მთავარი > საცდურები > აღზრდისა და განათლების სისტემები სულიერი აგრესიის პირობებში

აღზრდისა და განათლების სისტემები სულიერი აგრესიის პირობებში


22-07-2012, 19:16
  დღეს მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელ საზოგადოებას სთავაზობენ სექსუალური ხასიათის გართობა - მომსახურების ბიზნესის ლეგალიზაციას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხდება ადამიანების მასობრივი გარყვნა, რამაც იურიდიული აღიარება და სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილის სტატუსი მიიღო.
  გარყვნილების ლეგალიზაცია სასიკვდილო დარტყმას აყენებს ტრადიციულ ზნეობას, შლის და ანადგურებს სოციალურ - კულტურულ ნორმებს.
  ზოგიერთ სკოლაში შემოიღეს „სექსოლოგიის გაკვეთილები" ე.ი. ბავშვებისათვის გარყვნილების შესწავლა. ბავშვები უსირცხვილობის გამო უკვე აღარ ერიდებიან მშობლებს, მშობლები - შვილებს. კავშირი თაობათა შორის დარღვეულია. ეს მსოფლიოს განადგურებამდე მიიყვანს.
  დღეს საზოგადოების მიერ „ნორმალიზირებულია" საღი გონებისა და სინდისის უქონლობა, ეს კი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი მუქარაა. დაშლა-განადგურების შემდეგი ეტაპი იმ კანონების მიღებაა, სადაც ცოდვა, უკანონობა დაცულია სახელმწიფოს მიერ. იქმნება საზოგადოების ტოტალური სატანიზაციის პლაცდარმი.
  ამ პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების „სექსუალიზაცია", სკოლებში „სექს-განათლების" შემოღება.
  მთელ მსოფლიოში აშკარა დემოგრაფიული ომი წარმოებს. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს განსხვავებული ტიპის ომთან, რომელიც ინფორმაციული ომის კანონებით მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომძირითადი ზეწოლა ინფორმაციაზე, უფრო სწორად, მოწინააღმდეგის დეზინფორმაციაზე კეთდება.

უკან დაბრუნება