მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დაწყებული „დიალოგის“ რაობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

დაწყებული „დიალოგის“ რაობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-01-2020, 22:26

დაწყებული „დიალოგის“ რაობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   როდესაც ვსაუბრობთ კონფესიათაშორის „საღვთისმეტყველო დიალოგზე", პირველყოვლისა ყურადღებას იპყრობს მისი (დიალოგის) ძირეული ხედვები და მიდგომები, რომლის თანახმადაც არამართლმადიდებელი ქრისტიანები (კათოლიკები, პროტესტანტები, მონოფიზიტები და სხვა) უკვე აღარ განიხილებიან ერეტიკოსთა სტატუსით. სულ უფრო ხშირად გვესმის განცხადებები, რომ სხვაგვარადმადიდებლებიც „ისეთივე ქრისტიანებია, როგორც ჩვენ"; რომ „ეკლესიების გაყოფას" ისტორიული (ადამიანური, ცოდვისმიერი) საფუძვლები ჰქონდა და არა სარწმუნოებრივი (დოგმატური) ხასიათის განსხვავება, ამიტომ „ქრისტიანების ერთობის აღდგენა" გარდაუვალია და ა.შ. სასულიერო სემინარია - აკადემიებში შეუმჩნევლად აღიზარდა ახალი თეოლოგებისა და იერარქების თაობა, რომლებიც მხარს უჭერენ ეკუმენისტურ მოძრაობას და „საღვთისმეტყველო დიალოგს" დოგმატური მინიმალიზმის პრინციპებზე.

   ეკუმენისტური დოქტრინის თანახმად, ყველა ქრისტიანული კონფესია, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესია „ნაკლულოვანია", ნაწილობრივი მადლის მატარებელია, ამდენად საჭიროებს „უნივერსალურ ეკლესიურ გაერთიანებაში" „მადლის" სისავსით მიღებას. მართლმადიდებლობა და სხვაგვარადმადიდებლობა, მათი აზრით, ერთი და იგივე სარწმუნოების ისტორიულ-ტრადიციული განსხვავებებია, თეოლოგიურად ლეგიტიმური ნაირსახეობებია, რომელთა „ერთობა მრავალგვაროვნებაში" ვლინდება. მათი ლოგიკის შედეგად, არამართლმადიდებლობა თვით მართლმადიდებლობის განსხვავებული ფორმაა, რომლის „ერესად" სახელდება შუასაუკუნოვანი ჩამორჩენილობა, ვულგარული ქსენოფობია და ფანატიზმის გამოვლინებაა.

   მაგრამ თუკი კლასიკური ერესები მართლმადიდებლების მიერ აღარ აღიქმება მწვალებლობად, შეგვიძლია კი ასეთ შეხედულებას ვუწოდოთ მართლმადიდებლური?! ცხადია, არა. ყოველი მსოფლიო კრება იწყებოდა იმ ანათემების აღიარებით, რომლებიც დაადასტურა წინამორბედმა მსოფლიო კრებამ. ამდენად, თანამედროვე „დიალოგის" ფორმატი ცხადყოფს, რომ „მართლმადიდებელი ეკუმენისტები" ღალატობენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


უკან დაბრუნება