადგან საკუთარ თვალს არ უნდა ენდო
აბბა პიმენის რჩევა იმის შესახებ, რომ არავინ ამხილო, რათა არ მოტყუვდე, რადგან საკუთარ თვალს არ უნდა ენდო29-10-2020, 16:45 |
აბბა პიმენი ამბობდა: „წმინდა წერილში ნათქვამია: „რაი იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ," - ხოლო მე გირჩევთ, რომ არ ილაპარაკოთ იმის შესახებაც კი, რაც საკუთარი თვალით იხილეთ და საკუთარივე ხელებით შეიგრძენით, რადგან ერთი ძმა სწორედ ამ გზით იქნა მოტყუებული. მან იხილა, რომ მისი ძმა ქალთან სცოდავდა. ძმა დიდხანს ებრძოდა საკუთარ თავს, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა, მიუახლოვდა მათ, ფეხი წაჰკრა და განუცხადა: „გეყოფათ, ნუთუ აღარ დაასრულებთ?", მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ მზესუმზირის ტომრები ეწყო. სწორედ ამიტომ გარიგებთ: არავინ ამხილოთ, თუნდაც რომ უტყუარად და ხელშესახებად გეჩვენებოდეთ რამე".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |