მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონი აბბა იაკობის სახით წყლის მზიდავს წყალს ართმევდა, შემდეგ აქცევდა და მოღვაწეს უწყლოდ ტოვებდა

დემონი აბბა იაკობის სახით წყლის მზიდავს წყალს ართმევდა, შემდეგ აქცევდა და მოღვაწეს უწყლოდ ტოვებდა


25-06-2020, 15:36

 

   კვირაში ერთხელ მთის ძირიდან აბბა იაკობისთვის წყალი მოჰქონდათ. დემონი, რომელიც აბბას სახეს იღებდა, წყლის მზიდავს გზად ხვდებოდა და წყალს ართმევდა, მსახურს უკან აბრუნებდა, წყალს კი აქცევდა. ეს მან ორ-სამჯერ გაიმეორა და უწყლოდ დარჩენილი მოღვაწე წყურვილისგან გატანჯა. ასე განვლო თხუთმეტმა დღემ და შეწუხებული აბბა შეეცადა მსახურთან გაერკვია, თუ რატომ აღარ მოჰქონდა წყალი. „მე წყალი უკვე რამდენჯერმე მოვიტანე და განა თავად თქვენ არ გამომართვით?" - მიუგო მან. „სად, რომელ ადგილას გართმევდი წყალს?" - დაინტერესდა აბბა და მსახურმაც ის ადგილი აჩვენა. „ათასჯერ რომ შეგხვდე აქ, წყალი არ მომცე, ვიდრე სენაკში არ მოხვალ". ამგვარად აღკვეთა აბბა იაკობმა დემონის ბოროტი ცილისწამება.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება