მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > პეშნოშის მონასტრის წინამძღვარმა მაქსიმემ თავი აარიდა იღუმენის ხარისხს და ჯილდოდ საგვერდულის მიღებაზეც უარი განაცხადა

პეშნოშის მონასტრის წინამძღვარმა მაქსიმემ თავი აარიდა იღუმენის ხარისხს და ჯილდოდ საგვერდულის მიღებაზეც უარი განაცხადა


21-09-2020, 15:25

 

 

   მიტროპოლიტი ფილარეტი წმინდა ნიკოლოზის პეშნოშის მონასტერს ესტუმრა, რათა ახლადაშენებული ტაძარი ეკურთხებინა. მან ტაძრის მშენებელს, მაქსიმეს, განუცხადა, რომ სავანის გაძღოლის დიდი ღვაწლისთვის და ასევე მშენებლობის წარმატებით დასრულებისთვის ტაძრის კურთხევის დღეს მას იღუმენის ხარისხში აიყვანდა. მაქსიმე გულწრფელად შეევედრა ფილარეტს, რომ მისთვის ეს ტვირთი აეცილებინა, თუმცა იტროპოლიტი გადაწყვეტილების შეცვლაზე ვერაფრით დაიყოლია. მაშინ ბერმა, იმის შიშით, რომ მართლაც აკურთხებდნენ იღუმენად, საპატიო მიზეზი გამონახა და ტაძრის კურთხევის დღეს ლიტურგიულ მსახურებას თავი აარიდა. მიტროპოლიტი მიუხვდა, დააფასა ბერის ეგზომ დიდი თავმდაბლობა და მას შემდეგ მასთან იღუმენობის შესახებ სიტყვაც აღარ დაუძრავს. რაღაც დროის შემდეგ მიტროპოლიტმა მოისურვა, რომ მაქსიმე საგვერდულით დაეჯილდოვებინა, თუმცა ბერმა, როგორც თავად ფილარეტმა აღნიშნა არქიმანდრიტ ანტონისათვის მიწერილ წერილში, „იქამდისაც არ მიუშვა".

 

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება