მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონი მოღვაწე ელიაზარს იღუმენის მსახურის სახით გამოეცხადა და აუწყა, რომ ირინარქი თავისთან იწვევდა; ბერმა გამგზავრების წინ „მამაო ჩვენო!“ წარმოთქვა და ბოროტი მყისვე გაუჩინარდა

დემონი მოღვაწე ელიაზარს იღუმენის მსახურის სახით გამოეცხადა და აუწყა, რომ ირინარქი თავისთან იწვევდა; ბერმა გამგზავრების წინ „მამაო ჩვენო!“ წარმოთქვა და ბოროტი მყისვე გაუჩინარდა


19-06-2020, 15:28

დემონი მოღვაწე ელიაზარს იღუმენის მსახურის სახით გამოეცხადა და აუწყა, რომ ირინარქი თავისთან იწვევდა; ბერმა გამგზავრების წინ „მამაო ჩვენო!“ წარმოთქვა და ბოროტი მყისვე გაუჩინარდა

 

 

   სოლოვეცკელი იღუმენი, ირინარქი, დიდ პატივს სცემდა ელიაზარს, ამიტომ თავადაც ხშირად სტუმრობდა სულიერი საუბრებისთვის და თავისთანაც ხშირად იწვევდა თავისი მსახურის საშუალებით. ერთხელაც ბერს ეს მსახური მარხილში შებმული ცხენით გამოეცხადა, მიუახლოვდა ელიაზარის სენაკის სარკმელს და იღუმენისგან თაყვანისცემა და მონასტერში მიწვევა გადასცა. მოღვაწე მამამ აჩქარებით იწყო გასამგზავრებლად მზადება და ჩვეულებრივზე ადრე აღასრულა დილის ლოცვები. ბერმა შეამჩნია, რომ მისი ლოცვის დროს მსახური ხშირად შორდებოდა სენაკს და ჰკითხა: „რატომ შორდები მალიმალ სენაკს?" „მამაო, ცხენს ვამოწმებ, მშვიდად დგას თუ არა", - უპასუხა მოვლენილმა სულმა. ლოცვის დასრულების შემდეგ ელიაზარმა მგზავრობის წინ საკვების ხმევა და მსახურის ტრაპეზად მიწვევა დააპირა, მაგრამ როგორც კი წარმოსთქვა: „და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ გასაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან", ბოროტი გაუჩინარდა. მაშინ კი მიხვდა ელიაზარი, რომ ის დემონი იყო და მადლიერებით ადიდა უფალი იმისათვის, რომ არ დაუშვა ბერი მტერს მასხრად აეგდო.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება