მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მდიდარი ქალბატონი წმინდა კოზმას მიმართ დაუმორჩილებლობის გამო ვაჟიშვილის სიკვდილით დაისაჯა

მდიდარი ქალბატონი წმინდა კოზმას მიმართ დაუმორჩილებლობის გამო ვაჟიშვილის სიკვდილით დაისაჯა


1-09-2020, 15:17

მდიდარი ქალბატონი წმინდა კოზმას მიმართ დაუმორჩილებლობის გამო ვაჟიშვილის სიკვდილით დაისაჯა

 

 

   კორიცაში ერთი მდიდარი ქალბატონი ცხოვრობდა. მას ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა. დედა ბავშვს თმას გამუდმებით ვერცხლის მონეტებითა და სხვადასხვა მოსართავით უმკობდა. წმინდა მოწამე კოზმამ არაერთხელ ურჩია ქალს, რომ თუკი სურდა, რომ მის ვაჟს ეცოცხლა, ყველა ის მოსართავი, რომლითაც შვილს ამკობდა, ღატაკი ბავშვებისთვის დაერიგებინა. თუმცა ამაოდ, ქალბატონმა მისი არ შეისმინა. ბოლოს წმინდა კოზმამ ურჩი ქალბატონი გააფრთხილა: „თუ არ მოხსნი ბავშვს მოსართავებს, მას მალე დაკარგავ!" ქალი ამჯერადაც არ დაემორჩილა წმინდა მამას, მაგრამ როდესაც მეორე დილით შვილი საწოლში გარდაცვლილი იხილა, მაშინღა შეიგნო, რომ უფალმა ის ურჩობის გამო დასაჯა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება