მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > იღუმენ ვარლაამის გულმოწყალების გამო მახრიშის სავანეში პური სასწაულებრივად მრავლდებოდა

იღუმენ ვარლაამის გულმოწყალების გამო მახრიშის სავანეში პური სასწაულებრივად მრავლდებოდა


17-11-2020, 00:02

იღუმენ ვარლაამის გულმოწყალების გამო მახრიშის სავანეში პური სასწაულებრივად მრავლდებოდა

 

 

   მახრიშის სავანეში, წმინდა სამების დღესასწაულზე, უამრავი მლოცველი მოგროვდა. მონასტრის იღუმენი ვარლაამი ზრუნავდა, რომ ღირსი სტეფანეს მიერ შემოღებული სტუმართმოყვარეობის წესი არ დარღვეულიყო. მსახურების დასრულების შემდეგ წინამძღვარი მის საფლავს მიეახლა, ილოცა და წმინდანს შეჰღაღადა: „ღირსო მამაო, მე კარგად ვუწყი, რომ თუ შენი ნება იქნება, შეგვეწევი ლოცვით და ამდენი სტუმრის დაპურებაში დაგვეხმარები, რამეთუ შენ თვითონ, ჭეშმარიტი მიმდევარი ქრისტეს მცნებებისა, მშივრებს აპურებდი და მწირებს იფარებდი, და ჩვენც, შენს შვილებს, მცნებად დაგვიდე იმავეს ვყოფდეთ". ამის შემდეგ მან მეტრაპეზე ძმას, სიმონს, უბრძანა, რომ მთელი პური, რაც კი გააჩნდათ, მცირე ნატეხებად სინზე დაელაგებინა. მომსვლელი იმდენი იყო, რომ ვერც სატრაპეზო იტევდა და ვერც სენაკებში თავსდებოდნენ, ზოგიერთი მათგანი კი მონასტრის ეზოში გაჩერდა. მეტრაპეზე წინამძღვრის გამო ბუზღუნებდა და გულში ფიქრობდა: „განა შესაძლებელია პურის ასეთი მცირე რაოდენობით ამდენი ადამიანის დაპურება?" მაგრამ უფალმა, რომელმაც უდაბნოში ხუთი ათასი კაცი ხუთი პურით დააპურა, ზეციური ნიშანი მისცა მათაც. იღუმენმა, წესისამებრ, ტრაპეზის წინ ლოცვა აღავლინა და ყველა დალოცა, და იცით რა მოხდა? სტუმრები საკვირველი ტრაპეზით არა მარტო დანაყრდნენ, არამედ პური და სასმელი იმდენი მორჩათ, რომ ერთი დღე კი არა, მთელი სამი თვის განმავლობაში იმყოფინეს მონასტერში. საძმომ ადიდა უფალი და მისი ჭეშმარიტი მსახური - ღირსი სტეფანე.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება