მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენისტური დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკუმენისტური დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-01-2020, 00:02

ეკუმენისტური დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკუმენისტური დიალოგი არსებითად ჭეშმარიტების ღალატია. ის პრაქტიკული სარგებლისა და ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის გამოიყენება. ეკუმენისტური დიალოგის დროს ყალბ საზოგადოებაში ყალბი ერთიანობის ძიება მიმდინარეობს. ის მოდერნიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ.

   ეკუმენისტურ მსოფლმხედველობას აქვს ორი მხარე:

   1) ის არის მოძრაობა ყველა ქრისტიანული კონფესიის „ერთიან უნივერსალურ ეკლესიაში" გაერთიანებისათვის, დოგმატური განსხვავებების შენარჩუნების პრინციპით წარმართული.

   2) ის არის თეორიული მტკიცება იმისა, რომ სარწმუნოებრივი განსხვავებების მიუხედავად ქრისტიანების ერთიანობა უკვე არსებობს. ასევე არსებობს ერთობა ყველა რელიგიასა და ხალხს შორის.

   ეკუმენიზმის პირველი მხარე გამოიხატება რელიგიათაშორის დიალოგში, მეორე - სარწმუნოებრივი საფუძვლების ნგრევასა და რელიგიური ინდიფერენტიზმით მის ჩანაცვლებაში.

   ერთმანეთთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და პრაქტიკული თანამშრომლობა ურთიერთსარგებლის შემთხვევაში ეკუმენისტების მიერ უმაღლეს სათნოებად მიიჩნევა.

   ეკუმენისტური მოძრაობის განუყრელი ნაწილია მართლმადიდებლურად მოაზროვნე, ჭეშმარიტებაში მოშურნედ მდგომი ადამიანების ბრალდება ფანატიზმში, ძველმოდურად აზროვნებაში და ა.შ.

   ჭეშმარიტებაზე უცხო კონფესიის წარმომადგენელთა მოქცევის მართლმადიდებლურ მისიას, რაზეც გაამახვილა ყურადღება დეკანოზმა გიორგი მეტალინოსმა, ეკუმენისტები ცოდვად მიიჩნევენ - მათი აზრით, ყველა რელიგია ფლობს ნაწილობრივ ჭეშმარიტებას და ყველა რელიგია საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება.

   ამდენად, დასავლელი ქრისტიანები, ეკუმენისტების მიერ პრაქტიკულად ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი. მეტიც: ჩვენი მართლმადიდებელი ეკუმენისტები თავად აყალიბებენ მათთან მცდარ შეხედულებას, თითქოს ისინიც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან და ჩვენ შორის არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება და წინააღმდეგობა.

   ეკუმენისტური დიალოგის მოსურნეთ ერთმნიშვნელოვნად არ აინტერესებთ დოგმატური განსხვავებები რელიგიებს შორის. შესაძლოა, ისინი შეგნებულადაც უგულებელყოფენ ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აუცილებლად უნდა იყოს პრინციპული ანტიეკუმენისტი.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება