მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უწმინდური გულისთქმები მოღვაწეს უფალს განაშორებს

უწმინდური გულისთქმები მოღვაწეს უფალს განაშორებს


10-06-2020, 16:17

უწმინდური გულისთქმები მოღვაწეს უფალს განაშორებს

 

   სკიტის პრესვიტერმა (მღვდელმონაზონი და წინამძღვარი ეგვიპტის სკიტის ოთხი ტაძრიდან ერთ-ერთისა), სრულიად შემთხვევით, ერთი ღამე უცნობ ბერთან ერთად გაატარა. როდესაც მან ბერისა და მისი მოწაფეების ღვაწლმოსილი ცხოვრება იხილა, იკითხა: „უფალი არაფერს გიცხადებთ?" „არა!" - მიუგო ბერმა. მაშინ პრესვიტერმა განუცხადა: „ჩვენ, რომლებიც ხანმოკლე ლოცვებს აღვასრულებთ, უფალი თავის საიდუმლოებებს გვიცხადებს, თქვენ კი, რომლებმაც მღვიძარებისა და მდუმარების ასეთი ღვაწლი იტვირთეთ, ამბობთ, რომ უფალი არაფერს გიცხადებთ? ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გულში ცოდვილ გულისთქმებს ინახავთ და ისინი ღმერთს განგაშორებენ. ამის გამოა, რომ უფალი არ გიხსნით თავის საიდუმლოებებს". ამ სიტყვების მოსმენით გაოცებულმა მამებმა ერთმანეთს უთხრეს: „ჭეშმარიტად, უღირსი ფიქრები უფალს განგაშორებს".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება