მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საძრახის გულისთქმათა გაძევება უფალს ჩვენს გულში ავანებს

საძრახის გულისთქმათა გაძევება უფალს ჩვენს გულში ავანებს


16-06-2020, 15:38

 

   წმინდა ეკატერინე სინელს ხანგრძლივი დროის მანძილზე აფორიაქებდა და აღაშფოთებდა საძრახისი და ბილწი გულისთქმები. როდესაც მას უფალი გამოეცხადა და მისგან დემონები განდევნა, წმინდანმა მაცხოვარს შეჰღაღადა: „ჩემო ტკბილო იესო! სად იყავი აქამდე?!" „შენს გულში", - მიუგო უფალმა. მაშინ ეკატერინემ შესძახა: „ნუთუ ეგ შესაძლებელი იყო მაშინ, როდესაც ჩემი გული სავსე იყო ბილწი გულისთქმებით?" მაშინ მაცხოვარმა განუცხადა: „იქ იმიტომ ვიყავი დავანებული, რომ უწმინდური გულისთქმების მიმართ არანაირი სიყვარული არ გამოგიხატავს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ძალა აღარ შეგწევდა, მათ გაძევებას ცდილობდი, და სწორედ ამგვარად დამითმე ადგილი შენს გულში".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება