მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა პიმენმა, გაახსენდა რა დავიწყებული გულისთქმა, გასაღები კარში ჩატოვა და უკან დაბრუნდა

ღირსმა პიმენმა, გაახსენდა რა დავიწყებული გულისთქმა, გასაღები კარში ჩატოვა და უკან დაბრუნდა


26-10-2020, 17:07

ღირსმა პიმენმა, გაახსენდა რა დავიწყებული გულისთქმა, გასაღები კარში ჩატოვა და უკან დაბრუნდა

 

 

   არსად არის ნათქვამი, რომ ღირსი პიმენი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში რომელიმე ბერის მორჩილი ყოფილიყოს, სამაგიეროდ კარგად ჩანს ის, რომ წმინდა მამა გულდასმით ხელმძღვანელობდა იმ დიდი მონაზვნების რჩევა-დარიგებებით, რომლებიც იმ ღვთივკურთხეულ ხანაში მრავლად იყვნენ ეგვიპტეში. ერთხელ ის ერთ ბერს ეწვია, რათა მისთვის სამი გულისთქმის შესახებ ეკითხა, მაგრამ მასთან მისულს ერთ-ერთი გულისთქმა დაავიწყდა. საუბრის დასრულების შემდეგ პიმენი თავის სენაკში დაბრუნდა. როგორც კი გასაღები კარებს მოარგო, დავიწყებული გულისთქმა გაახსენდა და უკან გაბრუნდა. ბერმა მას დაბრუნების მიზეზი ჰკითხა. „როგორც კი გასაღები სენაკის კარს მოვარგე, ის გულისთქმა გამახსენდა, რომლის თქმაც დამავიწყდა, კარი აღარ გავაღე და მაშინვე უკან გამოვბრუნდი", - მიუგო პიმენმა. უნდა აღინიშნოს, რომ მათ სენაკებს შორის საკმაოდ დიდი მანძილი იყო. „შენ მწყემსი ხარ ანგელოზებისა და სახელი შენი მთელ ეგვიპტეში განდიდდება", - განუცხადა მას ბერმა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება