მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ანტონი დიდმა ცოდვით დაცემული მონაზვნის სავანეში დაბრუნება ბრძანა
ანტონი დიდმა ცოდვით დაცემული მონაზვნის სავანეში დაბრუნება ბრძანა13-11-2020, 00:02 |
აბბა ლოტის მონასტერში ერთ-ერთი ძმა ცოდვით დაეცა და ამის გამო მონასტრიდან იქნა გაძევებული. ის ანტონი დიდის მთაზე მივიდა და იქ რამდენიმე ხანი დაჰყო, რაღაც დროის შემდეგ კი ნეტარმა მამამ კვლავ თავის მონასტერში გაგზავნა. თუმცა ძმა აღარ მიიღეს. ის აბბასთან მიბრუნდა და შესჩივლა: „მათ ჩემი მიღება არ მოისურვეს!" წმინდა მამამ ძმა კვლავ გააბრუნა და მონასტრის მამებს მისი პირით შეუთვალა: „გემმა კატასტროფა განიცადა და მთელი ტვირთი დაკარგა. მან გაჭირვებით მიაღწია ნავსადგურს და თქვენ გსურთ ისიც ჩაძიროთ, რაც მისგან გადარჩა?" მამებმა აბბა ანტონის დანაბარები მოისმინეს და ძმა სიხარულით მიიღეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |