მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სიძვის ცოდვით დაცემულმა ძმამ სძლია ეშმაკს, რადგან სასოწარკვეთილება განაგდო და კვლავ თავის სენაკს დაუბრუნდა
სიძვის ცოდვით დაცემულმა ძმამ სძლია ეშმაკს, რადგან სასოწარკვეთილება განაგდო და კვლავ თავის სენაკს დაუბრუნდა18-09-2020, 17:03 |
ერთხელ ერთი ძმა მდინარეზე წავიდა წყლის მოსატანად. იქ მან იხილა დედაკაცი, რომელიც თეთრეულს რეცხავდა და მასთან სიძვით დაეცა. ცოდვაში ჩავარდნილმა წყლით სავსე ჭურჭელს ხელი მოავლო და თავისი სენაკისკენ გაბრუნდა. გზად დემონები შემოეხვივნენ, აშფოთებდნენ და უკიჟინებდნენ: „რატომ ბრუნდები სენაკში? შენ მაინც ვეღარ ცხონდები, ამიტომ ადექი და ერში დაბრუნდი!" ძმა მიხვდა, რომ ბოროტს მისი სამუდამო დაღუპვა სურდა და თავის გულისთქმებს შემოუძახა: „საიდან მოხვედით? რატომ მაწუხებთ და რატომ ცდილობთ, რომ სასო წარმეკვეთოს? მე არ შემიცოდავს, გიმეორებთ, არ შემიცოდავს". ამგვარად მოიშორა აკვიატებული აზრები და სენაკში დაბრუნებული უწინდელივით მდუმარებას მიეცა. მომხდარის შესახებ უფლისაგან ეუწყა ერთ ბერს, რომელიც ძმის მეზობლად ცხოვრობდა. როდესაც ბერმა შეიტყო, რომ ცოდვაში ჩავარდნილმა ძმამ ცოდვა დაამარცხა და დემონებზე გამარჯვება მოიპოვა, მასთან მივიდა და მოიკითხა: „როგორა ხარ?" „კარგად, მამაო!" - მიუგო მან. ბერი არ მოეშვა და ჩაეკითხა: „ამ დღეებში რაიმე უსიამოვნო ხომ არ შეგემთხვა?" „არაფერი", - უპასუხა ძმამ. მაშინ ბერმა იმის შესახებ ამცნო, რაც ღვთისგან ეუწყა და მანაც ყოველივე გულწრფელად აღიარა. ბერმა მოუსმინა მეზობელს და განუცხადა: „ჭეშმარიტად, შენმა განსჯამ მტრის ძალა მთლიანად შემუსრა!"
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |