მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ ცდილობდა ეშმაკი სოლოვეცკელი ბერის - თეოფანეს - ორი მოწაფის ცხონების გზიდან აცდენას
თუ როგორ ცდილობდა ეშმაკი სოლოვეცკელი ბერის - თეოფანეს - ორი მოწაფის ცხონების გზიდან აცდენას28-10-2020, 17:43 |
ორმა ძმამ სოლოვეცკის უდაბნოში მოღვაწე ბერს, თეოფანეს, სთხოვა, რომ ბერად აღკვეცის შემდეგ ისინი თავისთან მიეღო. ბერი დათანხმდა და ძმები შეიკედლა. ის მათ მონაზვნურ ცხოვრებას ასწავლიდა, თავისი ლოცვით შეეწეოდა და აძლიერებდა. ერთხელ, ლოცვის დროს, მას უწმინდური სული გამოეცხადა და უთხრა: „ბოროტო ბერო, გამუდმებით ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, თუმცა ისინი ყოველთვის ისეთი ვერ იქნებიან, როგორიც შენ გვერდით არიან. იცოდე, რომ მალე ჩვენი დროც დადგება". „ღმერთი ამას არ დაუშვებს", - შეეწინააღმდეგა დიდი თეოფანე. მეორედ როცა კვლავ თავისი მოწაფეებისთვის ლოცულობდა, მის წინ წარმდგარმა დემონმა განუცხადა: „შენ შენსას ცდილობ, მე კი ჩემსას: ერთი მათგანი ორი ისრით განვგმირე, მეორეს კი ყურში ვეჩურჩულები". ბერი ძლიერ დანაღვლიანდა, თავისთან იხმო მოწაფეები და აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდებს მცირე ცოდვები უმძიმებდათ სულს. წმინდა მამამ დამოძღვრა ისინი, შეაგონა და მშვიდობით გაისტუმრა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |