მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ დაეხმარა ღირსი სერაფიმე არქიმანდრიტ კრონიდეს გულისთქმებთან ბრძოლაში

თუ როგორ დაეხმარა ღირსი სერაფიმე არქიმანდრიტ კრონიდეს გულისთქმებთან ბრძოლაში


27-11-2020, 17:41

 

 

   „სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილების გახსნის დღეს, - გვიამბობდა თავის შესახებ არქიმანდრიტი კრონიდე, - სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად ადრიანად აღვლენილი ლიტურგიიდან დავბრუნდი, დივანზე ჩამოვჯექი და თავსმოხვეული გულისთქმებით დამწუხრებულს ჩამთვლიმა. ვერ ვიტყვი ძილში იყო თუ ცხადში, მაგრამ ვიხილე, რომ ჩემი სენაკის კარში ღირსი სერაფიმე შემოვიდა და მომიახლოვდა. მე მის წინ მუხლებზე დავემხე და ქვითინით შევღაღადე: „ღვთის წმინდავ, დამეხმარე გულისთქმებთან ბრძოლაში". უცებ მისი ალერსიანი და მამობრივი ხმა ჩამესმა: „გწამდეს ღვთისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც წუთისოფელში მწუხარეთა სანუგეშოდ და საცხონებლად მოვიდა. იკითხე წმინდა სახარება ყოველდღიურად, იყავი თვინიერი და თავმდაბალი და აუცილებლად მოიპოვებ სულის სიმშვიდეს". გონს რომ მოვეგე, ამ სანუგეშო სიტყვების გამო უსაზღვრო სიხარული დამეუფლა. ვერ ვიტყვი, რომ ამ გამოცხადების შემდეგ სრულიად განმეშორნენ გულისთქმები, მაგრამ მე გავძლიერდი მათთან ბრძოლაში და ისინი უწინდელივით უკვე ვეღარ მაშფოთებდნენ.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება