მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონები ძმას გულისთქმების მეშვეობით შთააგონებდნენ, რომ ტაძარში არ შესულიყო და წმინდა ჯვარს არ მთხვეოდა
დემონები ძმას გულისთქმების მეშვეობით შთააგონებდნენ, რომ ტაძარში არ შესულიყო და წმინდა ჯვარს არ მთხვეოდა11-06-2020, 16:44 |
ერთმა ბერმა შემდეგი რამ გვიამბო: „ერთხელ მონასტრიდან წმინდა ქალაქში წავედი, რათა წმინდა ქალაქში წავედი, რათა წმინდა ჯვრისთვის მეცა თაყვანი. როდესაც სიწმინდეს ვემთხვიე და ტაძრიდან გამოვბრუნდი, კართან ძმა შევნიშნე, რომელიც არც შიგნით შედიოდა და არც უკან ბრუნდებოდა. მისი სახის წინ ორი ყვავი დაფრინავდა, რომლებიც საკმაოდ თამამად ებლანდებოდნენ თვალებში და ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მივხვდი, რომ ისინი დემონები იყვნენ და შევეკითხე: „ძმაო, რატომ დგახარ შესასვლელთან და შიგნით არ შედიხარ?" „მომიტევე, მამაო, - მომიგო მან, - მე გულისთქმებს ვებრძვი. ერთი მეუბნება, რომ შევიდე და წმინდა ჯვარს თაყვანი ვცე, ხოლო მეორე ჩამძახის, რომ უკან გავბრუნდე და სიწმინდეს სხვა დროს ვემთხვიო". ეს რომ მოვისმინე, ძმას ხელი ჩავჭიდე და ტაძარში შევიყვანე. ყვავები მაშინვე გაფრინდნენ. მე კი ძმა ვაიძულე, რომ წმინდა ჯვრისთვის ეცა თაყვანი და მშვიდობით გავისტუმრე.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |