მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თამაში - დავით ჯინჭარაძე

თამაში - დავით ჯინჭარაძე


8-09-2023, 19:50
თამაში - დავით ჯინჭარაძე
   გავიხსენოთ როგორ თამაშობენ ბავშვები: "შენ ავადმყოფი ხარ, მე კი - ექიმი, მე უნდა მოგარჩინო", ან „მე ვითომ დედა ვარ, შენ კი - ჩემი შვილი" და ასე შემდეგ. ანუ თამაში არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იმყოფება ცრუ ფასეულობების სამყაროში, თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ - ვირტუალურ სამყაროში, სადაც „თითქოს" რეალურია.
   რა თქმა უნდა თამაშს აქვს აღმზრდელობითი მხარე: იგი აყალიბებს ადამიანს, როგორც ინდივიდს. გარდა ამისა თამაში დასვენების საშუალებაა. ყოველივე ეს დიდი ხანია ცნობილია და ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა და თქმულა, მაგრამ ჩვენ ნაკელბად ვაქცევთ ყურადღებას თამაშის უარყოფით გავლენას.
   დღევანდელ სამყაროში ადამიანი ღვთისგან ბოძებულ ნიჭს სასიკეთოდაც იყენებს და ბოროტადაც. ფანტაზია მჭიდროდაა დაკავშირებული ვნებებთან, რაც დამღუპველია სულისათვის, ისიც კი, რაც სრულიად უბოროტო გვეჩვენება. ვნებების საშუალებით ჩვენს სულს ეშმაკი ებრძვის. ღირსი მამა გრიგოლ სინელი გვაფრთხილებდა, რომ ფანტაზიით შეირყვნება ადამიანის სულიერება.
   ჩვენს დროში ყველაფერი შეიცვალა: სიცრუე თავს სიმართლედ აცხადებს, ბოროტება - სიკეთედ. სამყარო ცხოვრობს ორმაგი მორალით - ეს უკვე ნორმა გახდა. ყოველივე ამას კი ხელს უწყობს თამაში - ცრუ ფასეულობების სამყარო. ქრისტიანობა საწინააღმდეგო სწვლებას გვთვაზობს: აქ არ არის სიკეთე არეული ბოროტებასთან, აქ ყველაფერი ნათელია: ცოდვას კეთილგონიერებად ვერ გამოაცხადებ, შავს - თეთრად, ეს კი მიუღებელია სუსტი, უძლური, ცდუნებული კაცობრიობისათვის.
   თვითმიზნად ქცეული თამაში კარგად მორგებული სისტემაა მათთვის, ვისაც ცოდვასთან ბრძოლა არ სურს. ბრძოლა - ეს ხომ დიდი ტანჯვაა.
   ამერიკელებმა ერთგვარი თამაში დაიწყეს, ისინი ტერორისტ ბენ ლადენს ეძებენ, სინამდვილეში კი თავიანთ გავლენას აფართოვებენ მსოფლიოში. ამერიკელებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია მოიძებნოს და დაისაჯოს ტერორისტი, ამ დროს კი თვითონ ხორციელებენ ტერორს, დაბომბეს ქაბული და ათასობით უდანაშაულო ადამიანი ამოხოცეს, შემდეგ კი გამარჯვება იზეიმეს...
   ბენ ლადენი ძველებურად თავისუფალია. ის საჭიროა არა იმისთვის, რომ იპოვონ, არამედ იმისთვის რომ ეძებონ. ასეთია თამაშის წესი..
   ცრუ ფასეულობების სამყაროში ცხოვრება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა. ადამიანი მიდრეკილია გაექცეს რეალობას და თავი შეაფაროს ოცნებას. ეს ილუზია კი რეალური ხდება თამაშების სამყაროში. იქ ყველა ნატვრა აგისრულედება.
   ვისაუბროთ სპორტულ თამაშებზე. ჩემპიონობისა და პირველობის სურვილში გაურკვეველი არაფერია. საკვირველია გულშემატკივრის მოქმედება. გულშემატკივრად კი დღეს მთელი მსოფლიო გადაიქცა. რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანები ტოვებენ ყოველგვარ საქმიანობას და სტადიონზე სხვადასხვა გუნდებს გულშემატკივრობენ? ეს სხვა არაფერია, თუ არა ვირტუალურ სამყაროში მოხვედრა, სადაც მოთამაშე და მაყურებელი ერთი მთლიანი ხდება. სიხარული და აღტაცება საყვარელი გუნდის ან მოთამაშის გამარჯვებისა საკუთარ გამარჯვებას უტოლდება. ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია, იგი ამგვარი ილუზიის საშუალებას აძლევს მაყურებელთა ყველაზე დიდ რაოდენობას.
   თამაში გვაძლევს საშუალებას გავიიოლოთ ცხოვრება. ქრისტიანობაში კი „სასუფეველი იიძულების" (მათ. 11,12). ეს კი არ გვსურს. მოთამაშე სერიოზულ პრობლემებს გაურბის, მაგრამ სერიოზულობის ილუზია რომ შექმნას, გართობასა და თამაშებს იგონებს, ამიტომ მომრავლდა ტელევიზიაში გასართობი პროგრამები, მათი დანიშნულებაა მნიშვნელოვანი პრობლემების უმნიშვნელოდ ქცევა. ასეთი გადაცემის მონაწილენი ამას ვერ ამჩნევენ, ისინი ხომ ერთობიან, თამაშობენ!
   ეს ყველაფერი, ზედაპირულია, არის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი. ადამიანს ეშინია არა მარტო ცხოვრების, სიკვდილისაც, ურწმუნო ადამიანებისთვის სიკვდილი აბსოლუტურად ყველაფერს აქარწყლებს, ის ფიქრობს, რომ არარაობაა, არაფრისგან შექმნილი და არარაობად იქცევა. ეს უკვე თამაში აღარაა.
   რეალობიდან გასაქცევად კაცობრიობას თამაშზე უკეთესი არაფერი მოუგონია. თამაში გვაძლევს საშუალებას, არ ვიფიქროთ სიკვდილზე, ის საუკეთესო ნარკოტიკია. მეცნიერებისა და ექიმების მოსაზრებით კომპიუტერული თამაშები და ნარკომანია ერთი და იგივეა.
   ვერაფერი აღუდგება წინ თამაშს. იგი ყველაფერს წალეკავს. წინააღმდეგობის ერთადერთი საშუალება რელიგიაა. რელიგია გვეხმარება გავიაზროთ ცხოვრებაც და გარდაცვლებაც. მართლმადიდებლობა მოგვიწოდებს, გვახსოვდეს სიკვდილი...
  როცა ადამიანი თამაშობს, ის კარგავს რელიგიურობას, ეშმაკი უდიდესი მოთამაშეა, რომელიც მოხერხებულად და მზაკვრულად გვიზიდავს იქითკენ, სადაც თვითონაა ყოვლისშემძლე.
   ადამიანი არ უნდა გახდეს თამაშის მონა. ეს კი მხოლოდ ქრისტიანული ჭეშმარიტების აღიარებითა და აქტიური ეკლესიური ცხოვრებითაა შესაძლებელი.





თარგმნა: დავით ჯინჭარაძემ 

უკან დაბრუნება