მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ იხილა ბერმა მაცდური დემონი, რომელიც ძმებს ყვავილებს ესროდა
როგორ იხილა ბერმა მაცდური დემონი, რომელიც ძმებს ყვავილებს ესროდა15-06-2020, 16:39 |
ბერმა მათემ იხილა მაცდური დემონი, რომელიც ძმებს ყვავილებს ესროდა; ვისაც ყვავილები მიეკვრებოდა, ტაძარს მსახურების დამთავრებამდე ტოვებდა ბერი მათე, ღვთის წყალობით, მჭვრეტელობის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ერთხელ, როცა ის ტაძარში თავის ჩვეულ ადგილას იდგა, თავი აწია და შეამჩნია, რომ მგალობელ ძმებს თავს ეშმაკი დასტრიალებდა და ზევიდან რაღაც უცნაურ ყვავილებს აყრიდა. ვისაც ყვავილი მიეკვრებოდა, მისი გონება სუსტდებოდა და ეკლესიიდან გასასვლელად მიზეზს ეძებდა, შემდეგ კი ტაძარს ტოვებდა და სენაკში შესვლისთანავე იძინებდა. ვისც ყვავილი არ ეკვროდა, ის ძმა დილის მსახურების დასრულებამდე მტკიცედ იდგა თავის ადგილას და გალობდა. ბერმა ამ ხილვის შესახებ მაშინვე უამბო ძმებს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |