მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ხუცესმა აპელიმ გავარვარებული რკინა შიშველი ხელით აიღო და გამოცხადებულ დემონს, რომელიც ლამაზმანის სახით გამოეცხადა, სახეში ესროლა

ხუცესმა აპელიმ გავარვარებული რკინა შიშველი ხელით აიღო და გამოცხადებულ დემონს, რომელიც ლამაზმანის სახით გამოეცხადა, სახეში ესროლა


23-06-2020, 15:38

ხუცესმა აპელიმ გავარვარებული რკინა შიშველი ხელით აიღო და გამოცხადებულ დემონს, რომელიც ლამაზმანის სახით გამოეცხადა, სახეში ესროლა

 

   ხუცესი აპელი, ხელობით მჭედელი, მართალი კაცი იყო. ის ძმებისთვის საჭირო ნივთებს ამზადებდა. ერთელ, ღამით, როცა მდუმარებაში მყოფი თავისი საქმით იყო დაკავებული, დემონი, თითქოსდა შეკვეთისთვის, ლამაზმანი ქალის სახით გამოეცხადა. აპელიმ შიშველი ხელით ღუმელიდან გავარვარებული რკინა გამოიღო და პირდაპირ სახეში ესროლა ქალს. ეშმაკმა ისე საზარლად და შემაძრწუნებლად იღრიალა, რომ მისი ყვირილი შორიახლოს მყოფმა ყველა ცოცხალმა არსებამ გაიგო. ბოროტი გაუჩინარდა, ხუცესს კი იმ დღის შემდეგ უვნებლად შეეძლო შიშველი ხელით გავარვარებული რკინის აღება.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება