მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემონები ყმაწვილს ძილში იმ ქალების სახით ეცხადებოდნენ, რომლებიც არასდროს ენახა

დემონები ყმაწვილს ძილში იმ ქალების სახით ეცხადებოდნენ, რომლებიც არასდროს ენახა


22-09-2020, 15:18

 

 

   ერთი ბერის შესახებ გვიამბობდნენ: „ის სკიტეში პატარა ვაჟთან ერთად მივიდა, რომელიც ჯერ კიდევ რძით იკვებებოდა და დედაკაცის შესახებ არაფერი იცოდა. როცა ბავშვი დავაჟკაცდა, დემონებმა ბრძოლა დაუწყეს და ღამღამობით ქალების სახით ეცხადებოდნენ. ყმაწვილმა ამის შესახებ მამას უამბო. ბერს ძლიერ გაუკვირდა. ერთხელაც, როცა ვაჟი მამასთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა, იქ თვალი მოჰკრა ქალებს და მამამისს უთხრა: „აი, ისინი, რომლებიც სკიტეში ყოფნისას ღამღამობით მეცხადებოდნენ". „შვილო, ესენი სოფლის მონაზვნები არიან, ისინი მეუდაბნოეებისგან განსხვავებულად გამოიყურებიან", - მიუგო ბერმა და ძალიან გაოცდა იმით, თუ როგორ შეძლეს დემონებმა სკიტში მისი ვაჟისთვის დიაცთა ჩვენება. მამა-შვილი საჩქაროდ თავის სენაკში დაბრუნდა".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება