მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, ცოდვით დაეცა და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა

ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, ცოდვით დაეცა და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა


2-09-2020, 17:10

ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, ცოდვით დაეცა და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა

 

 

   აბბა ანტონს ერთი ძმის შესახებ საოცარი რამ უამბეს: როდესაც მან უდაბნოში გზისგან დაღლილი ბერები იხილა, ველურ ვირებს უბრძანა, რომ ისინი ზურგზე შეესვათ და აბბა ანტონიმდე მიეყვანათ. სასწაულით გაოცებულმა ბერებმა ყოველივე აბბას უამბეს, მან კი მიუგო: „ვფიქრობ, ეგ ძმა მეტად დატვირთულ გემს ჰგავს, მაგრამ არ ვიცი მიაღწევს თუ არა ის ნავსადგურამდე". ცოტა ხნის შემდეგ წმინდა მამა ტირილს, მოთქმა-გოდებასა და თმების გლეჯის მოჰყვა. მოწაფეებმა ჰკითხეს: „აბბა, რატომ ტირი?" მან კი მიუგო: „სწორედ ახლა ეკლესიის დიდი სვეტი დაეცა!" და ეს სწორედ იმ ახალგაზრდა ძმის შესახებ განაცხადა. „წადით მასთან - განაგრძო ბერმა, - და თავადვე შეიტყობთ ყოველივეს". მოწაფეები ძმისკენ გაეშურნენ და იხილეს, თუ როგორ იჯდა ის ჭილოფზე და ჩადენილი ცოდვის გამო ტიროდა. როდესაც მან წმინდა მამის მოწაფეები დაინახა, შეჰღაღადა: „შეევედრეთ მოძღვარს, რომ უფალს ჩემთვის ათი დღე გამოსთხოვოს, რათა საკუთარი სულის ცოდვისაგან განწმენდა შევძლო". მაგრამ არ გასულა ხუთი დღე და ახალგაზრდა ძმამ სული უფალს მიაბარა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება