მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ავაზაკი კვირიაკე, რომელმაც ახლად მონათლულთა მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა, შეწყალებულ იქნა

ავაზაკი კვირიაკე, რომელმაც ახლად მონათლულთა მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა, შეწყალებულ იქნა


6-10-2020, 15:42

 

 

   ერთმა ქრისტესმოყვარე ადამიანმა ავაზაკ კვირიაკეს შესახებ მოგვითხრო, რომელიც ემაუსის, ახლანდელი ნიკოპოლისის, მიდამოებში ყაჩაღობდა. ის ისეთი სასტიკი და არაადამიანური ბუნების გახლდათ, რომ მგელს უწოდებდნენ. კვირიაკეს ბანდაში ქრისტიანებთან ერთად იუდეველები და სამარიტელებიც ერივნენ. ერთხელ, დიდ შაბათს, ნიკოპოლისის მიდამოების მაცხოვრებლები წმინდა ქალაქში ბავშვების მოსანათლად გაეშურნენ. როდესაც ნათლობის შემდეგ სახლებში ბრუნდებოდნენ, რათა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ედღესასწაულად, გზად ავაზაკებს გადაეყარნენ, რომლებიც ბანდის მეთაურის გარეშე იყვნენ. კაცებმა თავს გაქცევით უშველეს, სამარიტელებმა და იუდეველებმა თავი ანებეს ახლად მონათლულ ბავშვებს, ქალები შეიპყრეს და მათზე ძალა იხმარეს. გაქცეულ ქმრებს კვირიაკე შემოხვდათ და შეეკითხა: „რატომ გარბიხართ?" სასოწარკვეთილმა მამაკაცებმა ყოველივე უამბეს, რაც თავს გადახდათ. მეთაურმა მაშინვე ბანდის წევრებს მიაშურა და იხილა რა მათ მიერ ჩადენილი სისასტიკე და სისაძაგლე, დამნაშავეებს თავები მოჰკვეთა. შემდეგ ბავშვების აყვანა ქმრებს უბრძანა, რათა ქალები არ მიკარებოდნენ მათ, რადგან გაუწმიდურებულნი იყვნენ და სახლებამდე თავად მიაცილა მგზავრები. გავიდა ხანი და ბანდის მეთაური კვირიაკე დააპატიმრეს. მან ათი წელი დაჰყო ტყვეობაში და რატომღაც ამ ხნის მანძილზე მისი სიკვდილით დასჯა არავინ ითავა, ბოლოს კი გაათავისუფლეს კიდეც. „ბავშვების დაცვის გამო ღმერთმა საშინელი სიკვდილისაგან მიხსნა, - ამბობდა კვირიაკე, - ისინი ძილში გამომეცხადნენ და მაუწყეს: „ნუ შეგეშინდება, რამეთუ ჩვენ შენთვის ვლოცულობთ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება