მთავარი > საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ეპისკოპოსს მონაზონი დის შეხებამ სიძვის ბრძოლები აღუძრა და მასთან დაეცა; სინანულში ჩავარდნილმა კათედრა დაუტევა და თავისი დარჩენილი ცხოვრება მონასტერში დაასრულა
ეპისკოპოსს მონაზონი დის შეხებამ სიძვის ბრძოლები აღუძრა და მასთან დაეცა; სინანულში ჩავარდნილმა კათედრა დაუტევა და თავისი დარჩენილი ცხოვრება მონასტერში დაასრულა5-10-2020, 15:59 |
ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და მისი გადარჩენის იმედი ყველას გადაეწურა. როდესაც იღუმენიამ ეს ამბავი შეიტყო, ორი და იახლა და ავადმყოფის მოსანახულებლად წავიდა. მათი საუბრისას ეპისკოპოსის ფერხთით მდგომი ერთ-ერთი და მის ფეხს შეეხო. ამ შეხებამ ეპისკოპოსში დაუოკებელი სიძვის ბრძოლები აღძრა. ვნებები მზაკვარია და მაცდუნებელი. ავადმყოფმა იღუმენიას ხვეწნა დაუწყო, რომ და მის მოსავლელად დაეტოვებინა, მიზეზად კი საკუთარი მსახურების სიმცირე დაუსახელა. იღუმენიას არაფერი უეჭვია და დაუფიქრებლად დატოვა მონაზონი ავადმყოფთან. ეშმაკის მანქანებით, ეპისკოპოსმა ძალების აღდგენა იგრძნო და დასთან ცოდვით დაეცა, რომელიც დაფეხმძიმდა. გონს მოსულმა ეპისკოპოსმა კათედრა დაუტევა, მონასტერს შეეხიზნა და მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარა. მისი სინანულის შესმენის ნიშნად კი უფალმა მას საკვირველმოქმედების ნიჭი მიმადლა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |