მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა იაკობმა ეშმაკეული ქალწული განკურნა, მაგრამ მასთან ცოდვით დაეცა და შემდგომ ამისა, მოკლა; გონს მოსული ბერი ძლიერ სინანულს მიეცა და გარკვეული დროის შემდეგ უფალმა ცოდვები მიუტევა

ღირსმა იაკობმა ეშმაკეული ქალწული განკურნა, მაგრამ მასთან ცოდვით დაეცა და შემდგომ ამისა, მოკლა; გონს მოსული ბერი ძლიერ სინანულს მიეცა და გარკვეული დროის შემდეგ უფალმა ცოდვები მიუტევა


16-09-2020, 15:33

ღირსმა იაკობმა ეშმაკეული ქალწული განკურნა, მაგრამ მასთან ცოდვით დაეცა და შემდგომ ამისა, მოკლა; გონს მოსული ბერი ძლიერ სინანულს მიეცა და გარკვეული დროის შემდეგ უფალმა ცოდვები მიუტევა

 

 

   ღირსმა იაკობ მმარხველმა უდაბნოში მარხვასა და ლოცვაში თერთმეტი წელი გაატარა და ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ საკვირველქმედების ნიჭი მიემადლა, თუმცა შემდეგ ის უდიდესი ცოდვით. ერთხელ ერთმა მდიდარმა კაცმა თავისი ქალიშვილი, ეშმაკეული ქალწული, მიჰგვარა და შეევედრა, რომ მისი განსკურნებისთვის ელოცა. ღირსი იაკობი დათანხმდა და მისი მხურვალე ლოცვით ქალწული მალე გამოჯანმრთელმა, მაგრამ მამამისი შიშობდა, გოგონას ეშმაკი კვლავ არ დაპატრონებოდა და ბერი დაიყოლია, რომ მისი ქალიშვილისთვის სრულყოფილ განკურნებამდე თავისთან დარჩენის ნება მიეცა. აი, მაშინ კი ისეთი ძალით ეძგერა იაკობს დემონი, რომ მასში უწმინდური ვნება აღძრა და ბერი ქალწულთან ცოდვით დაეცა. ცოდვა მძიმე იყო, მაგრამ მონაზონმა მას კიდევ სხვა ცოდვა დაამატა, გოგონას მშობლების შიშითა და სირცხვილის თავიდან ასაცილებლად ქალწული მოკლა და უდაბნოდან გაიქცა. ამ დროს დემონმა მისი მესამე ცოდვაში - სასოწარკვეთილებაში ჩაგდება დააპირა, მაგრამ ეს ვეღარ მოახერხა. იაკობი მალე გამოფხიზლდა ამ კოშმარისგან და მოთქმა-გოდებასა და მკერდში მჯიღის ცემას მოჰყვა. შემდგომ ამისა, ერთ-ერთ მონასტერში იღუმენისა და საძმოს წინაშე აღიარა ყოველივე, შემდეგ კი ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც თავის ცოდვებზე გლოვაში მრავალი წელი გაატარა. ბოლოს კაცთმოყვარე უფალმა შეისმინა მისი სინანული და არა მარტო შეუნდო შეცოდებანი, არამედ საკვირველმოქმედების ნიჭიც დაუბრუნა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება