მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აბბა ილიას რჩევა იმის შესახებ, რომ ყველაფერი არ უნდა დავიჯეროთ რასაც თვალით დავინახავთ და ყურით მოვისმენთ

აბბა ილიას რჩევა იმის შესახებ, რომ ყველაფერი არ უნდა დავიჯეროთ რასაც თვალით დავინახავთ და ყურით მოვისმენთ


26-06-2020, 15:42

აბბა ილიას რჩევა იმის შესახებ, რომ ყველაფერი არ უნდა დავიჯეროთ რასაც თვალით დავინახავთ და ყურით მოვისმენთ

 

   აბბა ილია გვიამბობდა: „ერთხელ მე დავინახე თუ როგორ ამოიჩარა ვიღაც კაცმა იღლიის ქვეშ ღვინით სავსე ტიკი და დამალა. იმისათვის, რომ ეშმაკები გამომეაშკარავებინა და შემერცხვინა (რამეთუ ეს ყოველივე ზმანება იყო), ძმას ვუთხარი: „ჰყავ წყალობა და სამოსი აიწიე". როდესაც მან ჩემი ნება აღასრულა, აღმოჩნდა, რომ სამოსლის შიგნით არაფერს მალავდა. ეს იმად გიამბეთ, რომ ყველაფერი არ დაიჯეროთ, თუნდაც საკუთარი თვალით იხილოთ და ყურით მოისმინოთ. განსაკუთღებული სიფრთხილით დააკვირდით თქვენს გულისთქმებს, ფიქრებსა და სურვილებს, რადგან იცოდეთ, რომ ხშირად მათ დემონი შთაგვაგონებს, რათა ჩენი სულები უსარგებლო აზრებით წაბილწოს და ჩვენი გონება კი საკუთარ ცოდვებსა და უფალზე ფიქრს განაშოროს".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება