მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, თავშეკავება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა ანტონი დემონურ გულისთქმებს მარადიულ ცხოვრებაში ჯილდოს მოლოდინის სასოებით დევნიდა
აბბა ანტონი დემონურ გულისთქმებს მარადიულ ცხოვრებაში ჯილდოს მოლოდინის სასოებით დევნიდა14-06-2020, 00:02 |
ერთხელ, შუადღისას, აბბა ანტონი ახალი იჯდა და თავის შესამოსელს ჭუჭყისგან წმენდდა. ამ დროს მას დემონური გულისთქმები მოეძალა და ბერი უდაბნოს გახსენებით, უფრო კი უწინდელი დამოუკიდებელი ცხოვრების მოგონებებით ააფორიაქა, რადგან ამგვარად სურდა მისი მორჩილების სასწავლებლიდან გაყვანა. აბბამ მათ შეუძახა: „როდესაც უდაბნოში ვცხოვრობდი და მდუმარების ღვაწლში ვიყავი, თქვენ მიცხადებდით, რომ ასეთ ღვაწლს არანაირი სულიერი სარგებელი არ მოჰქონდა. ახლა კი, როცა აქ მოვედი, თქვენს სადიდებელსა და საქებარს უწოდებთ ჩემს უწინდელ ცხოვრებას, ალბათ იმიტომ, რომ გსურთ წამართვათ გვირგვინი, რომელსაც მორჩილებით მოვიხვეჭ". ამგვარი ფიქრები ტკივილს აყენებდა აბბას და ცხარე ცრემლს ადენდა, მაგრამ მომავალში ჯილდოს ნაცვალგების იმედით გმირულად დაითმენდა ბოროტის თავდასხმებს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" უკან დაბრუნება |